x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნიკარაგუაში მღვდელმა ქალი ცოცხლად დაწვა იმისთვის,რომ მისი სხეულიდან "დემონები გაეძევებინა"

imageნიკარაგუაში დატრიალდა ტრაგედია, 25 წლის ახალგაზრდა ქალი რელიგიური რიტუალის მსხვერპლი შეიქმნა.



ფატალურად დასრულდა რელიგიური რიტუალი ატლანტიკო-ნორტეს ავტონომიური ოლქის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში."დემონებისგან განწმენდის" მიზნით ევანგელისტმა
მღვდელმა ახალგაზრდა ქალი ჯერ კოცონში ჩააგდო, შემდეგ კი ხევში გადააგდო.
გოგონამ სხეულის 80%-ის დამწვრობა მიიღო, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამარათალდამცავებმა ამ საქმესთან დაკავშირებით 5 ეჭვმიტანილი დააკავეს.


"ხელისუფლებამ მთელი სიმკაცრით უნდა დასაჯოს ის ადამიანები ვინც ეს
განახორციელა, რომ მომავალში არ დავუშვათ მსგავსი ინციდენტის
გამეორება"-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის არასახელმწიფო კომისიის
მუდმივმა წარმომადგენელმა პაბლო კუევასმა.

როგორც ТАСС-ი იუწყება, ნიკარაგუაში, რიგ რეგიონებში საუკუნეების
მანძილზე მოსახლეობას დღემდე მიაჩნია, რომ ფსიქიკურად დაავადებული
ადამიანის სულში ჭინკები არიან ჩასახლებულები და სამედიცინი დაწესებულების
ნაცვლად მღვდლებს მიმართავენ დახმარებისთვის.


იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

0
223
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0