x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შვეიცარიის მოსახლეობამ უარი თქვა სახელმწიფოსგან გარანტირებულ 2260 ევროს მიღებაზე
imageგუშინ შვეიცარიაში გაიმართა რეფერენდუმი, სადაც შვეიცარიის მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, მიეღოთ თუ არა გარანტირებული ყოველთვიური შემოსავალი 2260 ევრო სახელმწიფოსგან.


ხმების წინასწარი დათვლით უკვე ნათელი ხდება, რომ შვეიცარიის მოსახლეობამ უარი თქვა გარანტირებულ შემოსავალზე.


რეფორმა ითვალისწინებდა ყოველ შვეიცარელ ზრდასრულ მოქალაქეზე გარანტირებულ ყოველთვიურ შემოსავალს 2260 ევროს ოდენობით, ხოლო ბავშვებზე 565 €-ს.


ინიციატორები ვარაუდობდნენ, რომ მიღებული თანხით მათი მოქალაქეები დაკავდებოდნენ იმ საქმიანობით, რაც ყველაზე ძალიან მოსწონთ და უნდათ.



რეფორმის გატარების შემთხვევაში შვეიცარია გახდებოდა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებსაც მიუხედავდ იმისა, მუშაობენ თუ არა გარანტირებული შემოსავალი ექნებიდათ.


დანიელ ჰაინი, კაფეს მფლობელი, რომელიც რეფორმის ინციატორი იყო აღიარა დამარცხება, თუმცა განაცხადა, რომ მორალურად გამარჯვებულია, იუწყება Reuters-ი.


"თავიდან ვფიქრობდი, რომ მოსახლეობის მხოლოდ 15% დამიჭერდა მხარს, თუმცა შედეგად მივიღე 20%-იდან 25%-მდე, ესაა შესანიშნავი და სენსაციური"განაცხადა მან.


რეფორმის ჩავარდნის მიზეზი გახდა შვეიცარელი მოქალაქეების შიში იმაზე, რომ უმეტესობა აღარ იმუშავებს, ხოლო ამისთანა პოლიტიკა სახელმწიფოს მძიმე ტვირთად დააწვება და ეკონომიკა გახდება არამდგრადი.

4
284
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
284
  
2016, 7 ივნისი, 14:06
ეგ არის როცა აამდენი შემოსავალი გაქვს და ყოველ დღე საჭმლის ფული სად იშოვო იმაზე არ გაქვს საფიქრალი მერე ქვეყნის ეკნომიკაც გაინტერესებს ეხლა საჭმელი რო გშია ბოდიში და არ გავარტყი ეკონომიკას მთავარია რამე ჭამო :D:D:D:D:D:D:D:D:D:D
2016, 6 ივნისი, 13:57
საქმეც მაგაშია, შვეიცარიაში ხალხი ისე კარგად ცხოვრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უფრთხილდებიან. ჩვენ კი ისეთ მდგომარეობაში ვართ, მსგავსი რეფერენდუმის შემთხვევაში, არა მგონია, ვინმე ქვეყნის ეკონომიკაზე დაფიქრდეს.
ისე, ზედმეტი შემოსავალი არავის აწყენდა, არც ჩვენთან და არც სხვაგან.
ამ რეფერენდუმის შესახებ რომ გავიგე, გამეცინა, ვიფექრე რა უაზრობა არის, უარს ვინ იტყვის მეთქი?
მაგრამ, ხომ თქვეს.
2016, 6 ივნისი, 12:38
უარს რატო ვიტყოდით რა სამსახურები ჩვენ გვაქვს თვეში 250 ლარზე ვმუშაობ და ამაზე ვიტყოდი უარს? მაგათ 2 ჯერ მეტი ხელფასები აქვთ
2016, 6 ივნისი, 12:21
ჩვენთან უარს არ იტყოდნენ :)
0 1 4