ასტროლოგია ქორწინების თარიღი და ასტროლოგია 2012, 8 ივნისი, 23:33 ![]() ქორწინება და ასტროლოგია ნაწილი პირველი მაშ ასე, თუ თქვენი ქორწილი ვერძის ზოდიაქოს პერიოდს ანუ მარტ-აპრილს დაემთხვა, მოემზადეთ იმიტომ რომ ოჯახური ცხოვრება საკმაოდ დინამიური, ხმაურიანი და ცვალებადი იქნება. თუ კუროს მმართველობისას დაქორწინდით, ეს საუკეთესო ვარიანტია სტაბილური და თბილი ოჯახური კერის შესაქმნელად.ასევე საოჯახო ბიზნესისთვისაც. ტყუპის ზოდიაქო კი წყვილების ინტელექტუალურ კავშირზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ამ პერიოდში დაქორწინებულებს გამუდმებული აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კინკლაობა ექნებათ ხოლმე. ![]() კირჩხიბის ზოდიაქო კი საუკეთესო მფარველია თქვენი ქორწინების. კიბო ოჯახს მართავს. ამიტომ ამ პერიოდში თამამად იქორწინეთ, თქვენი ოჯახი ისეთი იქნება როგორზეც ოცნებობდით სულ. თუ ლომის ზოდიაქოს გავლენისას ქმნით ოჯახს, თქვენი ოჯახის კარი მუდმივად ღია იქნება მეგობრების ხმაურიანი თავშეყრისთვის, თავად თქვენ კი ყოველთვის საიმიჯო წყვილი იქნებით. ქალწულის ზოდიაქოზე დაქორწინებულებისთვის, მთავარი ამოსავალი წერტილი მატერიალური კეთილდღეობა და სტაბილურობა იქნება. თუმცა შესაძლოა ხშირი იყოს დავა წვრილმანებზე. პ.ს მომდევნო სტატიაში დანარჩენ ზოდიაქოებსაც მოგხედავთ.. 2899 2-ს მოსწონს
|