კოლექციები ჩაცმულობა ინტერნეტ-ბრაუზერების სტილში 2013, 12 სექტემბერი, 22:43 ინტერნეტი, რომლის გარეშე დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს ცხოვრება ვერც წარმოუდგენია, უკვე ტანსაცმლის მოდაშიც კი შთაგონების წყაროდ იქცევა. ბრაუზერი - ინტერნეტ სერფინგისთვის აუცილებელ ამ ელემენტზე არის აგებული კალიფორნიელი დიზაინერის, ვიქტორია პაშუტას ახალი კოლექცია. მასში შემავალი მოდელები დეტალურ შესაბამისობაშია სხვადასხვა ბრაუზერების ლოგოტიპებთან არა მხოლოდ ტანსაცმლით არამედ სულისკვეთებითაც. ეს არის ლოგოტიპების ერთგვარი შემოქმედებითი გადააზრება, ჩვეული საგნების ახლებურად დანახვა და წარმოდგენა. თითოეულ მოდელში იდეალურად არის შერცეული ტანისამოსი, აქსესუარები, ვარცხნილობები და პოზები.
დაათვალიერეთ და თავად დარწმუნდით. 1. ხმაურიანი და მიმზიდველი Internet Explorer-ი 2. სექსუალური Firefox-ი 3. გამოყენებითი Chrome 4. ელეგანტური Opera 5. მოდური Safari 68 3-ს მოსწონს
|