x
image
ციცი
Mediator image
"ასეთი კრეტინების გამო გირჩევ ხოლმე, რომ შენს გვერდზე მხოლოდ პეპლების ფოტოები დადო..."-ეკა ხოფერია
image
ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ეკა ხოფერიას ქალიშვილის ანანო ლევიძის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. ანანო ლევიძე, რომელიც უკვე 5 თვეა რაც ინგლისში ცხოვრობს და სწავლობს ეროვნების გამო "ბულინგის" მსხვერპლი გახდა. სტატუსში იგი წერს თუ როგორ დამცირებას განიცდის ერთ-ერთი მასწავლებლის მხრიდან ქართველობის გამო და "მაკდონალდსში" მასა და მის მეგობარზე 13-14 წლის მოზარდების მხრიდან გამოხატულ ზიზღსა და აგრესიაზე, რომლებმაც ბოლოს ინგლისურად ლაპარაკიც კი აუკრძალეს.

ეკა ხოფერია გააღიზიანა მოდელირებული ქრონიკის ყოფილი წამყვანის ნათია ჭკუასელის პოსტმა სადაც იგი წერდა:

"შვილებს მაინც ნუ ჩართავთ ანტიდასავლურ პროპაგანდაში და სიცრუის გავრცელებაში!"

image


ამასთან დაკავშირებით ეკა ხოფერიამ "ფეისბუქზე" შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა:


"გახსოვთ მოდელირებული ქრონიკის წამყვანი? გახსოვთ. მე რომ მაგრად ვუყვარვარ ხომ გახსოვთ? ალბათ, კი. კიდევ ერთი უნდა დაიმახსოვროთ, ეს ქალი ჩემი შვილის პოსტს გვერდზე დებს და სერიოზულად მსჯელობს, რომ შვილებს ანტიდასავლურ პროპაგანდაში ვრთავ... ისე არ იცის ალბათ, ნიკოლა და იკა ზოგჯერ( ხშირად არა), რუსულადაც რომ ლაპარაკობენ ხოლმე. ეგეც გადაეცით დაასტატუსოს ამ აბსოლუტურმა მოდელირებამ. (სხვა სიტყვის დაწერა მინდოდა, მაგრამ ხომ ხვდებით რისიც). Anano Levidze აი, ასეთი კრეტინების გამო ზოგჯერ გირჩევ ხოლმე, რომ შენს გვერდზე მხოლოდ პეპლების ფოტოები დადო..."image

სტატუსს უამრავი კომენტარი და ცნობილი ქართველების მხრიდან ეკა ხოფერიას მხარდაჭერა მოყვა:

imageimage


"ხალხო, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის ჩემი და ამ ორი მოსწავლის, ანანო ლევიძისა და ქეთუნა გოგოძის სახელით. ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ, მგონი არ ღირს, ისედაც ყველაფერი ნათელია. ესენი კი, იმედია, განაგრძობენ დამოუკიდებლად და თავისუფლად სვლას თავიანთი მიზნებისკენ. წარმატებები ყველას, ყველას თქვენს შვილებს, მიყვარხართ იცით?"image

0
139
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0