საზოგადოება "საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია" 2017, 27 იანვარი, 21:39 ![]() ცოტნე გამსახურდია სოციალური ქსელით რამდენჯერმე გამოეხმაურა რუსთაველზე ავარიაში დაღუპული გოგონას ამბავს, სადაც აღნიშნავს, რომ ავარიის მთავარი მონაწილე გიორგი (გიბო) ჯაფარიძე გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს, რაც სოზარ სუბარისა და ვიქტორ ჯაფარიძის დამსახურებაა. ამავე მერსედესის ჯიპში ისხდნენ გიორგი ჯაფარიძის ძმა და სიძე ქართული ოცნების მესტიელი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები არიან, მისი სახელით მოქმედებენ, "ალაგებენ სიტუაციებს" მესტიაში კრიმინალური მეთოდებით და კრიმინალურ სამყაროსთან ერთად. და უზრუნველყოფენ, რა თქმა უნდა, ოცნების ხმებსა და მხარდაჭერას რაიონში! იქ მათ სახელს არაერთი სისხლიანი და ძალადობრივი აქტი უკავშირდება. პოსტულატის სახით ცოტნე გამსახურდია მორიგ პოსტს აქვეყნებს სადაც მამამისის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები ახსენდება: "ამ ავარიებზე და დაუსჯელ მკვლელებზე, ქვეყნის, ხალხის ძარცვაზე და ყვლეფაზე, კორუფციულ გარიგებებზე, უზომო პრემია-დანამატებზე, ხელისუფლებისა და ეკლესიის თავაშვებულობაზე და განუკითხაობაზე - მუდამ ეს სიტყვები მახსენდება, არ ამომდის თავიდან: "ზ. გამსახურდია: პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია.” ![]() ქართველმა ხალხმა ზუსტად ისეთი ქვეყანა შექმნა, როგორიც უნდოდა და როგორიც იცოდა! და მასში ამ სიტყვების მთქმელის ადგილი არ იყო! ალბათ ამიტომაც არ იძიებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობას უკვე მესამე ხელისუფლება... და ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება ლოგიკური დასასრული - გადაშენება! უბრალოდ ძნელია ყურება, როცა სინდისი შეგრჩენია და ამ ყველაფრის ნაწილი ხარ." შეგახსენებთ, 24 იანვარს რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.თვითმხილველთა განცხადებით, ავარია ML-ის მარკის ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. თუმცა ჯიპში მსხდომთა ახლობლების განცხადებით, მძღოლი ნასვამი არ ყოფილა.ავარიას ახალგაზრდა გოგონა, სოფო ბერიძე შეეწირა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ![]() 639 6-ს მოსწონს 2-ს არა
|