x
image
პოკაჰონტასი
თუ მოდას მისდევთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ რა აღიარეს დიზაინრებმა 2017 წლის ზამთრის ტრენდად
image
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2017 წლის სიმბოლო ცეცხლოვანი მამალია, ამიტომ საუკეთესო ფერთა გამა, რომლითაც ამ წელს უნდა შევხვდეთ, წითელი და ოქროსფერია. ამასთან, სასურველია ახალი წლის ღამეს ქალბატონებიც და მამაკაცებიც კლასიკურად იყვნენ შემოსილი. ასეთ შემთხვევაში, ქალების სამოსი უნდა შედგებოდეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელისგან და კოქტეილის კაბისგან, რომელიც იქნება წითელი, ყვითელი, ან პასტელურ ოქროსფერ ტონებში. აქსესუარებიდან უპირატესობა ოქროს და მარგალიტის სამკაულებს მიენიჭება. მამლის წელს მამაკაცებიც დახვეწილი სამოსით, პიჯაკით და კლასიკური შარვლით უნდა შეხვდნენ.

ეს, რაც შეეება კონკრეტულად ახალი წლის ღამეს, მაგრამ წინ მთელი წელია და თუ მოდას მივყვებით, საჭიროა ვიცოდეთ თუ როგორ გამოვიყურებოდეთ ყოველდღიურად. დიზაინრებმაც არ დააყოვნეს და გაგვიზიარეს, თუ რა იქნება ყველაზე ტრენდული 2017 წლის ზამთარში.

image

სპორტული ქურთუკი, რომელიც სათხილამურო ქურთუკს მოგვაგონებს. იგი ძალიან უხდება შლაქსს და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.



image
განსაკუთრებულად გრძელი სახელოები, რომელიც მოდურობასთან ერთად, ძალიან კომფორტულია ზამთარში. მან შესაძლოა ხელთათმანის მაგივრობაც კი გასწიოს.

image

დიდი ზომის ქურთუკები, ე.წ დუტები ამ სეზონის მთავარი ტრენდია. ასეთი გაბერილი და მსუბუქი ქურთუკები, საოცრად თბილია ცივ ზამთარში.


imageმიჰყევით წლევანდელი ზამთრის ტენდენციას და ნაცვლად იმისა, რომ ზაფხულისთვის შეინახოთ თქვენი საყვარელი უსახელო კაბა, შეგიძლიათ გადაიცვათ იგი თბილ, ყელიან სვიტერზე.


imageპლატფორმიანი ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან კომფორტულია, თუნდაც ყოველდღიურად სატარებლად.

imageყურებიანი, ბეწვის ქუდები, რომელიც მეტად თბილია.


imageსამხედრო სტილის, ოქროსფერი ღილებით გაწყობილი, გრძელი პალტოები.

imageლაკის გრძელი პალტოები

imageგამაშები, რომელიც შეგიძლიათ ჩაიცვათ ქვედაბოლოსთან, ან კაბასთან.

imageხელოვნური ბეწვის შარფი, რომელიც შეგიძლიათ დიაგონალურად შემოიხვიოთ სხეულზე, ისევე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.


ალბათ, ბევრი თქვენგანისათვის უცნაური და ბევრისათვის მიუღებელიც კი არის ზემოთჩამოთვლილი ტენდენციები. ხშირად, რათქმა უნდა, მოდა ბევრ უცნაურობებს გვთავაზობს, ამიტომ, საკუთარი სტილის საუკეთესო შემქმნელები თავადვე ვართ. მთავარია, გვიხდებოდეს ის სამოსი, რომელსაც ჩავიცვამთ და თავდაჯერებულად ვგრძნობდეთ მასში თავს.















0
1642
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
1642
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0