სხვა სასარგებლო რჩევები, იუმორის ელფერით 2017, 6 მარტი, 11:22 დრო და დრო საჭირო არის ცოტა მოდუნება და ცხოვრებისადმი უფრო მარტივი დამოკიდებულება. პრობლემების უმრავლესობას ხომ თავადვე ვიგონებთ საკუთარი თავისთვის. გაიღიმე ხშირად და ნუ იდარდებ წვრილმანებზე, რადგან: ამ ცხოვრებაში არაფერზე უნდა ინანო – რაც მოხდა, მოხდა. დასკვნა გააკეთი და ცხოვრება გააგრძელე აზრი, რომლითაც ყოველი დილა უნდა დაიწყო: უფლებას ვაძლევ ბედნიერ შემთხვევებს, რიგში ჩადგნენ ჩემთან შესახვედრად! პარასკევის ფილოსოფია: საკუთარი თავის წინაშე არარეალური მიზნის დასახვა. ვერ შეასრულებ და ნუ შეასრულებ – ის ხომ არარეალური იყო. ცნების განმარტება: – რა არის უაზრობა? – აი წარმოიდგინეთ: ზღვა, ქვიშა, მსუბუქი ბრიზი თმას გიწეწავს... წარმოიდგინეთ? ჰო და, ყველაფერი დანარჩენი – უაზრობაა!
სწორი ოპტიმიზმი, ორშაბათისთვის: დასვენების დღეების შემდეგ, რთული მხოლოდ პირველი 5 დღე არის. ხალხური სიბრძნე არ შეიძლება სწორი არ იყოს: ყველაფერი რაც ხდება – სასიკეთოდ ხდება. შესაბამისად – სასიკეთო მოვლენები გარდაუვალია! ცხოვრებაში მთავარი ნივთები არ არის! ყველაზე მთავარი – ბალანსია. სწორი მიდგომა! არასდროს არაფერი ინანო, რადგან იყო დრო, როდესაც სწორედ ეს გინდოდა. ვარჯიში, რომლითაც ღირს ყოველი დღის დაწყება და დასრულება.
53 7-ს მოსწონს
|