სხვა როგორ გავაკეთოთ ბამბის ნაყინის აპარატი სახლში - საჭიროა მხოლოდ ბოთლი და ძველი სათამაშო 2017, 17 იანვარი, 11:02 ბამბის ნაყინი ყველა ბავშვის საყვარელი ტკბილეულია, თუმცა მასზე არც უფროსები ამბობენ უარს. ბევრს ჰგონია, რომ მისი მომზადება საკმაოდ რთულია, ხოლო სახლის პირობებში საერთოდ შეუძლებლად მიგვაჩნია. არადა შაქრის ბამბის დამზადება მარტივია, მისი აპარატი კი შეგვიძლია შევიძინოთ, რაც საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება, ან კიდევ ჩვენ თვითონ დავამზადოთ. ამისათვის დაგვჭირდება მიკროძრავა და კბილანები, რომელიც შეგვიძლია ამოვიღოთ ნებისმიერი სახის ელექტროფიცირებული სათამაშოდან. ავიღოთ ნახევარლიტრიანი პლატმასის ბოთლი. ბოთლი გავჭრათ შუაზე. ბოთლის ზედა ნაწილი ჩამოცავცათ ქვედას, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. მიკროძრავა მოვათავსოთ ბოთლის ზედა ნაწილის ყელში. მიკროძრავის ყელში დასაფიქსირებლად გამოვიყენოთ რეზინის პატარა ნაჭერი. უნდა გამოვიდეს ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ამის შემდეგ, ბოთლის თავსახურის ცენტრზე გავბურღოთ ხვრელი და თავსახური დავახუროთ ბოთლს. ახლა იწყება დისკის დამზადება - ანუ იმ ნაწილის, რომელზეც უნდა მოხდეს შაქრის სიროფის გაფანტვა. ამისათვის საჭიროა ქილის ალუმინის (მოსახუფი) თავსახური. თავსახურიდან გამოვჭრით 60 მმ დიამეტრის დისკს. დისკი თვითმჭრელებით დავამაგროთ ძრავის კბილანაზე, რომელსაც, თავის მხრივ, დავამაგრებთ მიკროძრავის ლილვზე (კბილანა და თვითმჭრელები შეგიძლიათ აიღოთ იმავე სათამაშოდან). მას შემდეგ, რაც დისკი დაემაგრება მიკროძრავის ლილვს, მოწყობილობა გამოიყურება ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ბოთლის ქვედა ნაწილში ჩავასხამთ თხევად ალებასტრს (თაბაშირი), რათა კონსტრუქცია მყარი იყოს. ამის შემდეგ საჭიროა აპარატის აწყობა ელექტროსქემის მიხედვით. ტუმბლერი და ელემენტების კასეტა აღებულია იგივე სათამაშოდან და მონტაჟდება ბოთლის ზედა ნაწილის ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილზე. აპარატი მზადაა და შეიძლება დავიწყოთ ბამბის ნაყნის გაკეთება. კონსტრუქცია მაგრდება სქელი მუყაოს ყუთში და მზადდება სიროფი (ერთნაირი ოდენობით შაქარი და წყალი). სიროფმა უნდა იდუღოს მანამ, სანამ შაქარი გამუქებას დაიწყებს. ამის შემდეგ, აპატარი ჩაირთვება და ცხელი სიროფი წვრილ ნაკადად ისხმება მბრუნავ დისკზე. ყუთის გვერდებზე წარმოიქმნება შაქრის ბამბა, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ჯოხზე დავახვიოთ. ასეთი მარტივი აპარატით ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი რაოდენობით ბამბის ნაყინის გაკეთება შეგიძლიათ. ხოლო თუ სიროფში საკვებისათვის განკუთვნილ სარებავებსაც დაამატებთ, სხვადასხვა ფერის უალამზეს ტკბილ ბამბას მიიღებთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ მივირთვათ შაქარი ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მოუტანოს - ეს უნდა ვიცოდეთ! 2. სრული სიმართლე კარაქის შესახებ - საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ! 3. 7 ნიშანი, რომელიც შედარებით უსაფრთხო შაურმის გამოვლენაში დაგვეხმარება 4. ბანანის ქერქი ბევრ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ - ეს უნდა ვიცოდეთ! 5. 6 კომპანია, რომელთა პროდუქცია გენმოდიფიცირებულ და საშიშ დანამატებს შეიცავს 4180 8-ს მოსწონს 1-ს არა
|