x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი ცივილიზაციების 10 ყველაზე საოცარი დამთხვევა (პირამიდა, გირჩი, სპირალი, სვასტიკა...)

ჩვენს პლანეტაზე წარსულის უამრავი იდუმალი კვალია, რომელთა საიდუმლო დღემდე გახსნილი არ არის. მაგრამ, ყველაზე საოცარი ის არის, რომ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, სრულიად ერთნაირ ნაგებობებს და არტიფაქტებს პოულობენ და მათი მსგავსების ფაქტის ახსნა, არავის შეუძლია.

აქ სწორედ, მსგავსი დამთხვევების, ყველაზე საოცარ და საინტერესო ვარიანტებს წარმოგიდგენთ:


1. ლითონის კავები

image
მეგალითებში, ტაძრებსა და სხვა პრეისტორიულ ძეგლებზე აღმოჩენილი ლითონის კავები, ჩვენი წარსულის ერთ–ერთი ყველაზე უდიდესი და ამოუხსნელი საიდუმლოა. უფრო სწორედ, აქ საუბარი, კონკრეტულად ლითონის კავებზე კი არა, მის მიერ, ქვებზე დატოვილ კვალზეა. აღნიშნული ტექნოლოგია ათასი წლის წინ, გამოიყენებოდა ეგვიპტეში, ირანში, პერუში, კამბოჯაში და სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრი აშორებს.


2. პირამიდები

image
პირამიდების ხსენებაზე, უმრავლესობა ეგვიპტე ახსენდება. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ პირამიდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია აშენებული. ბოლო დროს კი, ამგვარი ნაგებობების აღმოჩენა ცენტრალურ ევროპაშიც კი დაიწყეს — ის რაც ადრე, უბრალოდ, სწორი გეომეტრიული ფორის მქონე მთას ან ბორცვს წააგავდა, მიწაყრილიანი, ხელოვნურად შექმნილი ნაგებობა აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ თუ შუასაუკუნეების ნახატებს დავუჯერებთ, იმ პერიოდში, პლანეტაზე ბევრად უფრო მეტი პირამიდა იყო, რომელებიც მოგვიანებით, დაანგრიეს და ქვები სამშენებლო მასალად გამოიყენეს.



3. დოლმენი

image
დოლომენი — რამდენიმე ვერტიკალური და ერთი ჰორიზონტალური ქვისგან შემდგარი ნაგებობაა, რომელიც, სავარაუდოდ, რიტუალების ჩატარებისას გამოიყენებოდა. ეს ძველი ცივილიზაციების კიდევ ერთი გასაოცაოცარი დამთხვევის ნიშანია, რადგან დოლომენები როგორც ევროპაში, ისე აზიის ქვეყნებშია აღმოჩენილი.



4. ხელების გამოსახულებები

image
კლდეზე ფერწერის მსგავსი ნიმუშები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აღმოჩენილი. ქვაზე გაკეთებული ხელის ანაბეჭდები სხვადასხვა ხერხით არის დატანილი — ეს შეიძლება, ხელის ირგვლივ საღებავის შემოტარებით იყოს გაკეთებული, შეღებილი ხელის ქვაზე მიდებით და ა. შ.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს დროში, ანალოგიური გამოსახულება ძალიან პოპულარულია ავანგარდულ გამოსახულებებში და ინტერიერის გაფორმების პროცესებში.



5. სვასტიკას სიმბოლოები

image

დღეს სვასტიკა ნაციზმთან ასოცირდება და ჩვენში უსიამოვნო გრძნობებს იწვევს. თუმცა, რეალურად, ეს ძალიან ძველი სიმბოლოა, რომელიც, მაგალითად, ფართოდ გამოიყენებოდა ინდუიზმში.
გარდა ამისა, სვასტიკის სიმბოლო, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, უამრავი ძეგლის ნანგრევებზეა აღმოჩენილი. ამასთან, ევროპული კულტურები — ეტრუსკები, ბერძნები, რომაელები, კელტები... მას როგორც ბედნიერების, იღბლის და მზის სიმბოლოდ იყენებდნენ.



6. სფინქსი

image
სფინქსი — იდუმალი არსებაა, კერპი, რომელსაც ადამიანის სახე და ლომის სხეულ აქვს და რომელიც, წარსულში, კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო იყო.
სფინქსის სიმბოლოებს შორის, ყველაზე ძველი არტიფაქტი, რომელიც ძვ. წ. აღრ. 9500 წლით არის დათარიღებული, თურქეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.



7. ღვთაების სიმბოლოები, გამოყოფილი ენით

image
ღვთაების გამოსახულება, რომლებსაც ენა აქვთ გამოყოფილი, მთელს მსოფლიოშია აღმოჩენილი. დღემდე დადგენილი არ არის, თუ რა რას ნიშნავდა ეს სიმბოლო ძველად ან რატომ გამოიყენებოდა ეს გამოსახულება სხვადასხვა კულტურაში.



8. გირჩის სიმბოლო

image
ეს ძველ ხელოვნებაში გამოყენებული ერთ–ერთი იდუმალი სიმბოლოა. ამასთან, მისი აღმოჩენა, როგორც ძველ ევროპულ, ისე აზიურ კულტურებში შეიძლება. ჩვეულებრივ, გირჩი სულის განმანათლებლობის სიმბოლოდ და ასევე «მესამე თვალის» (ადამიანის საიდუმლო ორგანო, სავარაუდოდ, ჯალღუზისებრი სხეული, რომელიც თავის ტვინში მდებარეობს) სიმბოლოდაც მიიჩნევა.



9. ქურუმები

image
ძველ სამყაროში ქურუმებს და მღვდლებს ძალიან მნიშვნელოვან როლი ეკისრებოდათ. ისინი სიბრძნის და ძალაუფლების მცველები იყვნენ და სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებსაც ასრულებდნენ.
გაკვირვებას კი ის იწვევს, რომ ბევრი რიტუალი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ატარებდნენ, ერთმანეთის მსგავსია.


10. სპირალური გამოსახულებები

image
სპირალის გამოსახულება მსოფლიოს ყველა უძველეს კულტურაში გვხვდება. ახლა ის არის გასარკვევი, თუ რატომ იყენებდნენ მას ასე აქტიურად უძველეს დროში. ეს სიმბოლო, სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებში, დღესაც გამოიყენება როგორც სულიერების ზრდის და ევოლუციის სიმბოლო.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ცოცხალი ორგანიზმების განვითარება პლანეტაზე სპირალისებურად ხდება და ჩვენს გალაქტიკასაც სპირალის ფორმა აქვს... და აქ სავსებით ლოგიკური კითხვა ნდება: ნუთუ, შესაძლებელია, რომ ამ ყველაფრის შესახებ, ძველ დროში სცოდნოდათ ადამიანებს?

imageimageimageimageimageimageimage






3
924
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
924
  
2021, 26 მარტი, 15:17
:) ეტყობა სახელი ამ სიმბოლოს მიხედვით დაირქვეს
2021, 26 მარტი, 11:10
მე-8 –ში ჩვენი გირჩი აკლია :)))))))))
0 1 3