ქალი და მამაკაცი რატომ მოსწონთ მამაკაცებს ასაკით დიდი ქალები 2012, 8 ივნისი, 15:44 არცთუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც გვხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ასაკით პატარა ბიჭებს დედის ტოლა ქალები მოყავთ ცოლად. მამაკაცი-ალფონსი: ასეთი ტიპის მამაკაცები, 20-30 წლის ასაკისანი არიან. მათი უმრავლესობა ალფონსობით ცდილობს გაიუმჯობესოს ცხოვრების პირობები. მაგრამ მათი ამოცნობა ძალიან ადვილია. ხშირად ქალბატონები ხვდებიან, რის გამო არიან მათთან ახალგაზრდა ბიჭები, მაგრამ ამაზე ისინი შეგნებულად ხუჭავენ თვალს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მართლა უყვართ ასაკით დიდი ქალები, ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ და არ აინტერესებთ რას ფიქრობენ გარშემომყოფნი. ასეთ ურთიერთობას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს მამაკაცებისთვის. გამოცდილი ქალის გვერდით ისინი თავს დაცულად გრძნობენ. გარდა ამისა ასაკით უფროსი ქალები უფრო საინტერესოები არიან მათთვის, ვიდრე ქარაფშუტა გოგოები. უნდა ავღნიშნოთ, რომ ასეთი ასაკის სხვაობის გამო ქალები ხშირად ძალიან ეჭვიანები ხდებიან და ნებისმიერ გოგონაზე ეჭვიანობენ. იშვიათია ასეთი კავშირი მყარი იყოს, რადგან მათ ბევრი მოწინააღმდეგე ყავთ გარშემო, თუმცა ზოგჯერ ამართლებს და happy end-ით სრულდება. ამის ნათელი მაგალითია დემი მურისა და აშტონის ქორწინება. 1365 10-ს მოსწონს 1-ს არა
|