x
მეტი
  • 11.10.2024
  • სტატია:137558
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511449
"ეს მელანდება თუ მართლა ხდება..." - სააკაშვილის სკანდალური აღიარება ფულის შოვნის მისეულ ხერხზე
imageმიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას გაამხილა, როგორ ავსებდნენ საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს ხაზინას ფულით და იგივე უკრაინის ხელისუფლებასაც შესთავაზა. ამ "მეთოდმა" ბევრი აღაშფოთა, მათ შორის საქართველოს დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი, რომელიც ამ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


"ეს მელანდება თუ მართლა ხდება, ღმერთო შენ დაიფარე უკრაინა.

რა ბედნიერებაა ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრობლემა რომ აღარ არის!

"მოვედით ხელისუფლებაში და ფული საერთოდ არ გვაქვს, რა ვქნათ? მაგალითად, მე მჭირდებოდა, სასწრაფოდ ამეშენებინა გზა აეროპორტში, ვინაიდან გვინდოდა ტურიზმის განვითარება. აეროპორტიდან კი მხოლოდ ტრაქტორით ან ტანკით შეიძლებოდა ქალაქამდე მისვლა. ჩვენ დავაკავეთ ის ადამიანი, ვინც გზების დაგებაზე იყო პასუხისმგებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში. მან მაშინვე გადაიხადა, მგონი, 15 თუ 20 მილიონი დოლარი ექვსი საათის განმავლობაში და ჩვენ ორი დღის შემდეგ დავიწყეთ გზის დაგება და ერთ თვეში მოვრჩით. ან თუნდაც, ჩვენ არ გვქონდა სარკინიგზო სტრუქტურა, ყველა ვაგონი გაყიდული იყო. ჩვენ ციხეში ჩავსვით რკინიგზის მმართველი. მან ერთი კაცისთვის განკუთვნილ კამერაში 2-3 დღის ფიქრის შემდეგ საკმარისი თანხა მოგვცა, რათა შეგვეკეთებინა ვაგონები უკრაინიდან. ან კიდევ, ჩემი წინამორბედის ხელისუფლებას ძალიან დიდი საპენსიო ვალი ჰქონდა. თვეების განმავლობაში ქართველი პენსიონერები ვერ იღებდნენ პენსიებს. ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძეს ჰქონდა ყველაზე მსხვილი მობილური კომპანია საქართველოში, ფაქტობრივად, მონოპოლისტი იყო (მხედველობაში აქვს "მაგთიკომი"). პროკურატურამ საგადასახადო დარღვევის გამო დაიჭირა მისი სიძე. მან ციხეში 24 საათი გაატარა, რის შემდეგაც საკმარისი თანხა მოიტანა, რომ გადაგვეხადა პენსიონერებისთვის დაგროვილი ვალები. თუ ამ პრეცედენტს უკრაინელ კორუფციონერებზეც გამოვიყენებთ, მაგრად დავიწყებთ ცხოვრებას. და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველა გავათავისუფლეთ, ვინაიდან ფული გადაიხადეს", - ყვება სააკაშვილი“, - ვკითხულობთ თინათინ ხიდაშელის ფეისბუქის პირად გვერდზე.



იხ. სააკაშვილის გამოსვლის ამსახველი ვიდეომასალა:




image


1
1145
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1145
  
2017, 12 აპრილი, 8:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1