x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლომის ,,ადამიანური" საქციელი

ეს უჩვეულო შემთხვევა, ორმა ფოტოგრაფმა დააფიქსირა, რომლებიც ცხოველებს ფოტოსურათებს უღებდნენ, სავანაში. შემთხვევით მათ ბაბუინების ჯგუფი დააფიქსირეს, რომლებსაც ლომები მისდევდნენ. ერთ-ერთმა ძუ ლომმა მაიმუნი დაიჭირა. მაგრამ, შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა!

მაიმუნი, რომელიც ლომმა მოკლა, აღმოჩნდა რომ დედა იყო. პატარა ძლიერ ებღაუჭებოდა თათებით დედის უსიცოცხლო სხეულს. როდესაც ის მიხვდა რომ მისი სიცოცხლეც საფრთხეში იყო, შეეცადა ახლოს მდებარე ხეზე აცოცებას. მტაცებელმა დაინახა პატარა მაიმუნი და მისკენ წავიდა. პატარა მთელი ძალით ცდილობდა ხეზე ასვლას, მაგრამ ძალა არ ეყო.
ფოტოგრაფები შოკირებულები იყვნენ იმით, რაც ლომმა გააკეთა. ლომი იმის ნაცვლად რომ თავს დასხმოდა, თათით თამაში დაუწყო და თავისკე მიიზიდა. ეტყობა, პატარა ბაბუინიც მიხვდა, რომ ლომი მის შეჭმას არ აპირებდა და მშვიდად მიეხუტა მტაცებელს.
ცოტა ხნის შემდეგ, ხვადმა ლომმა მოინდომა პატარა ბაბუინის შეჭმა, მაგრამ ძუ ლომმა მას ამის უფლება არ მისცა. ლომების ჩხუბის სცენას, მხოლოდ ფოტოგრაფები კი არა, მოშორებით მჯდარი მაიმუნიც ადევნებდა თვალს და როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდა, სტაცა პირი პატარას და ხეზე აათრია.

ძუ ლომის ასეთ ქცევას, ფოტოგრაფები შეესწრნენ, მაგრამ საინტერესოა, რამდენად ხშირია მსგავსი ფაქტები ცხოველთა სამყაროში?

ლომის “ადამიანური" საქციელილომის “ადამიანური" საქციელილომის “ადამიანური" საქციელილომის “ადამიანური" საქციელილომის “ადამიანური" საქციელილომის “ადამიანური" საქციელილომის “ადამიანური" საქციელილომის “ადამიანური" საქციელილომის “ადამიანური" საქციელილომის “ადამიანური" საქციელი

0
943
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
943
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0