x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ ურიგებს ჩინური კომპანია გასაუბრებაზე სამუშაოს მაძიებლებს ნიღბებს?
image


ჩინური კომპანია Chengdu Ant Logistics სამსახურში მიღებისას იცავს პოლიტიკას „ლამაზ გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა“. გასაუბრებაზე სამსახურის მაძიებლებს ურიგებენ ნიღბებს, რომლებიც მთლიანად ფარავს მათ სახეს და ამ ფორმით ისინი ურთიერთობენ HR მენეჯერთან. სხვათა შორის, მასაც ნიღაბი უკეთია.


გასაუბრების ამ უჩვეულო მეთოდმა პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც სამუშაოს მაძიებელმა ჩენდუში, სიჩუანის პროვინციაში, გამოაქვეყნა ვიდეო Douyin-ზე (TikTok-ის ჩინური ანალოგი). ქალმა, სახელად ცზენგმა, თქვა, რომ მას მთელი ეს პროცესი უცნაურად მოეჩვენა და ამ უცნაურობას ისიც დაემატა, რომ სამუშაოს მაძიებლებს მოჭრილი შაქრის ლერწამი აჩუქეს. ცზენგმა ისიც დასძინა, რომ გასაუბრებამდე მათ დაურიგეს თეთრი ნიღბები, რომლებიც მთლიანად ფარავდა მათ სახეს და საშუალება მისცეს სურვილისებრ მოეხატათ ნიღაბი, ვიღაცამ მოხატა, ვიღაცამ ხელუხლებლად დატოვა, იქნებ ესეც ერთგვარი ტესტი იყო?

image


თუმცა, ქალმა აღიარა, რომ ასეთი სცენარი გარეგნობის მიხედვით დისკრიმინაციის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს, ხოლო სოციალური ფობიით დაავადებულ ადამიანებს გასაუბრება გაუადვილდებათ. კადრები ადგილობრივ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ბევრმა მოიწონა საქმისადმი ასეთი მიდგომა და აღნიშნეს, რომ კომპანიის პოლიტიკა დასაფასებელია, მაგრამ იყვნენ ადამიანებიც, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს ვიდეო უბრალოდ სარეკლამო ტრიუკი იყო, რადგან ეს არ იყო ამ კომპანიის მხრიდან "ინოვაციური" გასაუბრების პირველი შემთხვევა.

image

მანამდე სამუშაოს მაძიებლებს სთხოვდნენ ლოგისტიკური პარკის გაზონის მოჭრას, რათა გამოეცადათ მათი შრომისმოყვარეობა და რთულ პირობებთან ადაპტაციის უნარი.



Chengdu Ant Logistics-მა დაადასტურა, რომ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება კასტინგი დასაქმებაზე, რა დროსაც იღებენ თანამშრომლებს სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის ახალ მედია ოპერატორებს, პირდაპირ მაუწყებლებლებს და მონაცემთა ანალიტიკოსებს. გასაუბრების უნიკალურობა მდგომაროებს იმაში, რომ ადამიანების ინდივიდუალური შესაძლებლობები გარეგნობაზე უფრო მეტად დაფასდეს.


ასევე, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი ცდილობდნენ შეემცირებინათ სამუშაოს მაძიებელებელთა სტრესი.

0
104
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0