x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პირამიდების შექმნის საიდუმლო ამოხსნილია – არქეოლოგებმა მშენებლობის მექანიზმი აღმოაჩინეს

პირამიდების მშენებლობის მექანიზმი ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა... კაიროს აღმოსავლეთის არქეოლოგიის ფრანგული ინსტიტუტის და ლივერპულის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ლუქსორის ჩრდილოეთით, არაბეთის უდაბნოში, ხატნუბას ალიბასტრის კარიერში რამპა (პანდუსის მსგავსი დახრილი ზედაპირი) აღმოაჩინეს, რომელსაც მუშები ქვების გადასაადგილებლად იყენებდნენ.


image


ძველი ეგვიპტელები ალიბასტრს სკულპტურების, დაკრძალვის აქსესუარების, სარკოფაგების, ჭურჭლის, და ასევე, ტაძრის კედლების და ფანჯრების მოსაპირკეთებლად იყენებდნენ და ამ ქვაზე მოთხოვნილება საკმაოდ დიდი იყო. კარიერში უზარმაზარი ლოდის დამუშავეის შემდეგ, მისი ტრანსპორტილება ციგის მაგვარი საზიდით ხდებოდა.

დღემდე, პირამიდების მშენებლობისა, ბლოკების სიმაღლეზე ატანის უამრავი თეორია არსებობდა, მაგრამ რეალური მექანიზმი ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა: ყველაფერი დამჭერი ბოძებით და მორებით სრულდებოდა, რომლითაც ქვის საზიდზე ფიქსირებას ახდენდნენ და მას უკან დაცურების საშუალებას არ აძლევდნენ.

მეცნიერები ისედაც ვარაუდობდნენ, რომ პირამიდების მშენებლობისას, ქვების სიმაღლეზე ასატანად, დამატებითი საინჟინრო ნაგებობები აუცილებლად უნდა ყოფილიყო. თუმცა, ჰიპოთეზის დასამტკიცებლად, რამპა აქამდე აღმოჩენილი არა ყოფილა.

«ჩვენს მიერ აღმოჩენილი სისტემა შედგება ცენტრალური რამპისგან, რომლის ორივე მხარეს კიბეები და უამრავი ნახვრეტებია ხის ბოძების ჩასასმელად. ციგის მსგავ საზიდზე, რომელსაც თოკებით იჭერდნენ, ალიბასტრის ქვას ათავსებდნენ, მას ხის ბოძებით და თოკებით კრავდნენ და 20°-ზე ან მეტად დახრილი რამპებით გადაჰქონდათ», — განაცხადა ექსპედიციის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, იანის გურდონმა (Yannis Gourdon).


image


მეცნიერების თქმით, ბლოკების გადაადგილების მსგავსი სისტემა გამოიყენებოდა პირამიდების მშენებლობის დროსაც, – კირქვის უზარმაზარი ბლოკების სიმაღლეზე ასატანად, მის კედელთან რამპას აკეთებდნენ და პირამიდის სიმაღლის მატებასთან ერთად, მისი დაშენება და დაგრძელება ხდებოდა. ასე, მუშებს ქვების დახრილ სიბრტყეზე გადაადგილება მარტივად შეეძლოთ და სიმაღლეს უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

«ასეთი სისტემა პირველად აღმოვაჩინეთ. გარდა ამისა, კარიერში აღმოჩენილი სხვა სამშენებლო მოწყობილობებზე ნანახი წარწერებით თუ ვიმსჯელებთ, რამპა, როგორც მინიმუმ, ხეოფსის (ძვ. წ. აღრ. 2589—2566) მმართველობის პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დროს ეგვიპრელებმა უკვე იცოდნენ, თუ როგორ უნდა აეტანათ ქვები სიმაღლეზე, თან ძალიან დახრილ ზედაპირზე», — აღნიშნა გურდონმა.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი რამპის ასაკი 4500 წელზე ნაკლები არ არის. ასე, რომ, როგორც ჩანს, ეს ტექნოლოგია პირამიდების მშენებლობის გარიჟრაჟზე გაჩნდა და სწორედ მისი დახმარებით მოხდა არა მხოლოდ ეგვიპტის, არამედ ყველა სხვა პირამიდის შექმნაც.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

1. მეცნიერებმა ჩაის 7 მავნე თვისება დაასახელეს
2. «არც ქმრისთვის მიღალატია და ციხეშიც უდანაშაულოდ ვიჯექი...» – სოფი ლორენი წარსულზე ალაპარაკდა
3. დათვმა მეტყევეს დახმარებისთვის მიმართა

4. კარე–კასკადი – წლევანდელი წლის ყველაზე პოპულარული ტრენდი და ვარიანტები

5. იმიჯი მთავარია!!! 14 წლის გოგონა, მამის თხოვნით, სტილისტთან მივიდა და ნახეთ აქედან რა გამოვიდა

6. «ტვინი ორგანიზმს მართავს, ნაწლავები – ემოციურ მდგომარეობას» – მეცნიერების ახალი აღმოჩენა


0
3693
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3693
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0