სხვა სიზმრის ახსნა- რაზე მიგვანიშნებს სიზმარში კბილების ჩამოცვენა? 2017, 4 მარტი, 23:07 უმრავლეს შემთხვევაში, თუ ადამიანს ესიზმრება კბილები, ეს სიმბოლურად მის ნათე- სავებს და ახლო მეგობრებს გამოხატავს, ასევე ჯანმრთელობას და ცხოვრების ძალას. მაგრამ, ხშირად ჩვენს თანამედროვეებს აინტერესებთ, რატომ გვესიზმრება, რომ კბილები გვცვივა. ამ დროს კი მისი მნიშვნელობა სულ სხვაა, კერძოდ თუ სიზმარში დაგცვივდათ კბილები, მაშინ არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ძალიან მოკლე დროში თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს შეემთხვევა უბედურება ან შეეყრება მძიმე ავადმყოფობა. ასე, რომ ფრთხილად იყავით-თუ ნახავთ ასეთ სიზმარს, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთე- ლობას. ამის გარდა, კბილების ცვენა სიმბოლურად შეიძლება გამოხატავდეს იმ ფაქტს, რომ თქვენ ოცნებობდით ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებაზე, მაგრამ თქვენს ოცნე- ბებს ახდენა არ უწერიათ. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ სიზმარში კბილების ცვენა(თუ მას თან ახლავს სისხლი) მიგვანიშნებს იმაზე, რომ ოჯახში ვიღაც მოკვდება, ამიტომ ასეთი სიზმარი ითვლება ცუდის მომასწავებლად. ასევე, ქალები ძალიან ხშირად მოგვ- მართავენ კითხვით, თუ რატომ ნახულობენ სიზმარში ყოფილ ქმრებს. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში და ვერ გათავისუფლებულხარ წარსულისაგან. მოსალოდნელია ასევე, წარუმატებლობა ახლო მომავალში. იგივე ხდება მამაკაცების შემთხვევაშიც, თუ გასიზმრებათ ყოფილი მეუღლე ან შეყვარებული, ეს მოა- სწავებს პრობლემებს იმ ქალთან ურთიერთობაში, ვისთანაც ამჟამად ცხოვრობთ. ასე, რომ თუ მსგავს სიზმრებს ნახავთ, დაუთმეთ დრო და იყავით ძალიან ყურადღებით. გისურვებთ ლამაზ სიზმრებს ! 3820 7-ს მოსწონს
|