x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საზოგადოება აღშფოთდა, როდესაც შეიტყვეს, რომ სიამის ტყუპებს ერთი კაცის ხელფასს უხდიან
image

სიამის ტყუპებმა სოხნა და მოხნა სინგხებმა შტატი პენჯაბიდან, ინდოეთი, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს და ბავშვთა სახლში გაიზარდნენ, თქვეს რომ მხოლოდ ერთ კაცის ხელფასს უხდიან.



YouTube-ზე, კინორეჟისორ რუჰი ჩენეტის დოკუმენტურ ფილმში, ინტერვიუში საუბრისას, 19 წლის ტყუპები აცხადებდნენ, რომ თვეში მხოლოდ 20 000 რუპიას გამოიმუშავებდნენ.(დაახლოებით 600 ლარი ჩვენს ფულზე)

image


არა და გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სიამის ტყუპებს ცალ-ცალკე ხელფასს უხდიდნენ.


ისინი მუშაობენ ელექტრიკოსებად Punjab State Power Corporation Limited-ში გასული წლის დეკემბრიდან 12-საათიან ცვლაში, ისინი ზრუნავენ სადისპეტჩეროს გამართულ მუშაობაზე,

image

2021 წელს გამოცემა Independent-თან საუბრისას ტყუპებმა თქვეს, რომ მადლობას ვუხდით პენჯაბის ხელისუფლებას ჩვენი ნიჭის დაფასებისთვისო; თუმცა, მაყურებლებმა გაიგეს, რომ სიამის ტყუპებს, მხოლოდ ერთი კაცი ხელფასს უხდნიან, რამაც მათი აღშფოთება გამოიწვია.


ერთმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "თუ ისინი ორ განსხვავებულ პიროვნებად ითვლება, მათ უნდა მიიღონ ორი განსხვავებული ჩეკი".


მეორე წერდა: „ერთი ხელფასი ორ ადამიანზე? ეს მაბრაზებს“.


მაყურებლებმა ასევე შეაქეს სიამის ტყუპები და მათ საყვარელი პიროვნებებები უწოდეს.

image

ტყუპები დაიბადნენ 2002 წლის ივნისში, ნიუ დელიში, სუჩეტა კრიპლანის საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა განაცხადეს, რომ ტყუპების განცალკევებას უდიდესი ალბათობით ფატალური შედეგები მოყვებოდა.


სოხნა და მოხნა მშობლებმა ორი თვის ასაკში მიატოვეს.


შემდეგ მედიკოსები დაუკავშირდნენ პინგალვარას საქველმოქმედო საზოგადოებას და დაუცველი ბავშვების სახლს.


ბავშვთა სახლში მასწავლებლებმა შეამჩნიეს, რომ ტყუპებს უყვარდათ ელექტროტექნიკაზე მუშაობა.


სოხნა და მოხნა ბოლომდე მიჰყვნენ თავიანთ გატაცებას და აიღეს ელექტროინჟინრის დიპლომი.


შარშან სამუშაოს მიღების შემდეგ სოხნამ განაცხადა: "ჩვენ ვიმუშავებთ უდიდესი ენთუზიაზმით და თავდადებით".


მოხნამ კი დასძინა: ”ჩვენ პინგალვარას ინსტიტუტის მადლიერი ვართ, რომ აგვღზარდეს, გვასწავლეს და დაგვეხმარნენ გავმხდარიყავით დამოუკიდებლები.”


0
383
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0