სხვა ახალშობილი გადააგდეს და ის მოკვდებოდა, რომ არა... 2016, 16 დეკემბერი, 16:01 სიკვდილისთვის განწირული ჩვილი ძაღლმა გადაარჩინა. ისე რომ დავფიქრდეთ – რით არის გერმანული ნაგაზი, სახელად ჯეიდი ადამიანზე უკეთესი? რით და – მის გულში უფრო მეტი სიყვარულია, ვიდრე იმ ადამიანის გულში, ვინც ახალშობილი სიკვდილისთვის გაიმეტა. სხვანაირად მომხდარი ისტორიის ახსნა შეუძლებელია. ძაღლის ინტუიცია უჩვეულო ნაგაზის პატრონი, ქალაქ ბირმინგემში (ბრიტანეთი) მცხოვრები, 68 წლის როჯერ უილდეი (Roger Wilday) ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ რამეს, როდესაც თავის ძაღლთან ერთად, სასეირნოდ გავიდა. შოკი! «ძაღლს კიდევ ერთხელ დავუძახე და რადგან ადგილიდან არ გაინძრა, იძულებული გავხდი მე თვითონ მივსულიყავი მასთან და მენახა, თუ რამ გამოიწვია მისი ასეთი ინტერესი. ბავშვი ჯერ კიდევ თბილი იყო როჯერმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა: «არ მინდოდა ხელი რამესთვის მეხლო, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ გამენადგურებინა. მაგრამ, ტელეფონით მითხრეს, რომ ბავშვის აყვანა შემეძლო». რამდენიმე საათის შემდეგ... შემთხვევის ადგილზე მაშინვე მაშველები მივიდნენ. ახალშობილი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა დაადგინეს, რომ ბავშვი რამდენიმე საათის წინ იყო დაბადებული. ცოტაც და... გოგონა აუცილებლად დაიღუპებოდა, რომ არა ჯეიდი! მადლობა ძაღლს, რომ ის უფრო გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანი, რომელმაც ჩვილი სიკვდილისთვის გაიმეტა!
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: პეკინში ახალშობილი გოგონა საკანალიზაციო მილიდან ამოიყვანეს ძაღლმა თავი გასწირა და 8 თვის ბავშვი გადაარჩინა 10 უჩვეულო ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბავშვებთან დაკავშირებით წარმოუდგენელი საშინელება ძველ რომში შინაური ცხოველების როლი ბავშვის აღზრდაში ყველას ეგონა, რომ ეს კნუტი მოკვდებოდა, მაგრამ ის შეხვდა ჰასკის და ... 674 10-ს მოსწონს
|