ადრე ეს მდიდარ ქალბატონებს ჰქონდათ, შემდეგ კი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს - მიხვდით რა არის?

ხშირია შემთხვევა, როცა უყურებ მუზეუმში ექსპონატს და ახსნის გარეშე ვერაფრით მიხვდებით რისთვის იყო იგი განკუთვნილი თავის დროზე. ეს სტატიაც სწორედ ასეთ ნივთს ეხება. დააკვირდით სურათს და შეეცადეთ მიხვდეთ, რისთვის იყენებდნენ მასზე გამოსახულ საგანს. ერთ საინტერესო მინიშნებას მოგცემთ: აღორძინების ხანაში ამ საგანზე ბევრი ქალი ოცნებობდა, მაგრამ მისი შეძენის შესაძლებლომა მხოლოდ მდიდარ ქალბატონებს ჰქონდათ.

თუ მაინც ვერ მიხვდით რაზეა საუბარი, კიდევ ერთ მინიშნებას მოგცემთ: თქვენს წინაშე სამოსის ელემენტია. კარგად დააკვირდით მის ზედა ნაწილს და მაშინვე მიხვდებით რა არის სურათზე გამოსახული.

დიახ, არ ცდებით, ეს ქალის უძველესი ფეხსაცმელია, უჩვეულოდ მაღალ პლატფორმაზე. პირველად იგი ვენეციაში, XIV წელს შეიქმნა შუა აზიაში პოპულარული ფეხსაცმლის გავლენით. ახალ ფეხსაცმელს ჩიპონები ან ცოკოლები ერქვა და რენესანსის ეპოქის ევროპაში ძალიან პოპულარული იყო.

თავიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი საჭიროებას უფრო წარმოადგენდა, ვიდრე მოდას აყოლილობას. იმ დროს ქალაქის ქუჩები საშინლად დაბინძურებბული იყო და კეთილშობილი ქალბატონები ჩოპინების ტარებით თავიდან იცილებდნენ ფეხების დასვრას.

მალე ეს ფეხსაცმელი სილამაზისა და სიმდიდრის სიმბოლო გახდა. კონკურენტების ფონზე თავი წარმოსაჩენად, მდიდარი ქალბატონები სულ უფრო მაღალ პლატფორმაზე უკვეთავდნენ ფეხსაცმელებს. პლატფორმის სიმაღლე ხშირად ერთ მეტრსაც კი აღწევდა.

ცხადია, ამგვარ უცნაურობაზე სიარული დამოუკიდებლად საშიში იყო, მაგრამ რენესანსის ეპოქის მოდურ ქალბატონებს ეს სულაც არ ანაღვლებდათ. დეფილეს დროს მოდური ფეხსაცმლის მფლობელს მოახლეები დაყვებოდნენ და სიარულში ეხმარებოდნენ.

ჩოპინების მოდამ პიკს მიაღწია XV საუკუნეში, შემდეგ კი პოპულარობამ უკუსვლა იწყო. XVII საუკუნეში ამგვარი ფეხსაცმელი საერთოდ დაივიწყეს. ამ დროს ციკოლების ტარება კურტიზანებმა დაიწყეს, ამიტომ კეთილშობილმა ქალბატონებმა მალევე თქვეს უარი მათზე.

თუმცა, ცნობილია, რომ მოდას დაბრუნება ახასიათებს. XX საუკუნეში ციკოლები ისევ პოპულარული გახდა ფეხსაცმლის დიზაინერის, სალვატორე ფერაგამოს წყალობით. 1937 წელს, მან პირველად მოახერხა პუბლიკის შეძვრა ჩოპინების რეინკარნაციით. თუმცა, ამ ეგზოტიკურმა ფეხსაცმელმა ჩვენს დროში დამკვიდრება ვეღარ მოახერხა.
ასევე საინტერესოა:
1. რას ნიშნავს სამი ასო, რომელიც ყველა ჯინსის ელვა-შესაკრავს აწერია? - ეს ბევრმა არ იცის!

2. პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არა აქვს - დააკვირდით!

3. რატომ აქვს ქალის და მამაკაცის პერანგებს ღილები სხვადასხვა მხარეს - ეს ბევრმა არ იცის!

4. რატომ იცვამს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - ეს ბევრმა არ იცის!

5. ბიკინის ისტორია ანუ ვინ გახადა პოპულარული ღია საცურაო კოსტიუმი
