x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
შეცდომა სსრკ-ს გერბზე, რომელიც 14 წლის მანძილზე ვერავინ შენიშნა! -დაუჯერებელია!
image


ყოფილი საბჭოთა კავშირის გერბი მთელ მსოფლოშია ცნობილი, მისი საკვანძო ელემენტები - ნამგალი და ურო - კომუნისტური იდეოლოგიის განსახიერებაა.


ბევრ ჩვენგანს ალბათ ძალიან ბევრჯერ აქვს ნანახი აღნიშნული სიმბოლოები, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სსრკ-ს პირველი გერბი, რომელიც 1923 წლის 6 ივლისს დამტკიცდა, თვალშისაცემი შეცდომით დაიბეჭდა! საკვირველია, მაგრამ ვერც მხატვარმა და ვერც ცენტრალურმა კომიტეტმა ეს შეცდომა დროზე ვერ შენიშნა.


კიდევ ერთხელ დააკვირდით სურათს და სცადეთ მიხვდეთ, კონკრეტულად რა შეცდომაა გაპარული?



image

მაინც ვერ აღმოაჩინეთ? იქნებ მცირე მინიშნება დაგეხმაროთ: გერბის პირველ ვარიანტში შეცდომით იყო დახატული ნამგალი.


image

დიახ, უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო სიმბოლიკაზე ასახული ინსტრუმენტის სახელური თავდაყირა დახატული აღმოჩნდა! სინამდვილეში, სახელურის სქელი ნაწილი ქვემოთ უნდა იყოს - ეს მოსახერხებელია მუშაობისას.


image

სავარაუდოდ, მხატვარი ნამგალს ნატურიდან ხატავდა და ამისათვის მას გაფუჭებული, მოსახმარად გამოუსადეგარი ეგზემპლარი მიაწოდეს.


image
ასეა თუ ისე, სსრკ-ს პირველ გერბზე ნამგალი შებრუნებული აღმოჩნდა. მისი გამოსახულება კი ტირაჟირებული იყო და თავს იწონებდა უამრავ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საბუთზე, ბანკნოტზე, მონეტაზე, ორდენზე...


image

შეცდომა გამოასწორეს მხოლოდ 14 წლის შემდეგ, 1937 წელს, როცა გერბის ახალი ვარიანტი იქნა მიღებული.


image


ასევე საინტერესოა:

1. ვინ იყო სინამდვილეში სტალინის შვილი და რა აკავშირებდა მას სადამ ჰუსეინთან - სიმართლე, რომელსაც დიდხანს

image

2. ვის სახეს "მალავდა" და რატომ უნდოდათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკების დაბლოკვა - უცნობი ისტორია

image

3. რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ?

image

4. "დედასამშობლო გვიხმობს" - იცით ვინ არის სინამდვილეში გამოსახული ყველაზე ცნობილ საბჭოთა პალაკატზე?

image

5. ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის ატომური დაბომბვის მიზეზი გახდა - ეს ცოტამ თუ იცის!

image


3
19386
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
19386
  
2017, 10 თებერვალი, 22:21
საბჭოთა კავშირში ბევრ სხვა რამესაც ვერ ამჩნევდნენ, ვერც დეფიციტს ერთჯერადი მოხმარების ნივთებზე, ვერც დიქატურას, ვერც ქურდობას, ვერც გარყვნილებას, ვერც კორუფციას და კიდევ სხვა უამრავს, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს , ეგ ხომ დეტალიც არაა , კიდევ უფრო მცირე რამ არის, ვიდრე დეტალი ამ ყველაფერთან შედარებით
2017, 10 თებერვალი, 21:03
ნამგალი სხვადასხვა ფორმის არსებობს. ზოგი მათგანი მოსახერხებელია სიმინდის მოსაჭრელად, ზოგი კი ბალახის მოსათიბად. გერბზე გამოსახული ნამგლით მეტად მოსახერხებელია სიმინდის აჩეხვა. ამიტომ ასეთი ნამგალიც ფართოდ იყო გავრცელებული. ასე რომ არავითარი შეცდომა არ არის ეგრეთი ფორმის ნამგალი, გექტრობით გამიჩეხავს სიმინდი ეგრეთი ნამგლით, მეტად მოსახერხებელია სამუშაოდ.
2017, 9 თებერვალი, 6:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3