x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
რა იყო ნახატზე, რომლის გამოც სტალინმა გუდიაშვილი კინაღამ დასაჯა - დააკვირდით!

image

"ქალები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს და შრომის უზარმაზარ არმიას წარმოადგენენ, ისინი მოწოდებულნი არიან აღზარდონ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა, ესე იგი ზოგადად ჩვენი მომავალი." - ასეთი აზრის იყო ქალებზე იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელიც დღემდე რჩება უდიდესი სახელმწიფოს ყველაზე ყველაზე ძლევამოსილ და ამავდროულად, საიდუმლოებით მოცულ ბელადად. მაგრამ, როგორი იყო მის წარმოდგენაში კონკრეტულად ქართველი ქალი? ამის შესახებ ნიშანდობლივია ერთი შემთხვევა ლადო გუდიაშვილის მიერ შესრულებულ ნახატთან დაკავშირებით.


ახალ თაობას სტალინი ძირითადად კავკასიური ულვაშებითა და ჩიბუხით ხელში ჰყავს წარმოდგენილი. როგორც კანდიდ ჩარკვიანი იხსენებს, ბელადი ზოგჯერ ორ ცალ პაპიროსს თამბაქოთი დატენილ ნაწილს მოაგლეჯდა და თითით ჩატენიდა ჩიბუხში. იგი უმეტესად "გერცოგოვინა ფლორის" მარკის სიგარეტს ეწეოდა.



ერთხელაც, რომელიღაც სტუმარმა მის მაგიდაზე ახალი მარკის სიგარეტი დატოვა - ეს იყო "საქართველო", რომელზეც დოინჯშემოყრილი, საკმაოდ გამომწვევი ქალბატონი იყო გამოსახული. სურათმა ბელადის ყურადღება მაშინვე მიიქცია. სტალინმა ყუთი დაათვალიერა და გაღიზიანებულმა წარმოთქვა:


"- საოცარია, განა ასეთი ქუჩური ილეთები უნდა მივაწეროთ ქართველ ქალს, რომელიც კდემამოსილებით არის განთქმული? სად ნახეთ ასე დოინჯშემოყრილი წესიერი ქალი? თუ მხატვრები არ გივარგათ, უნდა სხვები მოიწვიოთ, ასეთი უხამსობა კი არ უნდა ვრცელდებოდეს."

(კანდიდ ჩარკვიანი, "სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები", გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015წ.)


image


სტალინს აცნობეს, რომ ეტიკეტი შესრულებული იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის მიერ, რომელსაც განათლება პარიზში ჰქონდა მიღებული. თუმცა ამას სტალინზე დიდი გავლენა არ მოუხდენია და ბელადი იმავე აზრზე დარჩა.


აღნიშნული ეტიკეტი ბელადის ყურადღების ქვეშ ისევ მოექცა 1946 წლის ოქტომბერში, როდესაც სოჭის აგარაკზე ქართველი მსახიობები ესტუმრნენ. მათ შორის იყო აკაკი ვასაძეც, რომელიც "საქართველოს" მარკის სიგარეტს ეწეოდა. ბელადმა ეს რომ შენიშნა გაახსენდა ერთხელ უკვე ნანახი სურათი და წარმოთქვა:


"ასეთი სახელწოდებით უშვებ პაპიროსს და ყუთზე კი ფეხებგაჩაჩხული, გულმოღლეტილი ქალი მიუკრავთ. ვის წარმოადგენს ეს ქალი: ძველს, ახალს თუ მომავალ საქართველოს? ამის დამხატავს არც ცოლი ჰყავს, არც დედა, არც ქალიშვილი; ან სინდისი მაინც არ გააჩნია, ქართველი ქალი ფეხებგაჩაჩხული, გულმოღლეტილი მეძავის სახით რომ გამოუყვანია ასე საქვეყნოდ?" (ა. ვასაძე, „სტალინი“, გამომცემლობა არტანუჯი, 2012 წ.)


