შოუბიზნესი "მამალაძის ბრალში შორენას მოწამვლაზეა საუბარი და პატრიარქი საერთოდ არ ფიგურირებს..."-ელისო კილაძე-"ცუდი თამაში დაიწყეთ-გაიხლართებით !!!!!" 2017, 14 თებერვალი, 9:46 გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მამა გოიორგი მამალაძის დაკავებას, რომელსაც ბრალი ედება მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მზადებაში, ეხმიანება და სოციალური ქსელით სტატუსებს აქვეყნებს. როგორც ჩანს ელისო კილაძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომელზეც ერთი თვის წინ წერდა და ახლა ნოდარ მელაძის სიუჟეტმა და მამა გიორგი მამალაძის წერილმა მისი ამ ინფორმაციის უტყუარობა განამტკიცა: "ნოდარ მელაძის სიუჟეტმა და მამა გიორგი მამალაძის წერილმა უტყუარად განამტკიცა ჩემი ინფორმაცია, რომელზეც ერთი თვის წინ ვწერდი-მაღალი თანამდებობის პირი რომელიც ეკლესიის ქონებაში ხელს აფათურებს არის სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი და მისი მოკავშირეა მეუფე იაკობი. ამ გზაზე ისინი იშორებენ ყველას, ვინც ხელს უშლის !!!!! მაგარ შარში ხართ, ბანდიტებო !!!! ვერ დასვამთ იაკობს პატრიარქის სკამზე !!!!! უწმინდესი გადარჩა !!!!!!!" "სულ დაიბნენ-გიორგი მამალაძეს თბილისი-კიევის ბილეთი თუ უპოვეს, უკრაინიდან გერმანიაში პატრიარქს როგორ წამლავდა?! ჰო, თავად პატრიარქს არ სჯერა მოწამვლის ვერსიის და თან 21-ე საუკუნეში ბილეთებს წინასწარ ვინღა იღებს და სახლში ვინ ინახავს?! დაჯავშნა ქვია მაგას, დაჯავშნა...""ყურადღება !!! კატეგორიულად მოვითხოვ გიორგი მამალაძის ბრალის დადგენილების გასაჯაროებას. ირაკლი შოთაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო არ ადევს და ხელს რა უშლის?! ჩემი წყარო ამბობს, რომ მამალაძის ბრალში შორენას მოწამვლაზეა საუბარი და პატრიარქი საერთოდ არ ფიგურირებს. გაასაჯაროვეთ ოფიციალური დოკუმენტი !!!!!!!! ცუდი თამაში დაიწყეთ-გაიხლართებით !!!!! დანაშაულის ანატომია : 1. პატრიარქს სჭირდება ოპერაცია, თან გერმანიაში ( არადა, საქართველოში უმაგრესი ქირურგები გვყავს ); 2. ოპერაციამდე იყო ფარული ჩანაწერების სკანდალი ივანიშვილი პატრიარქზე; 3. უფრო ადრე სინოდის აჯანყების მცდელობა და პატრიარქის ერთგული გარემოცვის დისკრედიტაცია; 4.უფრო ადრე მეუფე სერაფიმეს სკანდალი, რომლის მთავარი"გმირის"გოგონას დედამ სულ ახლახანს 40 000 ლარი ბანკის ვალი დაფარა. 5.არჩილ გამზარდიამ გვაუწყა, რომ პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეშია 6. სუსის ექსპერტმა ნ.მჟავანაძემ ნაცებიო; 7.სუსის მედიამ კიევი-თბილისის ბილეთებიო; 8.დაკავებული გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრის გარემოცვაა; 9.სოსო ოხანაშვილი მეუფე დიმიტრის სიძე; 10.იაკობის პატრიარქობისთვის ფონი მზად იყო."მოდულშიც"კი სტუმრობდა !!!! მაგრამ ....ბოგ ნე ფრაერ -პატრიარქი გადარჩა !!! p.s."ანტრიკოტ"მოგეკითხება !!!!!" 1469 4-ს მოსწონს
|