x
image
პოკაჰონტასი
როგორ მოვაშოროთ თეთრ ფეხსაცმელს ლაქები და დავუბრუნოთ პირვანდელი სიქათქათე

image
თეთრი ფერის ფეხსაცმელი, განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულის ცხელ სეზონზეა. იგი თითქმის ყველანაირ სამოსს უხდება, თუმცა, ფერის გამო, მეტ გაფრთხილებას მოითხოვს. ამიტომ, თუ თქვენმა თეთრი ფერის კედმა, ან ბოტასმა პირვანდელი იერი დაკარგა, გულს ნუ აიცრუებთ მასზე, სულ მცირე ძალისხმევაა საჭირო, რომ ის კვლავ ახალივით გამოიყურებოდეს.


გაგაცნობთ რამდენიმე მეთოდს, თუ როგორ განაახლოთ თქვენი ფეხსაცმელი:


  • შეურიეთ ერთმანეთს საჭმლის სოდა და სარეცხი საშუალება, თანაფარდობით 1: 1.5, აღნიშნული ნარევი წაუსვით ფეხსაცმელს და გაწმინდეთ კბილის ჯაგრისით. ნარევის ჩამორეცხვის შემდეგ, ფეხსაცმელს მოურეცხეთ ძირი, ამოაცალეთ საფენები და მოათავსეთ სარეცხის მანქანაში, დელიკატურ რეჟიმზე. არ დაგავიწყდეთ, სარეცხს დაამატოთ რამდენიმე პირსახოცი, რათა დააბალანსოთ დატვირთვა და შეაჩეროთ ფეხსაცმლის მიხეთქება სარეცხი მანქანის ბარაბანზე.

  • თეთრი ფეხსაცმლის გაწმენდის კიდევ ერთი გზა საშლელია. ეს პატარა ნივთი მართლაც, რომ საოცრად აშორებს ლაქებს ზედაპირიდან.

image



  • ტყავისა და ტილოს ფაქტურის ფეხსაცმლის გასათეთრებლად, კარგად მოქმედებს 1 სუფრის კოვზი სოდის, 2 სუფრის კოვზი თეთრი ძმრისა და 1 ჭიქა წყლის ნარევი. საწმენდად გამოიყენეთ ქსოვილი, ან ძველი კბილის ჯაგრისი. ასევე, შეგიძლიათ ერთმანეთს შეურიოთ 1 სუფრის კოვზი სოდა, 1/2 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ცოტაოდენი წყალი. ნარევი ჯაგრისით გადაანაწილეთ ფეხსაცმლის ზედაპირზე და 30 წუთის შემდეგ გადარეცხეთ წყლით.

  • ტყავის, რეზინისა და ზამშის თეთრ ფეხსაცმელს, ასევე საოცრად ასუფთავებს მაკიაჟის მოსაშორებელი მიცერალური წყალი.

  • ტყავისა და ტილოს ფაქტურის ფეხსაცმელს, კარგად ათეთრებს ჩვეულებრივი კბილის პასტა. მოათავსეთ იგი ძველ ჯაგრისზე და გახეხეთ ფეხსაცმელი.

image

  • ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ სხვადასხვა მეთოდით გარეცხვის შემდეგაც კი, ფეხსაცმელს მაინც რჩება მოყვითალო ფერის ლაქები. ეს თვისება, განსაკუთრებით ტილოს ფაქტურას ახასიათებს. დაფარეთ თქვენი სპორტული ფეხსაცმლის ზედაპირი ჩვეულებრივ წყალში დასველებული ტუალეტის ქაღალდით, შემდეგ კი, გააჩერეთ და გააშრეთ 12 საათის განმავლობაში. ქაღალდის ფენის მოხსნისას ნახავთ, რომ ფეხსაცმელი აბსოლუტურად სუფთაა და მასზე ყოველგვარი სიყვითლის კვალი გამქრალია.





0
290
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0