საზოგადოებრივი ამერიკის კონტინენტის უცნობი ცივილიზაცია და არტეფაქტების გაქრობის იდუმალებით მოცული ისტორია 7 ივლისი, 8:40 მექსიკის ტერიტორიაზე ინდიელებამდე, სხვა ცივილიზაცია რომ არსებობდა, ამას მეგალითური ქალაქები და ათიათასობით არტეფაქტი ადასტურებს, რომლის ასაკი ჩვენს ერამდე 10 ათასი წელი და კიდევ უფრო ძველი პერიოდია. ტერმინით – «კოლუმბამდელი ამერიკა», – კონტინენტებზე ინდიელების ცივილიზაციის არსებობას გულისხმობს. მაგრამ, მაგ., თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე, ინდიელები მხოლოდ 4-5 ათასი წლის წინ დასახლდნენ. ხოლო, იქ აღმოჩენილი არტეფაქტების ასაკი – 10-18 ათასი წელია... გარდა ამისა, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ცივილიზაციას, რომელიც იქ, ინდიელებამდე არსებობდა, დამწერლობა ჰქონდა. ამ, ჩვენთვის უცხო ცივილიზაციის კვლევა, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო. 1889 წ. შოტლანდიელი მინერალოგი უილიამ ნევენი, რომელიც მოყვარული არქეოლოგი იყო, მექსიკაში გაემგზავრა და გათხრები დამოუკიდებლად დაიწყო. მაგრამ, დიდი რაოდენობის აღმოჩენების გამო, ექსპედიციაში ადგილობრივებიც ჩართა და რამდენიმე თვით ჩასული მეცნიერი, მექსიკაში 32 წელი დარჩა. ამ ხნის მანძილზე, 7 – 9 მეტრის სიღრმეზე, მან 30 ათასამდე არტეფაქტი აღმოაჩინა, რომელიც უცნობ ცივილიზაციას ეკუთვნოდა. 1921 წელს უილიამ ნევენმა საზოგადოებას უნიკალური კოლექცია წარუდგინა, რომელთა შორის, 2, 5 ათასი, უცნობ ენაზე გაკეთებული წარწერებით, ანდეზიტის ფირფიტები იყო. თარგმნის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა – ვერც ადგილობრივები, ვერც უძველესი ცივილიზაციების მკვლევარები, ვერც ენათმეცნიერები და ვერც ეთნოგრაფები, ამ მხრივ, ნევენს ვერ დაეხმარნენ. სიცოცხლის ბოლოს, მშვიდი სიბერის სურვილით, უილიამ ნევენი ინგლისიდან აშშ–ში გადავიდა საცხოვრებლად. ხოლო, საკუთარი კოლექციის გადატანა, რომელიც 30 ათასზე მეტი არტეფაქტისგან შედგებოდა, სატვირთო გემით გადაწყვიტა. ის პორტში მოლაპარაკების შემდეგ, ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ჩასვლიდან, 1 კვირის შემდეგ, ტვირთიც უნდა ჩაეტანათ, რომელსაც მეცნიერებისთვის წარმოუდგენელი ღირებულება ჰქონდა. თუმცა, უცნაური დამთხვევების წყალობით, არტეფაქტები აშშ–ში არ ჩასულა. 2 კვირის შემდეგ კი, 86 წლის ასაკში, ნევენიც გარდაიცვალა. ბევრი მეცნიერი ჯერ კიდევ ცდილობს, ნევენის ფირფიტების, თუნდაც რამდენიმე ნიმუშის პოვნას, რომ უძველესი ცივილიზაციის შესახებ რამე გაიგოს. მაგრამ, უშედეგოდ... მთელი კოლექცია, გამონაკლისის გარეშე, დაიკარგა, ან განადგურდა, როდესაც არქეოლოგს აღარაფრის გაკეთება არ შეეძლო და ღრმად მოხუცებული იყო. არხის სხვა სიახლეები:* რატომ იყო სტალინი უკმაყოფილო ნიურნბერგის პროცესის შედეგებით?* გაიარეთ ტესტი და გაიგეთ, პროფესიის არჩევაში ხომ არ შეცდით?* კოღოებისგან თავის დაცვის მარტივი ხერხები და საინტერესო ფაქტები ამ აბეზარა და მავნე მწერის შესახებ* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?278 3-ს მოსწონს
|