x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეგვიპტის პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული

image

image

ძველ ბერძნულ მითებში მოთხრობილია მფრინავ ნახევრადლომზე, რომელსაც ქალის თავი აქვს. თითქოს ეს ურჩხული ქ. ფიბის სიახლოვეს, ერთ კლდეზე ცხოვრობდა და მას ძალიან უყვარდა მოგზაურებისთვის რთული კითხვების დასმა. თუ ადამიანი კითხვაზე სწორ პასუხს გასცემდა, ურჩხულს ის უნდა გაეტარებინა. მაგრამ, კითხვები იმდენად რთული იყო, რომ ვერავინ პასუხობდა და ურჩხული მათ ხოცავდა. ასე იყო მანამდე, ვიდრე ურჩხულს ოიდიპოსი არ შეხვდა.
ურჩხულმა მას ჰკითხა: “ვინ დადის დილით ოთხზე, შუა დღეს - ორზე, ხოლო საღამოს - სამზე?".
ოიდიპოსმა მას უპასუხა: “ადამიანი. თუ მისი ცხოვრების დასაწყის დილას ვუწოდებთ, ბავშვობაში, ვიდრე სიარულს ისწავლის, ოთხზე დახოხავს, როდესაც იზრდება, მყარედ დგას ორ ფეხზე - ეს შუა დღეა ანუ საშუალო ასაკია, ხოლო როდესაც ადამიანი ხანში შედის, ე. ი. მისი ცხოვრების საღამოს, მას ერთი ფეხიც ემატება, ჯოხის სახით". კითხვაზე სწორი პასუხის მოსმენის შემდეგ, იმედგაცრუებული ურჩხული კლდიდან გადავარდა და მოკვდა. იმის გამო, რომ ოიდიპოსმა ქალაქი ურჩხულისგან იხსნა, ის მეფედ დასვეს.
ეს ლეგენდა, სინამდვილეში, არა ბერძნული, არამედ, ძველეგვიპტური უნდა იყოს და ის სფინქსს უკავშირდება, რომელიც დღემდე გამოცანად რჩება ჩვენი ცივილიზაციისთვის. მისი ნახვის შემდეგ, უამრავი კითხვა უჩნდება ადამიანს: ვინ და როდის გააკეთა ის? რატომ არის ლომი და არა სხვა ფიგურა? ან საერთოდ, რა დანიშნულება აქვს მას?
ზოგიერთ კითხვაზე პასუხი, მეცნიერებს უკვე აქვთ: დღეს უკვე ცნობილია, რომ სფინქსი, ჩვენს ერამდე XI საუკუნეში არის შექმნილი. იციან, მიზეზი იმისაც, თუ რატომ არის მაინცადამაინც ლომი და არა სხვა ფიგურა.

საქმე იმაშია, რომ ჩვენს ერამდე XI ათასწლეულში, კაცობრიობის ისტორიაში, დიდი ცვლილებების ეპოქა დაიწყო. მოხდა, ე. წ. “ნეოლითის რევოლუცია", რომელიც ჩვენს ერამდე 10 500-10 000 წლის წინ დაიწყო და რამოდენიმე ათასი წლის მანძილზე გრძელდებოდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, დიდი ცვლილება მოხდა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების წესში: ისინი შემგროვლელობიდან სოფლის მეურნეობაზე გადავიდნენ, დაიწყეს ხორბლისა და სიმინდის მოყვანა. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ იმ კულტურების წინაპრები, რომლის დათესვაც პირველმა მიწათმოქმედებმა დაიწყეს, აღმოჩენილი არ არის. სიმინდი და ხორბალი ერთდროულად გაჩნდა დედამიწის სხვადასხვა რეგიონში.
“რევოლუცია" მოხდა საქართველოშიც, მაგრამ, უფრო მოგვიანებით – V - IV ათასწლეულებში ჩვენს ერამდე. მტკვრისა და არაქსის ხეობებში, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ხოლო III ათასწლეულში ჩვენს ერამდე, ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, ჩამოყალიბდა მტკვარ-არაქსის კულტურა.

imageყოველივე ამის შემდეგ, ისმის კითხვა: როგორ გაჩნდა ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ რეგიონებში, ძირითადად ტროპიკულ და სუპტროპიკულ ზონებში, მიწათმოქმედების კერები?

