განათლება ცხოვრების 12 კანონი, რომლის არცოდნა პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს 2019, 13 მაისი, 11:01 ის, რაც ჩვენთან ერთი ანდაზით — «რასაც დასთეს, იმას მოიმკიო» გადმოიცემა, ინდუიზმში მთავარი დოქტრინაა და მას კარმა (სანსკ. कर्म karma «ქმედება») ჰქვია (ცენტრალური ცნება ინდუიზმსა და აღმ. აზიის სხვა რელიგიებში, – ცოცხალი არსების ქმედება, რომელიც მის შემდგომ ბედს და ცხოვრების პირობებს განსაზღვრავს). ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ვამბობთ და ვაკეთებთ, ყველაფერი ჩვენს შემდგომ ცხოვრებაზე მოქმედებს. ანუ კარმის კანონის მიხედვით, ყველა ქმედებას აქვს შედეგი, რომელიც ბედნიერებამდე ან უბედურებამდე მიგვიყვანს. კარმას რომ თავი დავანებოთ და ისევ ზემოთ ხსენებულ ანდაზას მივუბრუნდეთ, მასაც აქვს დადებითი და უარყოფითი შედეგის ინტერპრეტაციები, რომლებიც შემდეგ გამოთქმებში აისახება: «მადლი ქენი, ქვაზე დადე, გამოივლი, წინ დაგხვდება» ან «ეს ცოდვა ან დაეწევა, ან უკანა გზაზე, წინ დახვდება». ამრიგად, რაც ინდუიზმში კანონია, არც ჩვენთვის არის «უცხო ხილი». ამიტომ, რაც უფრო მეტი გვეცოდინება კარმის ანუ «ქმედების» კანონის შესახებ, მით უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რადგან «კანონის არცოდნა, ადამიანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს». 1. ცხოვრების უდიდესი კანონი— «რასაც დასთეს, იმას მოიმკი». ცნობილია ასევე «მიზეზ–შედეგობრივი კანონის» სახელით; — რაც უნდა გავგზავნოთ სამყაროში, უკან სწორედ ის დაგვიბრუნდება; — თუ გვინდა ბედნიერება, მშვიდობა, სიყვარული, მეგობრობა… თავად უნდა ვიყოთ ბედნიერები, მშვიდნი, მოსიყვარულენი და მეგობრულები. 2. შექმნის კანონი— ცხოვრება ახლა არ ჩასახულა და მას ჩვენი თანამონაწილეობა ესაჭიროება; 3. მორჩილების კანონი— «ის, რისი მიღებაც არ გვინდა, ჩვენთვის ყოველთვის გაგრძელდება»; — ჩვენ ვერ შეცვლით სიტუაციას მანამდე, ვიდრე არ მივიღებთ მას; — თუ ვინმეში მტერს ვხედავთ, ან არ მოგწონს მისი ხასიათის რაღაც თვისება და მას უარყოფითად ვაფასებთ, — იმას ნიშნავს, რომ თავად არა ვართ მზად ცხოვრების უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად. 4. ზრდის კანონი— გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანიშნულების ადგილი; 5. პასუხისმგებლობის კანონი— ყოველთვის, როდესაც რაღაც პრობლემა ჩნდება ცხოვრებაში, ე. ი. ეს პრობლემა ჩვენშია; 6. კავშირის კანონი— თუ ის რასაც ვაკეთებთ, უმნიშვნელოდ გვეჩვენება, მაინც უნდა გავაგრძელოთ კეთება, რადგან სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია; 7. კონცენტრაციის კანონი— არ შეიძლება ერთდროულად ორ რამეზე ფიქრი; 8. მადლიერების და სტუმართმოყვარეობის კანონი— თუ რაღაცა სწორი გვგონია, დადგება დრო, როდესაც ამის დემონსტრირების საჭიროება გახდება. ამისთვის თუ მზად არ ვიქნებით — ე. ი. მხოლოდ აზრი გვაქვს და არა ცოდნა. 9. კანონი «აქ» და «ახლა»— წარსულის ანალიზი და მომავალზე ფიქრი, იმაზე დაფიქრების საშუალლებას არ გვაძლევს, რაც ახლა, ამ მომენტში ხდება; 10. ცვლილების კანონი— ისტორია მანამდე განმეორდება, ვიდრე სათანადო დასკვნას არ გავაკეთებთ, რაც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის და სხვა გზაზე დაგვაყენებს; 11. მოთმინების და დაჯილდოების კანონი— ნებისმიერი ჯილდოს მიღება დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული; 12. მიღების კანონი— ჩვენ მხოლოდ იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ; 237 4-ს მოსწონს
|