სხვა თუ გინდათ, რომ სიყვარული გეწვიოთ და სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს 2016, 6 დეკემბერი, 15:45 სპატიფილიუმს «ქალის ბედნიერებასაც» ეძახიან. და მართლაც, ის ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობის ბარომეტრივით არის. თუ სახლში ყველაფერი რიგზეა, ქალს მოსიყვარულე და ბედნიერი ოჯახი აქვს – მცენარეს თეთრი, იალქნების მსგავსი ყვავილები გამოსდის და მისი ყვავილობის პერიოდი, დიდი ხნის მანძილზე გრძელდება. მაგრამ, თუ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდა, სპატიფილიუმი მოიწყენს და ყვავილობას წყვეტს. ამასთან, როგორც ამბობენ, მარტოხელა ქალბატონებს, თუ ოჯახის შექმნა უნდათ, სწორედ ეს ყვავილი უნდა შეიძინონ და მზრუნველობა არ მოაკლონ 1 წლის მანძილზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მათ სახლში აუცილებლად მივა სიყვარული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი თვისებები ანთურიუმს და გიბისკუსსაც აქვთ. მაგრამ, სპატიფილიუმი თავისი ნაზი თეთრი ყვავილებით, უფრო სასარგებლოა პრაქტიკული თვალსაზრისითაც. ის ყვავილებს შორის, ყველაზე უკეთესად ასუფთავებს ჰაერს ბენზოლის და ფორმალდეჰიდისგან, ყველაზე ტოქსიკური ნივთიერებებისგან, რომლებიც შეიძლება სახლში იყოს. ის კარგად უმკლავდება აცეტონს და ობის სოკოსაც კი. ამიტომ, როდესაც ადამიანი ახალ ბინაში გადადის საცხოვრებლად, მას სპატიფილიუმის შეძენას ურჩევენ. სპატიფილუმი ადვილად მოსავლელი, უპრეტენზიო მცენარეა. კარგად გრძნობს თავს ოთახის ტემპერატურაზე (18 - 23 გრადუსზე). არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები და მისთვის შესაფერისი ადგილი ჩრდილოეთის ფანჯრებია. კარგად იტანს მშრალ ჰაერს, მაგრამ ზამთარში გამათბობლებს მოარიდეთ. მისი ერთადერთი მოთხოვნა ის არის, რომ მიწა ყოველთვის ნესტიანი ჰქონდეს. როდესაც მიწის ზედაპირი შეშრება, მცენარე აბაზანაში შეიტანეთ და შხაპი მიაღებინეთ ან პულვილიზატორით დანამეთ (მიწის ზედაპირზე წყალი არ უნდა დაგუბდეს. თუ ასეთი რამ მოხდა, წყალი გადააქციეთ). და კიდევ, როგორც ყველა მცენარეს, მასაც უნდა მინერალებით კვება, განსაკუთრებით ორგანული მინერალებით. ეს შეიძლება იყოს წყალში გაზავებული ფრინველის ნაკელი ან მცენარეებისთვის განკუთვნილი სპეციალური მინერალები. მცენარის ზრდა-განვითარების პროცესში, მინარალების მიცემა თვეში 2-ჯერ არის საჭირო, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – თვეში ერთხელ.
P. S. სპატიფილუმი სასარგებლო მცენარეა. მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში. მინიმალური ზიანი – პირის ღრუს გასიება არის, მაქსიმალური – სიკვდილი. ამიტომ, სპატიფილიუმი მოარიდეთ პატარა ბავშვებს, რომლებიც ყველაფერს გემოს უსინჯავენ და შინაურ ცხოველებს. ხოლო, თუ მისთვის დაზიანებული ფოთლების მოჭრას ან ქოთნის გამოცვლას გადაწყვეტთ, რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ჯანჯაფილის დათესვა და მოვლა სახლის პირობებში * აქვს თუ არა მცენარეს ინტელექტი? 1304 7-ს მოსწონს
|