x
image
პოკაჰონტასი
თუ ყავის მოყვარული ბრძანდებით, აუცილებლად უნდა იცოდეთ ეს!
image

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. ბევრისათვის იგი დღის განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც წარმოუდგენლად მიაჩნიათ ცხოვრება. მაგრამ იცით თუ არა, როგორ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და სარგებელი თქვენთვის საყვარელი სასმელისგან? ამიტომ, თუ თქვენ ყავის მოყვარული ბრძანდებით, აუცილებლად იცოდეთ შემდეგი:


ყავა, თავის სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს მაშინ, როდესაც ზომიერად არის მოხალული, იდეალურად მოხალული ყავის მარცვალი კი, უნდა იყოს ყავისფერი. თუ მარცვალი ძალიან ღია, ან მუქი ფერისაა, ან გააჩნია ცხიმიანი ზედაპირი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ძველ ყავასთან, ან საეჭვო ხარისხთან.


აუცილებლად დაინტერესდით, თუ როდისაა მოხალული ყავა, რადგან ეს უკანასკნელი სიახლით ფასობს. ძველი ყავა არომატსა და გემოს კარგავს, მისი სიახლე კი, მოხალვის მომენტიდან იზომება, ამიტომ დააფქვევინეთ იგი ადგილზევე და იმ რაოდენობით, რაც მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში გეყოფათ.



ასევე დაინტერესდით, თუ როგორ პირობებში ინახავენ მას.

გახსოვდეთ, რომ ყავას სამი დიდი მტერი ჰყავს: ჟანგბადი, ნესტი და მზის პირდაპირი სინათლე.


რაც შეეხება ყავის საფქვავს, თუ იგი თავად გაქვთ სახლში, გახსოვდეთ, რომ უმაღლესი ხარისხის საფქვავი ზედმეტად არ აცხელებს ყავას და უნარჩუნებს მას არომატსა და გემოს.


შენახვამდე კი, ბოლო დეტალი ყავის შეფუთვა გახლავთ. უმჯობესია, ყავა შევფუთოთ ორი, ან სამფენიანი პაკეტით, ჰერმეტულად, ან შევინახოთ მინის თავდახურულ, მშრალ ქილაში.


ალბათ გაგიგიათ, რომ ერთი ფინჯანი მაგარი ყავა აფხიზლებს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს. გამოკველევების თანახმად კი, დადგინდა აბსოლიტურად სხვა რამ: ამ დროს ყავა გვევლინება არა როგორც ალკოჰოლის ანტაგონისტი, არამედ პირიქით - მისი მოკავშირე.


და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისი დილაც ფინჯანი ყავით იწყება:
დილით, ყავის დალევამდე, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, აუცილებლად მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი. ამის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ მიირთვათ ყავა, სასურველია რძით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სიგარეტთან ერთად.

0
744
3-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
744
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0