x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 ნიშანი იმისა, რომ ჭკვიანი ქალბატონი ბრძანდებით

image


I. საკუთარ თავს არ ატყუებთ — თავს არ იტყუებთ და ფუჭი იმედებით არ "იკვებებით". შესაბამისად, არც მისი შედეგებით იტანჯებით.


II. არა ხართ მამაკაცებზე ჩაციკლული — რა თქმა უნდა, პირად ურთიერთობებზე უარის თქმა არ შეიძლება. მაგრამ, არსებობს სხვა რაღაცეებიც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგ., ოჯახი, საყვარელი სამუშაო, ან გატაცება. ადამიანი, მნიშვნელობა არა აქვს, ქალია, თუ კაცი, მაშინ არის ბედნიერი, თუ ის შემდგარი პიროვნებაა.


III. არ ეჭიდებით ემოციებს — თუ ბედნიერი ხართ, – გიხარიათ. თუ ცუდი რამე ხდება – მოწყენილი ხართ. არ მალავთ საკუთარ ემოციას და არ იხანგრძლივებთ მას.

ჭკვიანი ადამიანი "1 მსახიობის თეატრს" არ აწყობს – განიცადეთ? ჩაიარა და დამთავრდა...


IV. ხართ გამჭრიახი — ეს იმას ნიშნავს, რომ ხვდებით, როდესაც გატყუებენ, რაც ძალიან სასარგებლოა. ასევე ხვდებით, სხვა ადამიანის შინაგან მდგომარეობას და თუ ამ საკითხზე დაელაპარაკებით, ძალიან ასიამოვნებთ.


V. იცით რა გიხდებათ და რა არა — უკვე ჩამოყალიბებული გაქვთ იმიჯი და სარისკო ექსპერიმენტებზე, დროს არ კარგავთ. არა ხართ მოდაზე გამოკიდებული, არამედ, მას მიჰყვებით და იმას ირჩევთ, რაც გიხდებათ.


VI. საზღვრებს თავად აწესებთ — თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, გარკვეული საზღვრები არის, რომლის გადალახვაც არ გსურთ, ან პირიქით – იქ არავის უშვებთ. ამასთან, თავად წყვეტთ, როდის, რატომ და ვისთვის შეიძლება, ამ საზღვრის გადაადგილება.


VII. საკუთარ თავს კარგად იცნობთ — თქვენი სხეული, მოულოდნელ და უსიამოვნო სიურპრიზს ვერ გაგაკეთებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მის მიმართ, ყურადღებიანი ხართ. კარგად იცით, რა გწყენთ, რა გარგებთ და ისეთს არაფერს გააკეთებთ, რომ შემდეგ, სანანებელი გაგიხდეთ.


VIII. შეგიძლიათ ანალიზი — ოცნება, კარგია. მაგრამ, როდესაც საქმე სერიოზულ საკითხს ეხება, უპირატესობას მაინც გეგმას ანიჭებთ. თუმცა, გეგმების შედგენა უსარგებლოა, სიტუაციის ანალიზის და ვარიანტების გაანგარიშების უნარის გარეშე. თქვენ კი, ერთიც გაქვთ და მეორეც.


IX. აწმყოთი ცხოვრობთ — წარსული, მხოლოდ მოგონებების და დაგროვილ გამოცდილებასთან დაკავშირებით გაინტერესებთ. განცდები, წარსულში მომხდარი ფაქტების გამო – თქვენი, ნამდვილად არ არის. წარსული – წარსულში დარჩა. რაც შეეხება მომავალს, – წინასწარ რამის განჭვრეტა, შეუძლებელია და ეს კარგად იცით.


X. ყოველთვის ქალად რჩებით — «ნამდვილმა ქალმა უნდა…» – თქვენ ამ ხრიკს არასდროს ემორჩილებით, მაგრამ ქალურობის უარყოფა, აზრადაც არ მოგდით. იყო ქალი – მშვენიერია... და ამაზე უარის თქმა, ნამდვილად რომ, სისულელეა!


image


* არტეფაქტები ატლანტიდიდან

* უცნობი ცივილიზაცია ათობით ათასი წლის წინ და ქალაქი, რომელიც ასობით ტომს აერთიანებდა

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 4 (25 ფოტო)

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
304
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0