სიახლეები ფინეთი უმუშევარ მოქალაქეებს თვეში 560 €-ს გადაუხდის 2017, 5 იანვარი, 13:13 ფინეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც თავის უმუშევარ მოქალაქეებს ძირითად ყოველთვიურ შემოსავალს გადაუხდის 560 ევროს ოდენობით(ჩვენ ფულზე დაახლოებით 1570 ლარი). ესაა უნიკალური სოციალური პროექტი, რომლის მიზანია სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირება. სოციალური შეღავათების სახელმწიფო სააგენტო KELA-ს წარმომადგენელმა ოლი კანგასმა განაცხადა, რომ 1 იანვრიდან დაიწყება ორწლიანი ექპერიმენტი, რომლის მიხედვითაც ორი ათასი შემთხვევით შერჩეულის ადამიანი ყოველთვიურად 560 ევროს მიიღებს. ამ პერიოდში, სახელმწიფო არ მოიკითხავს დასაქმდა თუ არა და თუნდაც დასაქმდეს არ შეუწყვიტავს შემოსავალს.თანხების მოძიება სახელმწიფოსა და ბიუროკრატიის ხარჯვითი ნაწილის შემცირების ხარჯზე მოხდება. გასული წლის მონაცემებით ფინეთში 5, 5 მლნ ადამიანი ცხოვრობს, აქედან უმუშევარი იყო 213 000 მოქალაქე (8, 1%). ფინეთში ყოველთვიური საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 3 500 ევროა. KELA-ს წარმომადგენლის განცხადებით, ექსპერიმენტი მოგვიანებით შესაძლოა დაბალშემოსავლიან სხვა ჯგუფებზეც გავრცელდეს: მაგალითად შტატგარეშე მოსამსახურეებზე, მცირე მეწარმეებზე და არასრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანებზე. მსგავსი ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა ინდოეთში და აფრიკაში, მომავალში მსგავსი საპილოტო პროგრამის წამოწყებას გეგმავს შვეიცარია, ჰოლანდია და საფრანგეთი. იხილეთ აგრეთვე: შვეიცარიის მოსახლეობამ უარი თქვა სახელმწიფოსგან გარანტირებულ 2260 ევროს მიღებაზე 168 6-ს მოსწონს 1-ს არა
|