სხვა უძველესი ქალური მეთოდი, რომლითაც სურვილის ახდენა შეიძლება - დაგჭირდებათ მხოლოდ ნემსი და ძაფი 2017, 17 იანვარი, 14:58 ალბათ ყველა ადამიანს უოცნებია ჯადოსნურ ჯოხზე, რომელიც სურვილების ახდენაში დაეხმარება. ჯოხი არა, მაგრამ ნემსი და ძაფი ნამდვილად გამოგადგებათ. მთავარია იცოდეთ უძველესი მეთოდი, რომელსაც ჩვენი დიდი დიდი ბებიები იყენებდნენ სურვილების ასახდენად. რიტუალი ძალიან მარტივია და ღირს გამოცდად...
როგორც ამბობენ, ამ მეთოდით სურვილი 40 დღეში სრულდება. თავიდან მეთოდი უმჯობესია გამოსცადოთ მარტივ სურვილზე. ამისათვის უნდა გააკეთოთ შემდეგი: ნემსი გრძელი ძაფი ტანსაცმელი, რომელიც თქვენ გეკუთვნით ოცნება და, რაც მთავარია, რწმენა, რომ სურვილი აგისრულდებათ გაუყარეთ ნემსში ძაფი და ხმადაბლა და გარკვევით წარმოთქვით სურვილი. ძაფი აუცილებლად უნდა იყოს საკმარისი ორმოც გვირისტზე. იმ შემთხვევაშიმ თუ ძაფი არ აღმოჩნდა საკმარისი, სურვილი არ ახდება და უახლოეს მომავალში არ ღირს მისი ხელახლა ჩაფიქრება. რომელიმე თქვენს ტანსაცმელზე გააკეთეთ ერთი გვირისტი, შემდეგ კი ჩაარჭეთ ნემსი ქსოვილში და გადადეთ მეორე დღემდე. მეორე დღეს კიდევ ერთი გვირისტი გააკეთეთ. გვირისტები ერთმანეთის თანმიმდევრობით უნდა განლაგდეს და ზოლი სწორი და აკურატული უნდა იყოს - ამგვარად სურვილის ასრულება დაუბრკოლებლად მოხდება. გაიმეორეთ ეს პროცედურა 40 დღის მანძილზე - ყოველდღე თითო გვირისტი. უკანასკნელი, მეორმოცე გვირისტის დადებისას კიდევ 4-ჯერ გაიმეორეთ თქვენი სურვილი და თითოეულის წარმოთქმისას სხვადასხვა მხარეს (აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი) შებრუნდით, მხოლოდ ამის შემდეგ განასკვეთ ძაფი. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, თქვენი სურვილი რიტუალის დასრულებიდან 40 დღეში უნდა ასრულდეს. ბევრი, ვინც აღნიშნული რიტუალი ჩაატარა, ამბობს, რომ მეთოდი მართლა მუშაობს. ასე რომ, გამოსცადეთ, არაფერს კარგავთ... ასევე სანტერესოა: 1. უძველესი ხერხი, რომლითაც გაიგებთ ხართ თუ არა გათვალული - ეს ბევრს დაეხმარა! 2. როგორ ავიხდინოთ სურვილი წყლით სავსე ჭიქის გამოყენებით - უძველესი საოცარი მეთოდი! 3. როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი მობილურის ზარის მიხედვით 4. რატომ აქვს ქალის საცვლებს ჯიბე? - შეკითხვა, რომელიც ბევრ ქალს გასჩენია 5. როგორ ვატაროთ ადამიანები ჩვენს ჭკუაზე: 10 ფსიქოლოგიური ხერხი 9493 10-ს მოსწონს 1-ს არა
|