x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სილამაზე, რომელიც კლავს (შხამიანი სახლის მცენარეები)

image

სახლის მცენარეების ძირითადი დანიშნულება – თვალის გახარება და ჰაერის გაწმენდა არის. მაგრამ, არსებობენ მცენარეები, რომლებსაც მხოლოდ სარგებელი არ მოაქვთ – ზოგიერთ მათგანს ზიანის მოტანაც შეუძლია.

აქ წარმოგიდგენთ მცენარეებს, რომლებიც ერთნაირად სახიფათოა, როგორც შინაური ცხოველების, ისე ადამიანებისთვის.

ნარცისი
imageმცენარის ბოლქვები შეიცავს ნარცისინის ალკალოიდებს და ასევე მწარე ნივთიერებას, რომლის გამოც, მისი გემო ძალიან ჰგავს ხახვის გემოს, ხოლო ვიზუალურად, ხახვისგან არ განსხვავდება. ბოლქვების საკვებად გამოყენების შემთხვევაში (ასეთი ფაქტები დაფიქაირებულია), მინიმალური, რაც შეიძლება ადანიანს დაემართოს – გულისრევის შეგრძნება და დიარეა არის.
imageდიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, ეს მცენარე, იწვევს სპაზმებს ყელში, ძლიერ ოფლიანობას, გონების დაბინდვას, კოლაფსს და დამბლას.
imageსპატიფილიუმი

image

ამ მცენარეს «ქალის ბედნიერებასაც» ეძახიან, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში. მინიმალური ზიანი – პირის ღრუს გასიება არის, მაქსიმალური – სიკვდილი. ამიტომ, სპატიფილიუმი მოარიდეთ პატარა ბავშვებს და შინაურ ცხოველებს, ხოლო თუ მისთვის დაზიანებული ფოთლების მოჭრას გადაწყვეტთ, რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ.
imageოლეანდრიimageამ მცენარისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ ადამიანებმა და მოარიდონ მას შინაური ცხოველები და პატარა ბავშვები. მცენარეს მხოლოდ ხელთათმანებით უნდა მოუარონ და მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, ხელები კარგად უნდა დაიბანონ. ამ მცენარის წვენს და ფესვებს შეუძლია გამოიწვიოს: მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სისხლიანი დიარეა, გულისცემის აჩქარება. მოგვიანებით, ხდება, გულისცემის და წნევის დაცემა და გულის გაჩერება.
imageდიფენბახიაimageეს მცენარე სახიფათოა შხამიანი წვენის გამო. იმ შემთხვევაში, თუ მისი რძის მაგვარი სითხე ადამიანის კანზე მოხვდება, ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ ყველაზე სახიფათო, მისი “რძე", თვალის ლორწოვანი გარსისთვის და პირის ღრუსთვის არის. ის სიბრმავეს და ენის გასიებას იწვევს, ამასთან, ადამიანს მეტყველების უნარიც ეკარგება დროებით.
დიფენბახია განსაკუთრებით სახიფათოა შინაური ცხოველებისთვის და პატარა ბავშვებისთვის, რომლებმაც შეიძლება მისი ფოთოლი პირში ჩაიდონ და დაღეჭონ. ორგანიზმში მოხვედრილი მცენარის წვენი ხახის გასიებას, სუნთქვის შეკავებას და გაგუდვას იწვევს.
imageსუმბული
imageყველაზე სახიფათო ამ მცენარეში, მისი ბოლქვები და წვენი არის. სუმბულის მხოლოდ ერთ ბოლქვს შეუძლია სერიოზული პრობლემა შეუქმნას გულ-სისხლძარღვთა სისტემას და თირკმელებს. თუ ძაღლი ან კატა ამ მცენარეს დააგემოვნებს, ის დაიღუპება.
imageზამბახიimageეს მცენარე ერთნაირად სახიფათოა როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის. მისი ყვავილი, ალერგიით დაავადებულ ადამიანებში, ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიც ციებისთვის არის დამახასიათებელი: ღებინება და მაღალი ტემპერატურა.

