x
image
natia.a
ბიკინის ისტორია ანუ ვინ გახადა პოპულარული ღია საცურაო კოსტიუმი
image
ღია (ანუ ცალ-ცალკე) საცურაო კოსტიუმები საჯაროდ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. დიდი ხნის მანძილზე გოგონებს პლაჟზე გასვლა უხდებოდათ ერთანი საცურაო კოსტიუმებით, რომლებიც მამაკაცების მზერისგან მაქსიმალურად ფარავდა სხეულს. გასული საუკუნის 50-იან წლებამდე პლაჟზე ღია კოსტიუმით გამოჩენა გარყვნილებად მიიჩნეოდა. მაგრამ ყველაფერი იცვლება, იცვლება ისტორია და მასთან ერთად შეხეულებები. ღია საცურაო კოსტიუმის ჩაცმა პირველებმა იმ ქალბატონებმა გარისკეს, რომელთა სხეულის უზადო ფორმები არავიში ეჭვს არ იწვევდა - ვინ იქნებოდნენ ასეთები, თუ არა კინოვარსკვლავები და ფოტომოდელები.

სტატიაში შევეცდებით წარმოგიდგინოთ ის გზა, რომელიც ღია საცურაო კოსტიუმმა ანუ, როგორც ხშირად უწოდებენ, ბიკინმა განვლო დღემდე და სირთულეები, რომლებიც მის დამკვიდრებას სდევდა თან.



1. მიშელინ ბერნარდინი

image

მიშელინ ბერნარდინი მოცეკვავე იყო ღამის კლუბში, სადაც იგი შენიშნა ცნობილმა მოდელიორმა, ლუი რეარდმა და მალევე გამოიყვანა პოდიუმზე მსოფლიოში პირველი თანამედროვე საბანაო კოსტიუმი-ბიკინის სადემონსტრაციოდ. ჩვენება შედგა 1946 წელს პარიზის Piscine Molitor-ში. მაგრამ კიდევ ოცი წელი იყო საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოებას შეძლებოდა ამგვარი "გარყვნილი" საცურაო კოსტიუმის მიღება.

2. რაკელ უელჩი
image

1966 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "მილიონი წელი ჩვენს ერამდე". სურათის მთავარი გმირი ქალის ჩაცმლობამ საზოგადოება ორ ნაწილად გაჰყო: მას ხომ ფილმის დიდი ნაწილის განმავლობაში იმ დროისათვის ზედმეტად ღია საცურაო კოსტიუმი ეცვა. ბეწვით გაწყობილი ტყავის ბიკინი, რომელიც ფილმში უელჩის უზადო სხეულს ამშვენებდა, სამუდამოდ შევიდა კინემატოგრაფიის ისტორიაში და დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების მიერ ბიკინის ტარების აღქმაზე.

3. ბრიჟიტ ბარდო


image

პრინციპში, ბრიჟიტ ბარდოს ეკრანიდან ნებისმიერ ტანსაცმელში შეეძლო გავლენა მოეხდინა: მამაკაცების ყურადღებას იგი მხოლოდ კოსტიუმის გამო არ იპყრობდა. 50-იან წლებში, როცა "პროგრესული" ამერიკელებიც კი არ ამართლებდნენ ბიკინის ტარებას, ფრანგებმა შედევრული კინოფილმი გადაიღეს. 1952 წელს გამოსული ფილმი "მანინი: გოგონა ბიკინიში" პურიტანული მორალის ნამდვილ გარღვევად იქცა. და, რაღა თქმა უნდა, მთავარ როლში მომაჯადოებელი ბრიჯიტ ბარდოს გარეშე რეჟისორს არაფერი გამოუვიდოდა.

4. ბეტი პეიჯი
image

ამ გოგონამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ღია საცურაო კოსტიუმის პოპულარიზებაში. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც პლაჟზე საკუთარი დიზაინით შექმნილი ბიკინით გამოჩნდა. კოპლებიანი ბიკინი ამერიკაში დღემდე სტილის კლასკად ითვლება.

5. ურსულა ანდრესი

image

"ჯეიმს ბონდში" გამოჩენამ ურსულა ანდრესს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. "Dr. No" სერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი გახდა, რაც დიდწილად განაპირობა სწორედ ანდრესის საცურაო კოსტიუმმა. თეთრმა ბიკინიმ სამუდამოდ დაიპყრო ბონდის ფანატების გულები. 1962 წლის ზაფხულში განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდა პლაებზე ღია საცურაო კოსტიუმებით - ტაბუმ რღვევა დაიწყო.

6. პემ გრიერი

image

"Coffy" პირველ საკულტო ფილმად ითვლება, რომელშიც შავკანიანი მსახიობები მონაწილეობდნენ. კარგი იყო სიუჟეტი, პერსონაჟები, სცენარი, თუმცა ფილმის პოპულარობის მთავარ მიზეზად იქცა მსახიობი პემ გრიერი, რომელიც მშვენივრად გამოიყურებოდა დაწნულ საცურაო კოსტიუმში. ვიზუალი და დიზაინი კოსტიუმისა, რომელიც პუბლიკამ დადებითად მიიღო, მეტყველებდა იმაზე, რომ მოდამ არა თუ მიიღი ღია საცურაო კოსტიუმი, არამედ ექსპერიმენტებისთვისაც მზად იყო.

7. პამელა ანდერსონი
image

"მალიბუს მაშველები" ნამდვილად ვერ გახდებოდა ასეთი პოპულარული რომ არა პამელა ანდერსონის უნარი, ასე სექსუალურად ეტარებინა მაშველთა უნიფორმა. საზოგადოებრივ არხზე სერიალის გასვლა კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად იქცა ღია საცურაო კოსტიუმის პოპულარიზებისკენ. ხალხმა გააცნობიერა, რომ უნიფორმაც კი შეიძლება იყოს სექსუალური. მართალია, ანდერსონის საცურაო კოსტიუმი არ არის პირდაპირი მნიშვნელობით ბიკინი, მაგრამ ნაკლებად გამომწვევს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

8. კერი ფიშერი
image

კერი ფიშერის მეტალის ბიკინიმ (პრინცესა ლეა) ფილმში "Star Wars VI: Return of the Jedi", მორალური თავისუფლების ახალ ეტაპს დაუდო სათავე. საინტერესოა, რომ ბიკინის შექმნას ხელმძღვანელობდა თავად ფიშერი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ჩიოდა, რომ ყველა კოსტიუმი ფარავდა მის ფგურას. სწორედ მისი თხოვნით, ლუკასმა ნება მისცა კოსტიუმერებს შეექმნათ მონა ქალის კოსტიუმი პრინცესა ლეასთვის. ბევრისთვის ეს ფემინიზმის ნამდვილი გამარჯვება იყო!


1
586
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
586
  
2015, 22 ივნისი, 10:58
G–G
0 1 1