კოლექციები რას ნიშნავს სამი ასო, რომელიც ყველა ჯინსის ელვა-შესაკრავს აწერია? - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 7 თებერვალი, 11:44 თუ ყურადღებით დააკვირდებით თქვენი ჯინსის ელვა-შესაკრავს, გარეთა მხარეს ალბათ შეამჩნევთ სამ ლათინურ ასოს "YKK". რას უნდა აღნიშნავდეს ისინი?
ჯინსები ყველას აქვს და ყველა ჯინსის შესაკრავზე არის აღნიშნული წარწერა, მაგრამ ძალიან ცოტა თუ დაინტერესებულა ამ ასოების მნიშვნელობით. მთელი "საიდუმლო" კი ძალიან მარტივად აიხსნება. კომპანია YKK არის მსოფლიო ლიდერი ელვა-შესაკრავების წარმოებაში. მსოფლიო ბაზარზე არსებული ელვა-შესაკრავების 90% სწორედ ამ კომპანიის 71 ქარხანაში იწარმოება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული. იაპონური კომპანიის ამ ქსელის სავაჭრო ნიშანი თითქმის 70 წლის წინ არის რეგისტრურებული. YKK იშიფრება და იაპონურიდან ითარგმნება, როგორც "იოშიდას ქარხანა" – ასე ერქვა კომპანიის დამაარსებელს, რომელმაც ტანსაცმლის შესაკრავების წარმოება გახსნა 1930-იან წლებში. წარმატებას ფირმამ მიაღწია ტანსაცმლის წარმოების წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობისა და ხარისხის განსაკუთრებით მკაცრი სტანდარტების შემუშავებით. ამას გარდა, დიდი ხნის მანძილზე ხარისხიანი ელვა-შესაკრავების მწარმოებელი მანქანის შესახებ ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ეს დაეხმარა კომპანიას სწრაფად ჩამოეცილებინა მთავარი კონკურენტები. ასევე საიტერესოა: 1. იცით რას ნიშნავს პროდუქტის ეტიკეტზე "გახსნილი ქილის" სიმბოლო? - გაითვალისწინეთ! 2. არასოდეს შეიძინოთ კარაქი ასეთი წარწერით! - გაფრთხილდით! 3. როგორ გამოვიცნოთ თაღლითური ტერმინალი - დაიმახსოვრეთ ყველამ, ვინც პლასტიკურ ბარათს იყენებთ! 4. რატომ აქვს ქალის საცვლებს ჯიბე? - შეკითხვა, რომელიც ბევრ ქალს გასჩენია 5. რატომ არის ამერიკელების სამხედრო ფორმაზე დროშა უკუღმა გამოსახული 4579 3-ს მოსწონს 1-ს არა
|