ინდური მითოლოგიის მიხედვით, ღმერთებმა ადამიანებს, მათი განვითარების პირველ ეტაპზე, დამხმარეებად და გასაკონტროლებლად, ადამიანი-გიგანტები გამოუგზავნეს, რომლებიც მოგვიანებით, ღმერთებს დაუპირისპირდნენ და ამ ომში დამარცხდნენ. ამ მითში მოყოლილი ისტორიის მტკიცებულებად, 2007 წ. ინდოეთში “ცარიელ უდაბნოში" ნაპოვნი გიგანტური ადამიანის ჩონჩხი გამოდგება, რომლის სიმაღლე 12 მ. იყო. გარდა ამისა, შრილანკაზე, კონუსურ მთაზე, რომელსაც ადგილობრივები ადამის მთას ეძახიან, ადამიანის ფეხის ტერფის ანაბეჭდი არის აღმოჩენილი, რომლის სიგრძე 160 სმ-ია, ხოლო სიგანე - 75 სმ.

image2005 - 2007 წწ. ადამიანი-გიგანტების 200-მდე ნამარხი აღმოჩენილია საჰარის უდაბნოში. ხოლო, თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მსგავს სამარხში, იპოვეს 160 სანტიმეტრიანი ფეხის ძვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ძვლის პატრონი 5 მ. სიმაღლის უნდა ყოფილიყო.

imageადამიანი-გიგანტების ნამარხები, ასევე აღმოჩენილია ჩინეთში, ავსტრალიაში, მექსიკაში, პერუში, ფილიპინებზე, სირიაში, მაროკოში, იაპონიაში და საქართველოში (ხარაგაულის რაიონი). ამ ნამარხების მიხედვით, გიგანტური ადამიანების სიმაღლე 3-დან 12 მეტრამდე უნდა ყოფილიყო. თუ ვინ იყვნენ ისინი და საიდან მოვიდნენ უცნობია. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მათ დიდი წვლილი შეიტანეს და ძირეული გარდატეხა მოახდინეს ჩვენი ცივილიზაციის ფორმირების საქმეში. ორ ცივილიზაციას შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, ადვილი არ იყო. მათ შორის გამუდმებით ხდებოდა კომფლიქტები და ომები.

imageთუ ინდოელებისთვის, მათ ტერიტორიაზე გამოჩენილი ადამიანები, ღმერთის მიერ დასახმარებლად გამოგზავნილი ადამიანები იყვნენ, ეგვიპტელები, შუმერები, ამერიკის კონტინენტებზე მცხოვრები ხალხები და ძველი ბერძნები თვლიდნენ რომ ისინი, თავად ღმერთები იყვნენ.

ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღმერთები ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდნენ, შუმერები ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი, რაც მათ იცოდნენ, ღმერთებმა ასწავლეს, ხოლო ძველი ეგვიპტური ჩანაწერების მიხედვით, ფარაონებამდე, ეგვიპტეს ჯერ ღმერთები, შემდეგ კი ნახევრადღმერთები მართავდნენ. ფარაონების მმართველობამდე აშენდა ეგვიპტის პირამიდებიც. ვესტკარის პაპირუსის მიხედვით, პირამიდების ასაკი 4-5 ათასი წელია ანუ ჩვენს ერამდე, 2, 5 ათასი წლის წინ არის აშენებული.

