არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც უძველესი დროიდან გადმოგვეცა, არასდროს შეცვლილა და დღემდე ვიყენებთ: მაგ., მესოპოტამიელებმა საათი 60 წუთად დაყვეს, კვირა — 7 დღედ, წრე — 360 გრადუსად... ძველად, კვლევებით მხოლოდ ქურუმები იყვნენ დაკავებულები და უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერება იმ დროს, საკმაოდ კარგად იყო განვითარებული, იმის მიუხედავად, რომ სამყაროს შეცნობის მეთოდები, რომელსაც იმ დროს იყენებდნენ, დღეს არსებული მეთოდებისგან კარდინალურად განსხვავდებოდა.
მაგ., ძველმა შუმერებმა, ჯერ კიდევ, ძვ. წ. აღრ. XVIII საუკუნეში, იცოდნენ კათეტების მნიშვნელობა და ჰიპოთენუზის გამოთვლა მართკუთხა სამკუთხედში. მაგრამ, ისინი ამისთვის ფორმულას არ იყენებდნენ, რომელიც ის პითაგორმა ათასი წლის შემდეგ შექმნა. შუმერები უფრო რაციონალურად აზროვნებდნენ: მათ, უბრალოდ, სხვადასხვა სიგრძის სამკუთხედის გვერდის სიგრძეები ერთ ცხრილში გააერთიანეს და ანგარიშის გარეშე, პირდაპირ პასუხს გებულობდნენ. ცოტა მოგვიანებით, ძველი ბაბილონის მოსახლეობამ ერთუცნობიანი ამოცანების ამოხსნა, გეომეტრიული ფიგურების ფართობის გამოთვლა და კვადრატული ფესვის ამოღება ისწავლა.
მეცნიერება უძველეს დროში, ძირითადად, აღწერითი ხასიათის იყო. შუმერები, დამწერლობის არსებობის წყალობით, ყველაფერს აღწერდნენ, რაც მათ ირგვლივ ხდებოდა და ჩვენამდე უამრავმა თიხის ფირფიტამ მოაღწია, რომელიც ზოოლოგიის, მინერალოგიის და ბოტანიკის სფეროში ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენს.
შუამდინარეთში განსაკუთრებით კარგად იყო განვითარებული ასტრონომია: აღმოჩენილია თიხის არტიფაქტები, რომელზეც პლანეტების და ვარსკვლავების მოძრაობაა აღწერილი. შუმერებს შეეძლოთ მთვარის და მზის დაბნელების წინასწარმეტყველება და წლის დღეებისთვის, მზის ნათების ხანგრძლივობის გამოთვლა.
ხოლო, ერთ შუმერულ ბეჭედზე, ასახულია სამყაროს მოდელი, სადაც ჩვენი პლანეტა მზის ირგვლივ მოძრაობს. შუამდინარეთში გაჩნდა დროის პერიოდები (საათი, კვირა, თვე, წელი), რომელსაც ჩვენ დღემდე ვიყენებთ.
ძვ. წ. აღრ. 8-7 სს. ბაბილონის ასტრონომებმა კვლევის ემპირიული მიმართულება განავითარეს და ამის წყალობით, მეცნიერება ღვთიური და ზებუნებრივი ასპექტებისგან გათავისუფლდა, რამაც თავის მხრივ, ადამიანები ბუნებასთან და გარესამყაროსთან დააკავშირა.
ძველი შუმერებისთვის კანონი უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენდა და ამიტომ, კარგად იყო განვითარებული იურიდიული სფერო: სახელმწიფოში ტარდებოდა სასამართლოები, ისჯებოდნენ დამნაშავეები, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილს თავდაცვის უფლება ჰქონდა.
შუამდინარეთში განვითარებული იყო მშენებლობაც – საკმარისია გავიხსენოთ ბაბილონის ზიქურათი, – ღმერთთან ადამიანის კავშირის ადგილი. შენობების გარდა, ძველ შუამდინარეთში აგებდნენ ხიდებს, აგებდნენ გზებს და აკეთებდნენ აკვადუკებს. იქვე გაჩნდა პირველი მავზოლეუმებიც.
შთამბეჭდავია მეცნიერების მიღწევები ძველ ინდოეთშიც. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, კაცობრიობის ისტორიაში, ათობითი სისტემის შექმნა იყო, რომელსაც ჩენ დღემდე ვიყენებთ. თავდაპირველად ციფრებს სიტყვებით წერდნენ, ხოლო მოგვიანებით, ციფრების აღმნიშვნელი ნიშნებიც შემოიღეს – სწორედ ის, რასაც ჩვენ «არაბულ ციფრებს» ვეძახით, ხოლო არაბები – ინდურს ეძახიან.
