x
image
natia.a
რეკლამა, რომელმაც სამოდელო სტანდარტები დაარღვია (+ფოტოები)
image

ბრიტანულმა ტანსაცმლის მაღაზია Debenhams-მა თავის რეკლამაში ყველაზე არასტანდარტული მოდელები გადაიღო.


"ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვაგვარი ფიგურა და სხეულის ზომა აქვთ. მაშინ რატომ უნდა იყვნენ რეკლამაში მოდელები ყველა ერთნაირი?" - განაცხადა Debenhams-ის დირექტორმა, ედ უოტსონმა. ახალი რეკლამა გამოდის თავსმოხვეული სტანდარტებისა და ხელოვნური სილამაზის წინააღმდეგ.

70 წელს გადაცილებული ქალბატონი, ფუმფულა თუ დაბალი გოგონები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები - აი იმ "მოდელბის" არასრული სია, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს Debenhams-ის ახალი სარეკლამო ფოტოსესიაში.




"ჩვენს მაღაზიებაში წარმოდგენილია ტანსაცმელი ხვადასხვა ფორმების, კომპლექტაციის, ასაკისა თუ ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანებისთვის. რეკლამაც უნდა იყოს გახსნილი, პატიოსანი და მიიტანოს ეს მრავალფეროვნება მყიდველამდე."


ედ უოტსონი გულსწრფელად იმედოვნებს, რომ ამგვარი რეკლამა უბრალო ადამიანებს თავს უფრო კომფორტულად აგრძნობინებს და საკუთარ სხეულსაც უფრო დადებითად აღიქვამენ: "რადგან სილამაზე არ არის მხოლოდ პოდიუმზე მდგარი გამხდარი ადამიანები".


imageimageimageimageimageimageimageimageimage











3
1654
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1654
  
2013, 8 ნოემბერი, 23:44
ძალიან მომეწონა
2013, 8 ნოემბერი, 15:02
კაი მოუფიქრებიათ
2013, 8 ნოემბერი, 11:27
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. მომეწონა.
0 1 3