სხვა როგორ გავაშროთ წყალში ჩავარდნილი ტელეფონი - მარტივი ინსტრუქცია 2015, 23 ნოემბერი, 13:22 ![]() ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და არაფრისგან ვართ დაზღვეულნი. რატომ უნდა ჩავარდს ტელეფონი წყალში? არადა რამდენს ჰქონია ასეთი, ერთი შეხედვით უაზრო, მაგრამ ხშირი შემთხვევა, რასაც საყვარელი აპარატის საბოლოო განადგურება მოჰქოლია. ზოგს ტელეფონი ხელსაბან ნიჟარაში უვარდება, ზოგს - ვანაში, ზოგს გარეცხვის დროს ტანსაცმლის ჯიბიდან ამოღება ავიწყდება, ზოგი კი შემთხვევით ჩაიში ან ყავაშიც კი აგდებს. მაგრამ წყალში ჩავარდნა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს აპარატის გაფუჭებას, ყოველთვის არის შესაძლებობა ტელეფონის "გაცოცხლება" სცადოთ. ამისათვის რამდენიმე მარტივი მოქმედების შესრულება იქნება საჭირო. ქვემოთ მოვიყვანთ დეტალურ ინსტრუქციას, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ტელეფონი წყალში ჩაგვივარდა: 1. ამოიღეთ ტელეფონი წყლიდან რაც შეიძლება სწრაფად. ![]() 2. არ დააჭიროთ კლავიშებს, რადგან ამ გზით ტენი უფრო სწრაფად შეაღწევს მიკროსქემაში. 3. გახსენით ტელეფონი, ამოიღეთ აკუმულატორი, სიმ-ბარათი. რაც უფრო მეტი დეტალის მოხსნას შეძლებთ, მით უკეთესი, ოღონდ ისე, რომ არ დაზიანდეს. ![]() 4. მშრალი პირსახოცით ან სალფეტკით გაამშრალეთ სველი ნაწილები. ![]() ![]() ![]() ![]() 873 7-ს მოსწონს
|