ძველი ინდოელი მეცნიერები კარგად ერკვეოდნე ქიმიაში. მათთვის ცნობილი იყო ლითონების და შენადნობების თვისებები. შეეძლოთ საღებავის დამზადება მინერალებით და მცენარეული ნედლეულით. მათ შექმნეს ხელოვნური ძვირფასი ქვების და მინის დამზადების ტექნოლოგია, დახელოვნებულები იყვნენ შხამების და სურნელოვანი ესენციების დამზადების საქმეში.
შემონახულია ძველი ფილოსოფიური და სამეცნიერო ნაშრომები, რომელშიც ავტორები იმაზე საუბრობენ, რომ ყველაფერი უმცირესი ელემენტებისგან (ატომები) შედგება.
ძველ ინდოეთში კარგად იყო განვითარებული მედიცინა, რომელიც ჩვენს დროში, «აიურვედის» (მეცნიერება დღეგრძელობის შესახებ) სახელით არის ცნობილი. იმ პერიოდის სამედიცინო ტრაქტატებში, მცენარეებით და მინერალებით მკურნალობის არაერთი მეთოდია აღწერილი.
ძველ ინდოეთში უმაღლეს დონეზე იყო ცოდნა, ადამიანის ფიზიოლოგიის და ანატომიის შესახებ: ექიმს შეეძლო ახსნა, თუ რისთვის იყო საჭირო ესა თუ ის ორგანო, დაესვა დიაგნოზი და შეერჩია მკურნალობის მეთოდი, არა მარტო ფიზიკური ჩივილების, არამედ პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ქირურგებს კი, ასზე მეტი, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით, საკმაოდ რთული ოპერაციების გაკეთება შეეძლოთ: მაგ., კიდურების ამპუტირება, თავის ქალის ტრეპანირება და საკეისრო კვეთის გაკეთება.
ძველ საბერძნეთზე თუ ვისაუბრებთ, მას პირველობა – ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების შექმნაში ეკუთვნის, რომელიც აზროვნების წესებს, ბუმების და საზოგადოების განვითარების კანონზომიერებას, მსოფლმხედველობას და გარემოში ადამიანის ადგილს სწავლობს. ძველი ბერძნებისთვის, ცოდნას პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა და სწორედ ეს გახდა მომავალში, ხელოვნების და ოსტატობის განვითარების საფუძველი.
ამ ქვეყნის ცნობილ ფილოსოფოსებს შორის, შეგვიძლია დავასახელოთ პლატონი, სოკრატე და არისტოტელე. სოკრატე — დიალექტიკის, როგორც ჭეშმარიტების შეცნობის, ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. პლატონი ობიექტიური იდეალიზმის კლასიკური ფორმის შემქმნელად ითვლება. ხოლო, არისტოტელემ მსოფლიოს სამეცნიერო ფილოსოფია აჩუქა, – სწავლება ყოფიერების პრინციპების შესახებ.
მათემატიკის სფეროში შეგვიძლია გამოვყოთ პითაგორა, რომელმაც გამრავლების ტაბულა და თეორემა (a2 + b2 = c2) შექმნა, რომელსაც მოგვიანებით, მისი სახელი უწოდეს.
ფიზიკოსებს შორის, აუცილებლად უნდა გამოვყოთ არქიმედე, რომელმაც მხოლოდ ყველასთვის ცნობილი კანონი კი არა შექმნა, უამრავი გამოგონების ავტორიც არის და დემოკრიტე, – ატომიზმისა და მატერიალური ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ძველი საბერძნეთში, ყველაზე ცნობილი ისტორიკოსები ქსენოფონტე და ჰეროდოტე იყო. ეს უკანასკნელი მხოლოდ მეცნიერი კი არა, დიდი მოგზაურიც იყო, რომელმაც უამრავი ინფორმაცია დაგვიტოვა, იმ ქვეყნების შესახებ, რომელშიც მოგზაურობდა. მაგრამ, გეოგრაფიის სფეროში, ყველაზე მეტად ცნობილი პტოლემე არის, «გეოგრაფიის სახელმძღვანელოს» და 27 რუკის ავტორი, რომლითაც ევროპაში მომდევნო 1000 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდნენ.
პირველი, ვინც აზრი გამოთქვა სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის არსებობის შესახებ, ძველი ბერძენი სწავლული არისტარქ სამოსელი იყო. მაგრამ, ამის დამამტკიცებელი დოკუმენტური მასალა არ არსებობს.
ხოლო მედიცინაში, უმნიშვნელოვანესი ადგილი ჰიპოკრატეს ეკუთვნის, რომელმაც სამეცნიერო მედიცინის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. ის უამრავი შრომის ავტორი, რომელშიც განიხილავდა სამედიცინო ეთიკას, პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობას, ორგანიზმის ერთიანობის და სხვა საკითხები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავადმყოფობის ისტორიის ჩაწერის ტრადიციაც, ჰიპოკრატესგან მოდის.