მაშინ მსახიობმა საყვარელი მხატვრის დაცვა სცადა:


"- რაც დაუკვეთეს, მხატვრიდანაც ის მიიღეს, ამხანაგო სტალინ, - და მაშინვე თვით ლადოს მხატვრობაზე გადავიტანე საუბარი ისე, რომ საშუალება არ მისცემოდა არავის, რაიმე სიტყვა ჩაერთო, - მაგ მხატვრის ნამუშევრები რომ გენახათ, თუნდაც მეჩაიე ქალებზე, ციტრუსებისა და ჩაის პლანტაციის ფონზე, ანგელოსების კრებულივით რომ შემოსევიან მწვანე ბუჩქებს, ალბათ, პირადად მისდამი ასეთ სიმკაცრეს აღარ გამოიჩენდით. ერთ-ერთი მისი სურათი დაჟინებით რომ მოეთხოვათ ამ კოლოფისათვის, ვთქვათ, „ფრესკის ღიმილი“ - ეს უკვე მარტო პაპიროსის რეკლამა კი არ იქნებოდა, არამედ ჩვენი, ქართული კულტურის პროპაგანდაც. მაგრამ პაპიროსის კოლოფზე გამოსაკრავად ასეთი ნახატის გამეტებაც ცოდო იქნებოდა და, ვერც მხატვარი წავიდოდა ამაზე. ეს კი, პატივცემულო ამხანაგო სტალინ, უბრალოდ რომ ვთქვათ, მხატვრის „ხალტურაა“, თვითონაც გესმით, ხანდახან კუჭისათვის ცოდვილობს მხატვარი და, თქვენი თქმისა არ იყოს, მართლაც ამ კოლოფზე აღბეჭდილ ნახატს არავითარი შინაარსი არ გააჩნია.

დიალოგი ერთი ხანობა კიდევ გაგრძელდა. ბოლოს სტალინმა ხელი ჩაიქნია და თქვა: „ასე იყოს, მაგრამ ამგვარად მეტი აღარ უნდა შეცდეს და ჩემი ღრმა რწმენით, საზოგადოებრივ საქმეშიც ხალტურა არ ეპატიება ნამდვილ ხელოვანს.“ (ა. ვასაძე, „სტალინი“, გამომცემლობა არტანუჯი, 2012 წ.)


ასე გადაურჩა უდიდესი ქართველი მხატვარი უძლიერესი ბელადის რისხვას...



ასევე დაგაინტერესებთ:


1. აკრძალული ფოტოგრაფი, რომელსაც მილიციელებიც, ქურდებიც და კათალიკოსიც კი პატივს სცემდნენ...

image


2. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ყველაფერს პატიობდა - ვინ იყო "წითელი არმიის ჯალათი"

image


3. 20 შემზარავი ფოტო, რომელიც აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში

image


4. რატომ და როგორი ქორწინება იყო აკრძალული სსრკ-ში - დღეს ეს ბევრმა არ იცის

image


5. "დედასამშობლო გვიხმობს" - იცით ვინ არის სინამდვილეში გამოსახული ყველაზე ცნობილ საბჭოთა პალაკატზე?

image


6. უკანასკნელი სიტყვები ადამიანისა, რომელიც გაზის კამერაში თავის აღსაზრდელებთან ერთად შევიდა

image


7. როგორ გაჩნდა ტერმინი „კანონიერი ქურდი“ და რა კავშირი აქვს მასთან სტალინს

image










4
13030
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
13030
  
2019, 21 თებერვალი, 7:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 5 იანვარი, 10:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 1 სექტემბერი, 21:46
რა დრო იყო: ცენზურა..ცენზურა :(
2017, 1 სექტემბერი, 11:30
მე მხატვრობის დიდ ექსერტად ვერ გამოვდგები და არც მაქვს პრეტენზია..რაც არ მესმის არ მესმის....მაგრამ ეს კაცი რატომ ითვლებოდა კარგ მხატვრად დღემდე ვერ გავიგე და ვერც გავიგებ ვერასდროს))
0 1 4