x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რჩევები და გაფრთხილებები სტატიის სახით გამოუცდელ მძღოლებს, ვინც უამინდობაში მაინც გადიან გზებზე და საფრთხეს უქმნიან სხვებს

image დღეს დილით მომიწია ზუგდიდიდან სოფელ ნარაზენში ასვლა, ეს სოფელი ქალაქიდან
16 კილომეტრითაა დაშორებული და ამ 16 კილომეტრის გავლას მოვანდომე საათზე მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე თვალზე წამყვანი მანქანით ვიყავი.
პრობლემა იყო არა ჩემს მანქანაში, არამედ გზაზე მიმავალ გამოუცდელი მძღოლებში, რომლებიც გამოუცდელობის გამო გზაზე საცობს ქმნიდნენ.
მთავარი და პირველი საცობი დამხვდა კოლხიდას ცენტრიდან ნარაზენის გზაზე პირველივე აღმართზე, რომელსაც იქვე მცხოვრები ძმები ჯოლოხავების გამო ჯოლოხავების აღმართად იცნობს ხალხი.
სწორედ მათ სახლებთან იწყება მკვეთრი მოსახვევები, სადაც სიჩქარეს ვერ შეინარჩუნებ და იძულებული ხარ გადაცემათა კოლოფში ბრუნთა რიცხვი შეამცირო თუ მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა მანქანა.
პრობლემა 1–გამოუცდელობა
პრობლემა 2–გაცვეთილი საბურავები
პრობლემა 3–საბურავები, რომლებიც სეზონის მიხედვით არაა შერჩეული.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალგაზრდა თვლის, რომ "პროფესიონალია" და გზებზე წვიმაში თუ დარში "ლიხაჩობს" ზამთარში მათი "ლიხაჩობა" მთავრდება და ეს ახალგაზრდები საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს, მგზავრებს და შემხვედრ ტრანსპორტსაც.
როგორც უკვე ავღნიშნე ჯოლოხავების აღმართზე დამხვდა პირველი საცობი, როგორც იქნა მანქანის მაღალი გამავლობის დახმარებით ავუარე საცობს და საცობის თავში მოქცეულ საკმაოდ ძვირადღირებულ გერმანული მარკის მანქანას გადავაწყდი, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი "მართავდა" თუმცა უშედეგოდ, კაპრონის საზაფხულო საბურავები ისე სრიალებდა მოყინულ საკმაოდ ღრმა თოვლში, მანქანა კი "კუდს" იქნევდა ადგილზე.

