x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფლირტის 7 ხერხი,რომელიც მამაკაცებს აცოფებს
imageმამაკაცებისთვის ფლირტის ზოგიერთი ხერხი მისაღები არ არის. ხანდახან მამაკაცები ითმენენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალი ან ძალიან მოწონს, ან უბრალოდ მოწიწების ან ხათრის გამო.



1) ქუდის მოტაცება-ეს გახლავთ ერთ-ერთი ცუდი ჟესტი რაც შეიძლება ქალმა გააკეთოს .ეს არცერთ მამაკაცს არ მოსწონს.ერთხელ კონცერტის შემდეგ ამერიკელ-კუბელ მომღერალს, აურელიო ვოლტერას როდესაც ავტოგრაფებს არიგებდა, ერთ-ერთმა ფანატმა გოგონამ თავიდან ელეგანტური შავი ცილინდრი ააცალა.მომღერალი ამ ფაქტმა ძლიერ განარისხა.

მოგვიანებით მან "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსიის პოსტი გამოაქვეყნა:

"ააცალო მამაკაცს ქუდი ეს იგივე მიხვიდე ქალთან სველი პირსახოცით და ჩამოაცალო მაკიაჟი.შეურაცხყოფაა ეს, სხვა არაფერი და აქ სასაცილო არაფერია."




2)ილაპარაკოს ბავშვის ხმაზე და განზრახ ენა მოიჩლიქოს ან ძალად ხმა გაინაზოს-

ასეთი მანერა მამაკაცების თითქმის 100%-ს აღეზიანებს.


3)თავს იკატუნებს და თავი სულელად მოქვს, იმისთვის, რომ მიზეზი ჰქონდეს გაცნობის.


მაგალითად ვერ ხვდება როგორ მუშაობს ყავის ჩამოსასხმელი აპარატი, იმედი აქვს, რომ აი ის სიმპატიური მამაკაცი მიეხმარება.უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მეთოდით თუ მაინც გაიცნობთ მამაკაცს, მასთან სერიოზული ურთიერთობის იმედი არ გქონდეთ.


4)ძნელად "შესაბმელს" თამაშობს-თუ მამაკაცი გამოუსწორებელი თავხედი არაა ან გვარიანად ჩაბუჟბუჟებული უმეტეს შემთხვევაში რაც არ უნდა მოეწონოს ქალი მაინც ეხათრება გამოელაპარაკოს, გაუგზავნოთ მას სიგნალი სხვადასხვა მეთოდით რომ გაგიცნოთ და მერე ცხვირი აიბზუოთ, "მე ასეთი არა ვარ ავტობუსს ველოდები, "ეს იგივეა, როგორც ცნობილ ანეკდოტშია, როდესაც დედალი მამალს გაურბის და თან ფიქრობს "ძალიან სწრაფად ხომ არ გავრბივარ?"


5)თმები გაუსწოროთ, ან დაუვარცხნოთ-ვერცერთი მამაკაცი ვერ იტანს მას, ამას ვერ იტანს ბავშვობიდან, როდესაც დედა უვარცხნიდა თმას.დაანებეთ თავი, თუ აწეწილ აქვს თმა თქვენ ნუ ჩაერევით, თვითონ მიხედავს.


6) აეჭვიანოთ-ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქარაფშუტული საქციელი რა შეიძლება ქალმა გააკეთოს.სხვა მამაკაცს ეფლირტავოთ მისი თანდასწრებით.რას მოიგებთ ამით? არაფერს, მინიმუმ კამათს და ჩხუბს და მაქსიმუმ დაშორებას.


7)საერთო ინტერესების ინსცენირება-თუ ვთქვათ მამაკაცი გატაცებულია "ფორმულა"–1-ით ან თევზაობით, მან შეიძლება გატაცებით მოგითხროთ საკუთარი ჰობის შესახებ, ნუ მოაჩვენებეთ თავს, რომ თქვენც იგივე ჰობი გაქვთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ასიამოვნოთ, იმიტომ, რომ თქვენი ტყუილი უცებ გამჟღავნდება და მის თვალში მატყუარა გამოჩნდებით, რითაც ნდობას დაკარგავთ.



სტატიები მსგავს თემებზე იხილეთ აქ

0
326
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0