x
image
გვანცა1234
5 რამ, რაც არასოდეს უნდა გააკეთოთ ჭამის შემდეგ. ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ბევრ ადამიანს აქვს ჭამის შემდეგ ჩვევები, რომლებიც რეალურად დიდ პრობლემას უქმნის მის ჯანმრთელობას. ზოგს უყვარს წამოწოლა, ან უბრალოდ დასვენება. ის კი არ იცის, რომ ეს ჩვევა მის ჯანმრთელობას დიდ პრობლემას უქმნის. არსებობს ამგვარი ჩვევების სია, რომელსაც დღეს თქვენ სტატიაში იხილავთ.image1) მოწევა
მოწევა რომ მავნე ჩვევაა და პრობლემას უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას, ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუმცა ჭამის შემდეგ სიგარეტის მალევე მოწევა ბევრად უფრო საზიანოა თქვენთვის. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე საათი მაინც მოიცადოთ ჭამის შემდეგ, რადგან სიგარეტი შეიცავს ნიკოტინს რომელიც ხელს უშლის ჟანგბადის გამოყოფას, რაც აუცილებელია საჭმლის მონელებაში. გარდა ამისა, ზოგიერთი კვლევა ირწმუნება, რომ ჭამის შემდეგ ერთი ღერი სიგარეტის მოწევა 10 ღერის მოწევას უტოლდება.image2) ხილის ჭამა
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ხილის მირთმევისთვის საუკეთესო დროა საჭმლის მიღების შემდგომი ეტაპი. თუმცა ეს არასწორია. გარდა იმისა, რომ ნუტრიენტები, ბოჭკო, შაქრები და ხილში შემავალი სხვა სასარგებლო ნივთიერებები სარგებელს გვაძლევს ცარიელ კუჭზე, ასევე ხილის ჭამის შემდეგ მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულძმარვა და ბოყინი.image3) დაძინება
თუ ჭამის შემდეგ მაშინათვე გადაწყვეტთ დაწოლას და დაძინებას უეჭველად შეგაწუხებთ კუჭის წვა. გარდა ამისა, კვლევებით დამტკიცდა, რომ მათ, ვინც ჭამის შემდეგ იცდიდნენ და რამდენიმე საათის შემდეგ მიდიოდნენ დასაძინებლად, ბევრად დაბალი ჰქონდათ ინსულტის რისკი. image4) შხაპის მიღება
შხაპის მიღებას, გაზრდის სისხლის ნაკადს ფეხებსა და ხელებში, რაც შეამცირებს სისხლის ნაკადს მუცელში. ეს დაასუსტებს თქვენს მომნელებელი სისტემას და გამოიწვევს კუჭის ტკივილს.image5) ჩაის დალევა
დამტკიცებულია, რომ ჩაის დალევა ხელს უშლის რკინის შეწოვას. ის შეიცავს ტანინის მჟავას, რომელიც შთანთქავს საკვებიდან მიღებულ რკინასა და ცილას. რკინის დეფიციტი კი მომავალში იწვევს ანემიას, სიფერმკრთალეს მადის დაქვეითებას და ა.შ.imageგისურვებთ ჯანმრთელობას!

image

2
722
7-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
722
  
2017, 15 იანვარი, 1:27
დიდი მადლობა შეფასებისთვისაც და რჩევისთვისაც
2017, 14 იანვარი, 22:57
როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი სტატიაა! მხოლოდ დავამატებდი, რომ მარტო ჩაის კი არა, საერთოდ სითხის მიღება არ შეიძლება ჭამიდან 2 საათის მანძილზე...
0 1 2