საზოგადოებრივი ძველი ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელების და ადამიანების ჰიბრიდები იყვნენ 2020, 8 ივლისი, 10:41 ახალი, მეტად უცნაური, შეთქმულების თეორიის შესახებ ალაპარაკდნენ კონსპიროლოგები. მათ განაცხადეს, რომ ძველი ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელების და ადამიანების შეჯვარებით, გენური ინჟინერიით მოევლინნენ ამ ქვეყანას. შეთქმულების თეორეტიკოსებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ეგვიპტური ლეგენდების შექმნის თარიღად, უძველეს წყაროებში, მითითებული ტერმინი Zep Tepi-ი, შეიძლება, როგორც — «პირველადი», ისე ითარგმნოს. ხოლო, აღნიშნული ლეგენდების თანახმად კი, დედამიწაზე, ერთ დროს, «ოქროს ხანა» იყო და მასზე ციდან, «კვერცხებით», ან ნავებით, ღმერთები ჩამოვიდნენ. მათი განმარტებით, აქ «ღმერთებში», — გონიერი არსებები იგულისხმებიან, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე კოსმოსიდან ჩამოვიდნენ და მათი მეშვეობით ჩაისახა, ან განვითარდა, სიცოცხლე დედამიწაზე.
«როგორ შეეძლოთ ეგვიპტელებს, ზუსტად ჩრდ. პოლუსის პირდაპირ პირამიდის აშენება, თუ მათ კომპასი არ გააჩნდათ?» — სვამენ კითხვას ალტერნატიული მეცნიერების წარმომადგენლები და იქვე პასუხობენ — «ეს უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილია, რომლებიც ცოდნას, ტექნოლოგიებს და სპეციალურ ტექნიკას ფლობდნენ». შეთქმულების თეორეტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ პირამიდები არამიწიერი, უცხო ცივილიზაციის მიერ შექმნილი ნაგებობების მხოლოდ ნაწილია და მათ, ათასობით წლის წინ, ძველი მსოფლიოს, სხვა, არაერთი ძეგლი შექმნეს. მაგ, . სტოუნჰენჯი, 50 ტ-იანი ქვებით; კუსტოს მახლობლად მდებარე ქვის ციხე-სიმაგრე, პერუში; ნასკას ხაზები, რომელიც 300-მდე გეომეტრიულ ფიგურას და ცხოველების 70 გამოსახულებას აერთიანებს; ადამიანის ქვის ფიგურები, აღდგომის კუნძულზე და სხვა მეგალითური ნაგებობები. რაც შეეხებათ ფარაონებს, — მაგ., შეიძლება, რომ ეხნატონი უცხოპლანეტელი ან ადამიანის და უცხოპლანეტელის ჰიბრიდი ყოფილიყო?ბევრი ექსპერტი ამტკიცდბს, რომ ძველი ეგვიპტე და მისი ისტორია საიდუმლოებებით არის მოცული. შთამბეჭდავი არქიტექტურული ნაგებობებიდან დაწყებული, მითოლოგიით დამთავრებული — უამრავი კითხვა არსებობს, რომელზეც ეგვიპტოლოგებს პასუხი არა აქვთ. რატომ კეთდება აქცენტი მააინცდამაინც ეხნატონზე? უბრალოდ, მას მეტად უცნაური გარეგნობა ჰქონდა. უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის ჰიბრიდიზაციის მტკიცებულებები ძველ ეგვიპტეში
გარდა ამისა, ეხნატონი ტახტზე ძვ. წ. აღრ. 1352 წელს, როგორც XVIII დინასტიის X ფარაონი ავიდა და მაშინვე რადიკალური რეფორმრბის გატარება დაიწყო — გააუქმა მრავალღმერთიანობა და ატონის კულტი — მზის ღვთაება დაამკვიდრა, რითაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეხნატონი, შეიძლება, უცხოპლანეტელიც ყოფილიყო!
შესაძლსბელია, რომ ეხნატონის მუია საზოგადოებისგან დაფარული იყოს, რადგან ის ჩვენი ცივილიზაციის არამიწიერი კავშირების მტკიცებულებას წარმოადგენს?! — ბევრი ფიქრობს, რომ მეცნიერებმა, იმიტომ «ვერ შეძლეს» მისი პოვნა, რომ მაშინ, მთელი ისტორიის გადაწერა იქნებოდა საჭირო... 1211 8-ს მოსწონს
|