x
image
lady.ge
ქორწინების თარიღი და ასტროლოგია-ნაწილი მეორე
imageმაშ ასე ვაგრძელებთ საუბარს ქორწინების თარიღის სწორად შერჩევასთან დაკავშირებით. ამჯერად იმ წყვილებს მივცემ რეკომენდაციას ვისი ქორწილიც სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება. ეს სასწორის პერიოდია ამიტომ ასეთ პერიოდში შექმნილი ოჯახის მთავარი ქვაკუთხედი ჰარმონია და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს. სასწორი ვერ იტანს უხეშობას და სიხისტეს. აქედან გამომდინარე მომავალმა მეუღლეებმა ესეც უდნა გაითვალისწინონ.


აი რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს გავლენისას დაქორწინებულებს, ოოო.. მოემზადეთ, თქვენი ერთობლივი ცხოვრება მძაფრი ემოციებით, დრამატული სიტუაციებით და ზოგჯერ ხანმოკლე განშორებებითაც კი შეიძლება იყოს სავსე. თუმცა თქვენი გრძნობები იმდენად ინტენსიური იქნება რომ განშორება მას უფრო გაამყარებს და გააძლიერებს.


მშვილდოსნის მმართველობის პერიოდში ქორწინდებით? თქვენი ოჯახი ბოშათა მოხეტიალე ბანაკის ან მხიარული საცირკო დასის მსგავსი იქნება. ბევრს იმოგზაურებთ, თუ საზღვარგარეთ არა, ადგილობრივად მაინც შეიცვლით ხოლმე საცხოვრებელ ადგილს სანამ საბოლოოდ დამკვიდრდებით სადმე.


თხის რქის პერიოდში დაქორწინებული წყვილის მთავარი დევიზი კი საზოგადოებაში მქონე უზადო იმიჯი იქნება. ამ წყვილს ყოველთვის ექნება ამბიცია მეტზე და უფრო მეტზე. შესაძლოა თანამდებობრივ წინსვლაშიც აქტიურად შეუწყონ ერთმანეთს ხელი.


image

მერწყულის ზოდიაქოს გავლენის ქვეშ კი ქორწინება როგორც წესი თვალის დახამხამებაში ხდება. სტატისტიკურად დაუგეგმავი ქორწილების რიცხვი სწორედ მერწყულს უკავშირდება. აქედან გამომდინარე ამგვარი ოჯახის სიმყარეც ცოტა არ იყოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ზოგჯერ. თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ.


თევზების ზოდიაქოს აქტიურობისას შექმნილი ოჯახი კი განსაკუთრებული ემოციური მიკრო-კლიმატით იქნება გამორჩეული. ამ წყვილის მთავარი პრობლემა ემოციების კონტროლია, რომლის სიმცირეც ნამდვილად არ იქნება მათი ერთობლივი თანაცხოვრებისას.

2
1380
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
1380
  
2012, 15 ნოემბერი, 16:22
ლომზე რატომ არ წერია ? :)
2012, 11 ივნისი, 19:35
მე სულ პრობლემატური ვარ
0 1 2