ძველ ცივილიზაციებს, განვითარებით, არც ეგვიპტელები ჩამორჩებოდნენ. ამ ქვეყანაში ჩატარდა პირველი კვლევები მათემატიკაში. ეგვიპტელებს შეეძლოთ რიცხვების გამრავლება და გაყოფა. იცოდნენ რიცხვი «პის (P)» მნიშვნელობა, რომელიც მშენებლობის დროს, პროპორციების გამოთვლისთვის გამოიყენებოდა. გარდა ამისა, მათ იცოდნენ ობიექტის ფართობის და მოცულობის გამოთვლა.
განსაკუთრებული მიღწევები ძველ ეგვიპტელებს ასრტროლოგიის სფეროში აქვთ. ამ ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო მსოფლიოში პირველი ზოდიაქოს წრე და ასევე, რამდენიმე ძველებური ზოდიაქოს რუკა. ამ ქვეყანაში იმის შესახებ იცოდნენ, რომ მარს და ვენერას გარკვეული ფაზები ჰქონდათ და რომ სირიუსის ერთი ციკლი 1460 წელს შეადგენდა.
ძველმა ეგვიპტელებმა მსოფლიოში პირველებმა შექმნეს კალენდარი, რომლის მეშვეობით, ისინი მოსავლის აღების ვადებს საზღვრავდნენ, რომელიც ნილოსის სეზონურ ადიდებაზე იყო დამოკიდებული.
მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, იმის დადგენაც მოხერხდა, რომ უმაღლესი სასულიერო პირები – ქურუმები კარგად იცნობდნენ ადამიანის ანატომიას და ქირურგიული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა. იმ დროს, ასევე ფართოდ იყო გავრცელებული, ზეთით და ბალახებით მკურნალობის პრაქტიკა. ეგვიპტელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ სპორტს და ფიზიკურ აქტივობას.
ეგვიპტელებმა პაპირუსი შექმნეს, რომელიც საწერი ქაღალდის ფუნქციას ასრულებდა. ისინი მას ლოტოსის ღეროებიდან ამზადებდნენ და ნედლეულის მომზადების ტექნოლოგია იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქრონიკები, საკმაოდ კარგად არის შემონახული – მასზე შესაძლებელია როგორც ტექსტის წაკითხვა, ისე გამოსახულების გარჩევა. სწორედ პაპირუსებზეა შემონახული ენციკლოპედიური მონაცემები და გეოგრაფიული რუკები.
ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე შემონახულია არაერთი არქიტექტურული ძეგლი, რომელიც ამტკიცებს, რომ ძველმა ეგვიპტელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს სამშენებლო სფეროში. ძველი ძეგლების უმრავლესობა, იდეოლოგიური დატვირთვის მიზნებისთვის იყო შექმნილი და ფარაონების შეუზღუდავი ძალაუფლების ერთგვარ დემონსტრაციას წარმოადგენდა. ძველი ნაგებობების მახასიათებელი ნიშნებია – მონუმენტალურობა, დიდებულება და მასიურობა იყო.
მაგ., ხეოფსის პირამიდა, XIX ს. ბოლომდე, ვიდრე ეიფელის კოშკი არ ააგეს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო და ის ერთადერთი საოცრებაა, 7 საოცრებიდან, რომელიც დღემდე არსებობს.
ამრიგად, სრულიად ნათელია, რომ უძველესი ცივილიზაციების წარმომადგენლები საკმაოდ განვითარებულნი იყვნენ, ხოლო ზოგიერთი ასპექტში, თანამდეროვე მეცნიერებას უსწრებდნენ კიდეც (მაგ., იგივე პირამიდები – მისი ანალოგიური ნაგებობის შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ჯერ-ჯერობით, შეუძლებელია). მეცნიერებს არ შეუძლიათ ყველა არტიფაქტის შესწავლა, რადგან ბევრი მათგანი ჯერ აღმოჩენილი არ არის. მაგრამ ის, რაც უკვე აღმოჩენილია, იმის მტკიცებულებაა, რომ ძველი ცივილიზაციები არა ერთ საიდუმლოს ინახავენ, რომლის ამოხსნა მომავლის საქმეა. მაგალითისთვის შეგვიძლია 5 უძველესი არტიფაქტი მოვიყვანოთ, რომლის შესახებ, მეცნიერებმა ბევრი არაფერი იციან... გაგრძელება >>>
* ძველი სამყაროს 3 ძირითადი საიდუმლო
* მიწისქვეშა სამყარო და ეკვადორის ლაბირინთის ლითონის ბიბლიოთეკა
* მეცნიერებმა ძველ ეგვიპტელებს და ინდიელებს შორის კონტაქის კვალს მიაგნეს. მაიას ტომის «ბიბლიური» ჩანაწერები
* «ეს რა სხეული შემომაპარეთ?» – თავის გადანერგვა და მედიცინის სხვა სასწაულები ძველ ეგვიპტეში
* ძველი ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელების და ადამიანების ჰიბრიდები იყვნენ