სავალი ნაწილის გვერდით გადავარდნილი მანქანა გზის გვერდით ბორდიურების არარსებობის გამო, ვარდება 10–12 მეტრი სიმაღლიდან მოსახლის ეზოში, რაც პირველი შემთხვევა არაა, თუმცა საბედნიეროდ ჯერ არავინ დაღუპულა.
აღნიშნულ ახალგაზრდასაც იგივე ემუქრებოდა, მაგრამ ბუქსირზე გამოვაბი ჩემს მანქანას და ავუხსენი როგორ მოქცეულიყო, რჩევა კი შემდეგში იყო: სანამ არ დავჭიმავდი საბუქსირო გვარლს არ ეცადა წინ წაწევა, რადგან მკვეთრი გაწევის შემთხვევაში შესაძლებელია გვარლმა ბუქსირზე გამობმული მანქანის ბამპერი მოგლიჯოს.
როგორც იქნა მანქანა სწორ გზაზე გავიყვანე, მაგრამ სწორ გზაზეც ვერ იმოძრავა და ნაცნობის ოჯახში შევიყვანეთ მანქანა.
გავაგრძელე გზა და გადავაწყდი მეორე საცობს, სადაც უკვე მისთვის ავლა შეუძლებელი იყო გავაჩერე მანქანა და ფეხით მივედი საცობის თავამდე სადაც ისევ ახალგაზრდა ბიჭი იყო "მთავარი გმირი" ოღონდ უკვე თითქმის ნულოვანი პროტექტორებით.
საცობის შექმნით გაღიზიანებული ისე აწვალებდა მანქანას შეგეცოდებოდათ.
ვთხოვე ჩაექრო მანქანა და მანქანა ხელი გადაგვეყვანა გზის გვერდზე რითაც სხვა მანქანებს გაეხსნებოდათ გზა. ისიც დაგვეთანხმა და საცობიც გაიხსნა, ეს ბიჭიც შემეცოდა და ბუქსირზე ჩავიბი, ვურჩიე მანქანა არ ჩაექრო და გადაცემათა კოლოფში ბრუნთა რიცხვი არ გაეზარდა.
ასე მომიწია 6 კილომეტრის გავლამ და მანქანა მის უბანში შესასვლელამდე მივიყვანე, სადაც უკვე მოცურების საფრთხე არ ემუქრებოდა.
მალე კი პოლიციის პიკაპის ამოყვანამ მომიწია ღრმა თოვლიდან, მოსახვევში მოცურებული თოვლში იყო შესული და "ჩამჯდარი".
როცა აუცილებლობით არაა გამოწვეული თქვენი მანქანით გამგზავრება, ნუ გამოიყვანთ დათოვლილ და მოყინულ გზაზე მანქანას მოუმზადებლად.
რა შედის მომზადებაში:
1–მანქანა უნდ იყოს გამართულ მდგომარეობაში.
2–მანქანის გაცივების სისტემაში ან სუფთა გაყინვის საწინააღმდეგო სითხე უნდა გქონდეთ ჩასხმული ან წყალთან ერთად განზავებული.
3–საბურავები დააყენეთ ერთნაირი პროტექტორებით.
4–საბურავის პროტექტორი უნდა იყოს ან ზამთრისათვის გათვლილი ან ყველა სეზონისათვის გათვლილი.
5–მოძრაობა დაიწყეთ დაბალი ბრუნთა რიცხვით, ეს შეამცირებს ადგილზე დაბუქსავების და მანქანის "კუდის" მოქნევის საშიშროებას.
6–შეარჩიეთ ოპტიმალური სიჩქარე, რათა საჭიროების დროს დროულად შესძლოთ მანქანის დამუხრუჭება.
7–ძლიერ მოყინულ გზაზე მოძრაობისას, თან იქონიეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები ან ისარგებლეთ ეგრეთ წოდებული "შიპებიანი" საბურავებით.
8–გადაცემათა კოლოფში სიჩქარე შეცვალეთ აღმართის დაწყებამდე და არავითარ შემთხვევაში აღმართზე.
იმედია ეს რჩევები ვინმეს გამოადგება, თუნდაც ერთმა რომ გაითვალისწინოს ვდიქრობ ერთი სიცოცხლე მაინც გადარჩება და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

2
252
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
252
  
2017, 18 თებერვალი, 14:58
მთლიანობაში გეთანხმები, მაგრამ რეგიონსაც გააჩნია, სამეგრელოში ძირითადად სველი თოვლი მოდის და მუშაობს ამ ტიპის საბურავები კარგი პროტექტორებით თუა.
პ.ს
არავის არ ვურჩევ ჩინური წარმოების საბურავების ყიდვას, ფულის უაზრო ფლანგვაა.
2017, 18 თებერვალი, 10:03
კაი რჩევებია ნამდვილად .

უბრალოდ "ყველა სეზონისათვის გათვლილი" საბურავები უაზრობად მიმაჩნია (სამწუხაროდ მეც მასეთები მიყენია) ზაფხულში კიდე არაუშავს მაგრამ ზამთარში მითუმეტეს თოვლში ვერ ქაჩავს .
თუ გაქვს საშუალება ადამიანს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგენანოს და იყიდო სეზონის და მიხედვით საბურავები , ზაფხულში დააყენო ზაფხულის ზამთარში ზამთრის :-))
0 1 2