საზოგადოება როგორი იყო ფასები და ხელფასები საბჭოთა კავშირში? 2017, 28 თებერვალი, 12:19 ერთ-ერთ ფორუმზე ასეთი შინაარსის კითხვას გადავაწყდი: "რა თქმა უნდა დიდი სიხარულია როდესაც უზარმაზარი იმპერიის კლანჭებიდან დააღწევ თავს და დამოუკიდებელი სახელმწიფო გქვია, მაგრამ.............. ჩვენი წინა თაობის წარმომადგენლებს ყველას ვეკითხები ხოლმე, თუ როგორი ცხოვრებისდონე იყო საბჭოთა კავშირის დროს? და პასუხი ერთია: "მეტი უკეთესი არ შეიძლებოდა"ტაქსისტებიდან დაწყებული ინჟინრებით და ყველა ფენის წარმომადგენლებით დამთავრებული ყველა კმაყოფილი იყო იმ პერიოდის. მე ძალიან ბუნდოვნად მახსოვს საბჭოთა კავშირი (ძალიან პატარა ვიყავი), უკვე იშლებოდა. თუმცა რაღაც რაღაცეები მახსოვს: საჭმელი პროდუქტები კაპიკები ღირდა, სახლებში ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი მოდიოდა. საკვებიც ეკოლოგიურად ბევრად ჯანსაღი იყო ვიდრე ეხლა. რამოდენიმე ადამიანისგან მსმენია კიდეც, რომ როცა მუშაობა დავიწყე, სამსახურმა ბინაც მაჩუქაო და ის ბინა ეხლაც მაქვსო.მოკლედ ერთი კაციც ვერ ვნახე წინა თაობისა, რომელიც იტყოდა რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ცუდად ვცხოვრობდიო. ასე ამბობდნენ: "საბჭოთა კავშირის დროს მარტო თითო ოროლა ციგნებს თუ უჭირდათო. იმ დროს გაჭირვებული კაცი მე არ მახსოვსო". რუსეთზე არც მე არ ვგიჟდები, მოდით რეალობას თვალი გავუსწოროთ და მოვლენები ობიექტურად შევაფასოთ.სიტყვაზე, ეხლა რომ გავხდეთ რუსეთის მეგობრები, ეს დამღუპველი იქნება, ის "ზასტოის" პერიოდი აღარ დაბრუნდება, მაგრამ ადრე ფაქტია რომ ხალხი კარგად გრძნობდა თავს. გისმენთ". შევეცდები ახლა ამ კითხვას პასუხი გავცე.ჯერ სხვადასხვა სოციალური ფენის მაშინდელ საშუალო თვიურ ხელფასების ცხრილს წარმოგიდგენთ:(70-80-იანი წლების მონაცემები) სტუდენტი(სტიპენდია)-40 მანეთი ახალგაზრდა სპეციალისტი:80-120 მანეთი მედდა:80 მანეთი ინჟინერი:120-150 მანეთი საბჭოთა მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასი:-200 მანეთი სავალადებულო მინიმალური ხელფასი:70 მანეთი ქარხნის მუშა:250-იდან 800 მანეთამდე სამხედრო(მაიორი, პოლკოვნიკი, გენერალი):300-იდან 400-მდე ცეკას საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი:450 მანეთი საკავშირო რესპუბლიკების მინისტრები:600 მანეთი ცენტრალური კომიტეტის მდივნები და მინისტრები:1000-1200 მან. სპორსტსმენები:250 მანეთი სტანდარტი, ბონუსი 100 მანეთი ყოველ მოგებაზე ხელოვნების დარგის წამომადგენლები:(მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები, კომპოზიტორები და ა.შ.) ხელფასი 120-200 მანეთი, ჰონორარი 2000-იდან 20 000-მდე. (შენიშვნა: ხელფასს ბონუსი ემატებოდა, რანგის, თანრიგის მიხედვით და აგრეთვე ცოლ–შვილიანებს) ვალუტის კურსი:1 აშშ$(0, 64 მანეთი)ოფიციალურად, თუმცა "ბარიგებთან" 3 მანეთად იყიდებოდა. ფასები
ასანთი:0.01 კაპიკი პური:0, 15(შავი), 0, 30(თეთრი) მარილი: 0, 07 კაპიკი კარაქი:0, 72(200 გრ) რძე:0, 16 კაპიკი(სამკუთხედი, 0, 5 ლ) ხორცი:3-5 მანეთი(1კგ) ძეხვი:2, 20-იდან 5 მანეთამდე სიგარეტი: საბჭოთა 0, 16-იდან 70 კაპიკამდე, უცხოური(Marlboro, Salem, Newport)-1, 5 მანეთი კარტოფილი 1 კგ:0, 10 კაპიკი კვერცხი 1ც.0, 07 კაპ. ღვინო ერთი ბოთლი:1, 5 მანეთიდან 3 მანეთამდე(ხარისხის მიხედვით) ლუდი 0, 5 ლ. ბოთლის:0, 28 კაპიკი. ბენზინი: ხარისხის მიხედვით (A72-დან A 93-მდე)-0, 30-0, 40 კაპიკი 1ლ. მეტრო:0, 05 კაპ. ტრამვაი:0, 03 კაპ. ტაქსი:0, 20 კაპ. 1 კმ. ტელევიზორი(ფერადი):400-იდან 750 მანეთამდე აუდიოტექნიკა(მაგნიტოფონი, მაგნიტოლა, მუსიკალური ცენტრი):90 -იდან 1000 მანეთამდე.(მაგ.ერთკასეტიანი "ელექტრონიკა"-155 მანეთი ღირდა) აუდიოკასეტა:საბჭოთა 4 მანეთი(60 წუთი), იაპონური ან გერმანული 9 მან.(90წთ)ავტომობილი: მაგალითად "ჟიგული"-01-5500 მან."ვოლგა"-გაზ-24-9200 მანეთი ხალიჩა(ზომა 220х137)-საშუალოდ 90 მან. ფოტოაპარატი ხარისხის მიხედვით:15 მანეთიდან 400 მანეთამდე(მაგალითად ფოტოაპარატი "Зенит-Е”-100 მანეთი ღირდა.) კომუნალური :დენი კვ.სთ-0, 04, გაზი-0, 03, გათბობა-1, 54 მან. თვეში, რადიო-0, 50 კაპ. თვეში, ტელეფონი-2, 50 მან. თვეში. კინო: დილის სეანსი 0, 10 კ. საღამოს 0, 50. რაც შეეხება ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, რადგან საბჭოთა კავშირში ძალზე უხარისხო საქონელი იკერებოდა(80-იანი წლების შუახანამდე, სანამ ე.წ. კოოპერატივები არ გაიხსნა), უმეტესობა ე. წ "ბარიგებს" მიმართავდა" მაგ. ჯინს Wrangler-ს 200-250 მანეთად შეიძენდით, ხოლო უცხოურ ფეხსაცმელს(ძირითადად ჩეხური ან იუგოსლავიური) 50-100 მანეთად. 2705 10-ს მოსწონს 1-ს არა
|