სხვა ვირთხამ მაღაროელი გადაარჩინა 2017, 31 იანვარი, 16:06 ეს ამბავი გასული საუკუნის 70-იან წლებში კუზბასში (რუსეთი) მოხდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ მაღაროელებმა ქვანახშირის მოპოვების დროს, ვირთხის ბუდე დაანგრიეს. დედა ვირთხა და მისი შვილები ამ შემთხვევას შეეწირნენ. მხოლოდ ერთი პატარა ვირთხა გადარჩა. ახალგაზრდა მაღაროელს ის შეეცოდა და მასზე ზრუნვა დაიწყო. ჯერ მისთვის სასადილოდან რძე მიჰქონდა და თეფშზე უსხავდა, შემდეგ თანდათანობით სხვა საკვებზეც მიაჩვია და სულ ცოტა ხანში, პატარა წამოიზარდა და დიდი, კარგად ნაკვები ვირთხა გახდა, სახელად ერიომა. ის ბრიგადის სრულფასოვანი წევრი გახდა და როდესაც ბრიგადის წევრები სადილობდნენ, მას საკუთარი ულუფა ჰქონდა. შესვენების დროს, მაღაროდან არავინ ამოდის. იქვე ისვენებენ და სადილობენ. ერთი მაღაროელი სადილის შემდეგ, იქვე მიწვა და დაიძინა. როდესაც შესვენება დასრულდებოდა, ის უნდა გაეღვიძებინათ — ასე იყვნენ მოლაპარაკებულები. ჯერ შესვენება დასრულებული არ იყო და ბრიგადის დანარჩენი წევრები, რამდენიმე წუთით, იქიდან წავიდნენ, რომ ესაუბრათ და მეგობარიც არ შეეწუხებინათ. მაღაროელს იმის გამო გაეღვიძა, რომ რაღაც კბენდა თითზე. მართალია, სისხლი არ გამოუდენია, მაგრამ არასასიამოვნო შეგრძნება კი იყო. იმდენი ქნა, იმ რაღაცამ, იმდენი, ვიდრე მან თვალი არ გაახილა. მან დაინახა, რომ მის გვერდით ერიომა იყო! მან ის ხელის აქნევით გააგდო და ისევ მიწვა დასაძინებლად. როგორც კი თვალი დახუჭა, ისევ კბენა იგრძნო – არ ეშვებოდა ვირთხა. ხან რა ესროლა ცხოველს, ხან რა, მაგრამ ვერაფრით მოიცილა თავიდან. ბოლოს მაღაროელი გაბრაზდა, წამოხტა და უკვე დამუშავებული გვირაბის მხარეს, გამოეკიდა გამოეკიდა გაქცეულ ერიომას. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ძაღლმა თავი გასწირა და 8 თვის ბავშვი გადაარჩინა ახალშობილი გადააგდეს და ის მოკვდებოდა, რომ არა... ყველას ეგონა, რომ ეს კნუტი მოკვდებოდა, მაგრამ ის შეხვდა ჰასკის და ... ძაღლები ჩვენზე უკეთესი წარმოდგენისები არიან, ვიდრე ჩვენ, საკუთარ თავზე 141 11-ს მოსწონს
|