x
image
ციცი
Mediator image
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა ნიკა გვარამიაზე თავდასხმა აღიარა. გვარამია რატი გაჩეჩილაძეს-"სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი, პრემიერმინისტრის მეგობრის ძევ, გპირდები."

image


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე თავდასხმა გუშინ, რესტორან "დაინინგ რუმსში" მოხდა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელზე დაპოსტა. რეასტორანში იგი მამის დასაფლავების შემდეგ მეგობრებმა წაიყვანეს მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

"დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორან დაინინგ რუმსში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს
მათი ანაბეჭდები აქვს.
პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. Keti Bakradze
პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!"image

ნიკა გვარამიას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოკვლევა ჩაუტარდა და დაუდგინდა ტვინის შერყევა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სხეულის რბილი ქსოვილის დაზიანება.
თავდამსხმელი კი საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, რატი გაჩეჩილაძე აღმოჩნდა. მან "ფეისბუქზე" აღიარა ამის შესახებ, მოტივად კი გვარამიას მხრიდან განვლილი წლების განმავლობაში მის ოჯახზე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა დაასახელა:

"ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ!
ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.
ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში."
image
მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიასთვის ცნობილი გახდა თავდამსხმელის ვინაობა, იგი სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ გამოეხმიანა მომხდარ ინციდენტს და სტატუსით რატი გაჩეჩილაძეს მიმართა:
"კუანა გრეჩიხას კუანა შთამომავალო, ჩხუბი თუ გინდოდა, სიბნელეში, უკნიდან, კაპიშონგადაფარებული, დამხმარეებთან ერთად კი ნუ მომეპარებოდი კეფაში რაღაცის ჩასარტყმელად და მერე სამარცხვინოდ გაიპარებოდი, პირისპირ მაინც მოსულიყავი.
შენი კუანა ნაბიჭვრის სახელს, ჩემი ტვინის შერყევა მირჩევნია. ეგ გამივლის, შენ კიდევ არაფერი გეშველება. ვერც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი, პრემიერმინისტრის მეგობრის ძევ, გპირდები."imageimage


0
284
1-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0