სხვა როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, მეტროს რელსებში ჩავარდნისას - ეს შეცდომა ბევრს სიცოცხლის ფასად უჯდება! 2017, 9 იანვარი, 12:21 არასოდეს ვიცით რა გველის... ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა, როგორ შეიძლება ადამიანი მეტროს რელსებში ჩავარდეს... თუ, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობა არა აქვს განზრახული. მაგრამ არავინ იცის რა გველის და არც არაფრისგან ვართ დაზღვეული, მათ შორის მეტროს რელსებში ჩავარდნისგანაც, განსაკუთრებით, როცა ძალიან დიდი ხალხმრავლობაა და მატარებლის მომლოდინენი ერთმანეთს აწვებიან... ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში და რა არ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანი რელსებში ჩავარდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დაიღუპება! ეს უკანასკნელი გარდაუვალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლმა არ იცის როგორ მოიქცეს და პანიკაში ჩავადრება. ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ ქვემოთ ჩამოთვლილი წესები. მთავარი წესი: ნუ შეეცდებით დამოუკიდებლად ამოხვიდეთ, რადგან პლატფორმის ქვეშ არის კონტაქტური რელსი, რომელთან შეხებისას შეიძლება დენმა დაგარტყათ. ამას კი, თავადაც ხვდებით რა მოჰყვება. როგორ მოვიქცეთ: 1. თუ მატარებელი ჯერ არ ჩანს, უნდა ადგეთ და გაიქცეთ მატარებლის მოძრაობის მიმართულებით, რელსებს შორის, იმ ადგილამდე, სადაც პირველი ვაგონი გაჩერდება. ეს ადგილი, როგორც წესი, მონიშნულია შავ-თეთრი ხაზით. ცხადია, არც ხმამაღლა ყვირილი უნდა დაგავიწყდეთ, რათა პლატფორმაზე მყოფებმა შეგნიშნონ და დახმარება გამოიძახონ. 2. თუ მატარებელი უკვე ახლოვდება, უმჯობესია ჩაწვეთ რელსებს შორის დატოვებულ სივრცეში და თავი ხელებით დაიფაროთ. აღნიშნული სივრცის სიმაღლე 0, 5 მეტრია და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, გადარჩენის შანსი დიდია. დაწექით მატარებლის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, რათა ჩავლისას მატარებელმა ტანსაცმელი არ გაგხადოთ და ტრავმა არ მიიღოთ. როგორ მოვიქცეთ, თუ ადამიანი ჩვენს თვალწინ რელსებში ჩავარდა? შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მორიგეს ან დისპეჩერს კრიტიკული სიტუაციის შესახებ. მაგრამ არამც და არამც არ ჩახტეთ ან არ შეეცადოთ თავად დაეხმაროთ ჩავარდნილს ამოსვლაში: გახსოვდეთ, ქვეშ არის რელსი რომელშიც მაღალი ძაბვაა! შეგიძლიათ ასევე შეეცადოთ მატარებელს მისცეთ გაჩერების ნიშანი პლატფორმიდან ხელების წრიული მოძრაობით. მემანქანე შეამჩნევს და დაამუხრუჭებს, მაგრამ ეს უკიდურესი ღონისძიებაა, თავიდან აუცილებლად უნდა შეეცადოთ მომხდარის შესახებ მორიგეს აცნობოთ. ასევე საინტერესოა: 1. სმარტფონების საოცარი ფუნქცია, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - ექიმები მის გამოყენებას გვირჩევენ! 2. ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - გაითვალისწინეთ! 3. 5 გავრცელებული ჩვევა, რომელიც თქვენს ავტომობილს აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის! 4. როგორ უნდა ელაპარაკო პატრულს - რეალური ამბავი ქალურ ლოგიკაზე - იხალისეთ! 5. თუ ამ ნიშანს თქვენს კარზე ნახავთ აუცილებლად წაშალეთ! - პოლიცია საიდუმლო სიმბოლოებს ასაჯაროებს 475 8-ს მოსწონს 1-ს არა
|