imageპაპირუსი ძვ. წ. აღრ. XVIII-XVI სს. არის დაწერილი და მასში 1000 წლის წინანდელი ამბები არის აღწერილი. მასში, პირამიდების მშენებლობის ამბების გარდა, ეგვიპტური ზღაპრებიც არის მოყოლილი, რაც ეჭვქვეშ აყენებს პირამიდების მშენებლობის დასახელებულ თარიღს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაპირუსის შექმნის ეპოქაც. ყოველივე ამის შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პაპირუსში მითითებული, პირამიდების აშენების თარიღი, სინამდვილეს არ შეესაბამება.
უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, პირამიდები 12 000 წლის წინ არის აშენებული. ეს მეცნიერებმა სფინქსის მდებარეონის მიხედვით დაადგინეს. სფინქსი, მათი აზრით, ახალი ეპოქის დაწყების აღსანიშნავად იყო კლდეში გამოკვეთილი. ის აღმოსავლეთით, მზის ამოსვლის წერტილს უყურებს, ხოლო იმ ადგილზე, ღამის ცაზე, ზოდიაქოს თანავარსკვლავედი ჩნდება.

imageდედამიწა, ერთი წლის მანძილზე, 12 ზოდიაქს შორის აკეთებს სრულ წრეს. მოძრაობის დროს, მისი წარმოსახვითი ღერძი, თანდათანობით გადაადგილდება (ღერძის ასეთ მოძრაობას, პრეცესია ეწოდება) და ასევე აკეთებს სრულ წრეს, ზოდიაქოებს შორის. მაგრამ, ეს იმდენად ნელი პროცესია, რომ დედამიწისგან განსხვავებით, წარმოსახვით ღერძს, ამ წრის გასაკეთებლად, 25 765 წელი ესაჭიროება.

imageimageამჟამად, დედამიწამ დატოვა თევზების ეპოქა და მერწყულის ეპოქაში გადავიდა, ხოლო როდესაც სფინქსის ქანდაკება იქმნებოდა, პლანეტა ლომის ეპოქაში შევიდა. ეს კი 12000 წლის წინ, ანუ ჩვენს ერამდე 10 000 წლის წინ იყო.

imageდადგენილია, რომ სფინქსი და პირამიდები ერთი და იგივე დროს არის შექმნილი. ამიტომ, პირამიდების აშენების თარიღად, ძვ. წ. აღრ. 10 000 წელი არის მიჩნეული. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს თარიღი, ნეოლითის “რევოლუციის" დაწყების თარიღს ემთხვევა. სფინქსი მთაში გამოკვეთილი მონოლითური ფიგურაა, ხოლო პირამიდები მაღალტექნოლოგიური ნაგებობა, რომლის ასაშენებლად, ბევრად უფრო განვითარებული ტექნიკური ბაზა იყო საჭირო, ვიდრე დღეს არის დედამიწაზე.
იაპონიაში სცადეს, უახლესი ტექნიკის გამოყენებით, ხეოფსის პირამიდის მინი მოდელის აშენება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათი.
ვესტკარის პაპირუსში ნათქვამია, რომ ხეოფსის პირამიდა 20 წლის მანძილზე შენდებოდა და მას მუშები შიშველი ხელებით აშენებდნენ, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთი პირამიდის ხელით ასაშენებლად, მინიმუმ 100 წელი მაინც იქნებოდა საჭირო. მშენებლობა 20 წელში რომ დასრულებულიყო, მშენებლებს, თითო ქვის დადებაზე, რომელიც საშუალოდ 2, 5 ტ. იწონის, ხოლო ყველაზე დიდი 15 ტ. არის, სულ 3 წუთი უნდა დაეხარჯათ.
ამრიგად, თუ პაპირუსში პირამიდის აშენების ვადა ზუსტად არის მითითებული, პირამიდის ასეთ მცირე დროში აშენება, მხოლოდ აკუსტიკური ტალღების გამოყენებით შეეძლოთ.

აკუსტიკურ ტალღებს დედამიწის გრავიტაციის დაძლევა და უწონობის ველის შექმნა შეუძლია. ასეთ ვითარებაში, უზარმაზარი ბლოკები ბურთზე უფრო მსუბუქი გახდებოდა.
ძველ ბერძნულ ჩანაწერებში, პირამიდების მშენებლობის მექანიზმი, “მფრინავი ქვების" სახელით არის მოხსენიებული და პლატონის თქმით, ეგვიპტელმა ქურუმებმა იცოდნენ ამ საიდუმლოს შესახებ ყველაფერი.

დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით, მსგავსი მეთოდით, მხოლოდ ჩოგბურთის ხელა საგნის აწევა არის შესაძლებელი. ამაზე შორს, ჩვენი ცივილიზაციის ტექნიკა არ წასულა. მაგრამ ეს შედეგი, იმის მტკიცებულებად გამოდგება, რომ საგნების აკუსტიკური ლევიტაცია შესაძლებელი არის.
სფინქსს ლომის ტანი და ადამიანის სახე აქვს. მეცნიერებმა შეისწავლეს მისი სახის ნაკვთები და ის დღეს მცხოვრებ ადამიანების სახის ნაკვთებს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ მსგავსი სახის ნაკვთები და ფორმა, არცერთი რასის წარმომადგენელს არა აქვს. ამის შემდეგ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ეს არის იმ ცივილიზაციის წარმომადგენლის სახე, რომელიც ჩვენს ცივილიზაციამდე (ან მასთან ერთად, ატლანტიდაზე) ცხოვრობდა დედამიწაზე, ხოლო სფინქსის ქანდაკება არის “სახსოვარი" (სფინქსის საიდუმლო დღემდე არ არის ამოხსნილი), რომელიც წინა ცივილიზაციამ დაუტოვა ჩვენს ცივილიზაციას.

10
4385
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4385
  
2019, 12 თებერვალი, 23:47
ლალი ამ სტატიის მერე გაგწეწენ... :დ ქართველები იჩემებენ, სომხებს მიჩემებული აქვთ და თავისი კულტურის განუყოფელ ნაწილადაც მიიჩნევენ, ებარელები აღარც დაობენ ღვთის რჩეულები არიან და "იასნა" სხვა ვინ თუ არა ეგენი ააშენებდნენ... სლავები (რუსები განსაკუთრებით) ჯერ ეორედ მომსმვლელი მესიის ეროვნების "გარუსებით" არიან დაკავებულნი და ალბად ამისთვისაც მოიცლიან, თურქმენული ხალხებს უაკანალის დაბანვის დრო უწევთ და ჯერ არ სცალიათ ამაზე საკამათოდ... შენ კი ყველა ამათ ცივ წყალს ასხავ და არათუ მათი რომელიმესი არამედ საერთოდ ჰომო საპიენსის აშენებული არააო... ყოჩაღთ ლალი, ყოჩაღთ. :დ

პ.ს. სტატია დიდებულია, ძლივს მესიანისტური პათოსით და ბნელო პატრიოტული მიკერძოებულობით გაჯერებული საიტის კედელზე ერთი ჩირაღდანი აკიაფდა... ინტერმედია წაახალისე მსგავსი სტატიები. (ავტორები უპირველესად)
2019, 12 თებერვალი, 20:19
მეტი ასეთი სტატია :))
2016, 25 აპრილი, 13:57
მადლობა, ასეთი შეფასებისთ
2016, 25 აპრილი, 13:48
საინტერესოა ძალიან მაგარი სტატიაა
2016, 1 მარტი, 23:55
დიდი მადლობა ყველას, ასეთი შეფასებისთვის და კომენტარისთვის
2016, 1 მარტი, 13:31
მეც მაგის იმედი მაქვს..
მაგარია!!!!!!!!!!!!!! ისეთი ,,სუნი,, მცემს, რომ ამ საუკუნეში მაინც აეხდება ფარდა ბევრ საიდუმლოს)))
2016, 1 მარტი, 13:05
სიტყვები მართლა არ მყოფნის, ეს სტატიაზე ბევრად უფრო მეტია, აღფრთოვანებული დავრჩი. ყველაზე საუკეთესო ნამუშევარია რაც კი დღემდე ამ თემასთან დაკავშირებით წამიკითხავს, ჩემთვის ყველაზე
საინტერესო თემაა და უმაგრესი სტატიია, ავტორს დიდი მადლობა..და უეწველად გავაზიარე. ბრავო
ლალი
2016, 1 მარტი, 12:29
ძალიან საინტერესო ჰიპოთეზაა და ჭეშმარიტებასთან ახლოს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10