ტექნოლოგიური სიახლეები როგორი იქნება ჩვენი სამზარეულო 2025 წელს - მოემზადეთ! 2017, 12 თებერვალი, 15:57 ![]() ![]() ![]() 1. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2025 წელში. ასეთი იქნება თანამედროვე სამზარეულო. ![]() 2. არ იცით რა მოუხერხოთ ამ პომიდორს, რომელიც სულ მალე გაფუჭდება? მოათავსეთ მაგიდაზე, რათა დაუყოვნებლივ მიიღოთ სწრაფი და მარტივი რეცეპტი. ამ შემთხვევაში მიზანი არის საკვების ნარჩენების შემცირება. ![]() 3. რეცეპტი ნაჩვენებია პირდაპირ მაგიდაზე, ასე რომ, შეგიძლიათ თქვენი iPad დივანზე დატოვოთ. ![]() 4. მომცრო ბინების მფლობელებისთვის მაგიდა შეცვლის ქურასაც. მასში დაფარული ინდუქციური კოჭები პროდუქტებს ახურებს ქვაბისა და ტაფის შიგნით ისე, რომ ჭურჭლის ზედაპირი გრილი რჩება. ამის წყალობით, მაგიდის გამოყენება შეიძლება როგორც სამუშაოდ, ასევე საჭმლის მოსამზადებლად და სასადილოდ. ![]() 5. მომავლის ბუფეტი საშუალებას იძლევა პროდუქტები ღია თაროებზე, მაგრამ გრილად შეინახოთ. ასე აღარ გჭირდებათ მაცივრის კარის გაღება და დახურვა. ![]() 6. პროდუქტები ინახება გამჭვირვალე კონტეინეტერებში, რომელთა შინაგანი ტემპერატურის რეგულირება შეიძლება თაროში ჩაშენებული გაგრილების ინდუქციური ტექნოლოგიით. ![]() ![]() 8. წყალმომარაგების სისტემა წყლის დაზოგვისა და დახარისხების საშუალებას იძლევა. მას აქვს ორი ნიჟარა: დაბინძურებული "შავი წყლისთვის", რომელიც კანალიზაციაში ჩაედინება, და "რუხი წყლისთვის", რომელიც ხელმეორედ გამოიყენება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ან მცენარეების მოსარწყავად. ![]() 9. უტილიზაციის სპეციალური სისტემა გვაიძულებს თვალყური ვადევნოთ იმას, თუ რას ვაგდებთ ნაგავში. ხელით დახარისხებული ნაგავი იპრესება, ილუქება და ინიშნება. ![]() ასევე საინტერესოა: 1. ასეთი რამ მალე ზამთარში ყველა სახლში საჭირო გახდება - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 561 4-ს მოსწონს
|