საქართველო შალვა ნათელაშვილი: "ბავშვთა სამყაროს" დაწვით, ივანიშვილის ოცნება ნამდვილად ასრულდა 2017, 30 იანვარი, 16:05 ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ "ბავშვთა სამყაროს" დაწვით ბიძინა ივანიშვილმა ოცნება აისრულა, ახლა მის ადგილზე "კარფურის" მორიგ სავაჭრო ცენტრს წამოჭიმავს.ამის შესახებ შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. "ქართველი ხალხის ოცნების რა მოგახსენოთ, მაგრამ "ბავშვთა სამყაროს" დაწვით, ივანიშვილის ოცნება ნამდვილად ასრულდა, რათა იქ კარფურის ახალი შენობა წამოჭიმოს. ამაზე მახსენდება, როგორ დაუწვა ივანიშვილმა 90-იან წლებში ორჯერ, საკუთარ მეზობლებს ერეკლეს მოედანზე სახლი, რის შედეგადაც ისინი გამოაძევა საკუთარი საცხოვრისიდან და მთელი ტერიტორია დაითრია. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო." შეგახსენებთ, წუხელ დაახლოებით ღამის სამ საათზე თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" ცეცხლი გაუჩნდა . 13 000 მ2-შენობა მთლიანად განადგურებულია.შ.ს.ს საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 793 8-ს მოსწონს 1-ს არა
|