imageინგლისური სურო

imageგანსაკუთრებით საციფათო მცენარეა როგორც ცხოველებისთვის, ისე ადამიანებისთვის. სუროს ფოთლებთან შეხებითი კონტაქტი ალერგიას იწვევს, ქავილის და გამონაყარის სახით. გარდა ამისა, რთულდება სუნთქვაც. იმ შემთხვევაში, თუ შხამიანი მცენარე ორგანიზმში მოხვდება, ადამიანებს ეწყებათ: ჰალუცინაციები, კრუნჩხვებ, ციება და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
imageალოე ვერა
imageალოე ვერა დადებით ეფექტს იძლევა გარეგანი დაზიანებისას გამოყენების დროს. რასაც ვერ ვიტყვით, მის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაზე. ის კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას იწვევს და განსაკუთრებით სახიფათო შინაური ცხოველებისთვის არის.
imageჰორტენზიაimageამ მცენარის სახლში გაჩერება ძალიან სახიფათოა. მისი ყვავილის შეჭმის (ბავშვები და შინაური ცხოველები იგულისხმება) შემთხვევაში, დიარეა გარანტირებული არის. ყველაზე სავალალო, რაც შეიძლება მოხდეს — კომაა.

imageსანსევერია

imageამ მცენარის წვენი ტოქსიკურია. ამიტომ, სანსევერია ბავშვებს უნდა მოარირიდოთ. მისი წვენი ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, გამოიწვევს ყელის ტკივილს, დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას და ღებინებას.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image


ალერგიული რეაქციის გამომწვევი სახლის მცენარეები
imagehttp://intermedia.ge/სტატია/73440-ალერგიული-რეაქციის-გამომწვევი-სახლის-მცენარეები/2/
imageკატებისთვის მავნე, საშიში და შხამიანი სახლის მცენარეები და პირველი დახმარება მოწამვლის შემთხვევაშიimagehttp://intermedia.ge/სტატია/73650-კატებისთვის-მავნე-საშიში-და-შხამიანი-სახლის-მცენარეები-და-პირველი-დახმ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
imageნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის
imagehttp://intermedia.ge/სტატია/72289-ნატურალური-სასუქი-ოთახის-ყვავილებისთვის/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
imageროგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს
imagehttp://intermedia.ge/სტატია/72594-როგორ-უნდა-შევარჩიოთ-ოთახის-მცენარეები-რომ-სახლში-ყოველთვის-სუფთა-ჰაერ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
imageსახლში რომ ყოველთვის ზაფხული იყოს. ყვავილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ყვავისimagehttp://intermedia.ge/სტატია/73320-სახლში-რომ-ყოველთვის-ზაფხული-იყოს-ყვავილები-რომლებიც-მთელი-წლის-მანძილ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
imageია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებimagehttp://intermedia.ge/სტატია/74988-ია-მარტოობის-ყვავილია-ლეგენდა-შექმნის-და-მისი-სასარგებლო-ფერების-მიხედ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
imageადვილად მოსავლელი სახლის ყვავილები
imagehttp://intermedia.ge/სტატია/72361-ადვილად-მოსავლელი-სახლის-ყვავილები/167/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

3
5250
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5250
  
2016, 1 დეკემბერი, 17:33
სტატიის გაცნობის შემდეგ, facebook-ზე ბევრს გაუჩნდა კითხვები ალოესთან დაკავშირებით. ამიტომ, მინდა დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ მცენარესთან დაკავშირებით: ალოე არ შეიძლება მათთვის, ვისაც რომელიმე საკვებზე ალერგია აქვს. არ შეიძლება დიაბეტით დაავადებულებისთვისაც, რადგან სისხლში შაქრის რაოდენაოას ამცირებს, რაც შეეხება დანარჩენებს: ალოეს შემადგენლობაში დიდი რაოდენობით აქტიური ნივთიერება შედის, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზმში განსხვავებული, არაპროგნოზირებადი რეაქციების გამოწვევა შეუძლია.
ძირითად საშიშროებას კი ის წარმოადგენს, რომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ალოე მოწამვლას იწვევს, რასაც თან ერთვის დიარეა (ფაღარათი), კუჭის გარსის ანთება და მუცლის ტკივილი, იშვიათ შემთხვევაში – ნეფრიტს. და ყველაზე მთავარი: ალოე არ შეიძლება ფეხმძიმობის პერიოდში, რადგან ის ნაყოფის მოცილების პროვოცირებას იწვევს.
რაც შეეხება ალოეს გამოყენებას, შემდეგი წესების დაცვა არის საჭირო: არ შეიძლება მცენარის წვენის მოხმარება, თუ ის მინიმუმ 3 წლის მაინც არ არის. მხოლოდ ქვედა ფოთლების გამოყენება შეიძლება, რომელიც მოჭრის წინ უნდა გაწმინდოთ (არ გარეცხოთ). მოჭრილი ფოთოლი პირსახოცში უნდა გაახვიოთ და 2 კვირით მაცივარში შეინახოთ, რომ მასში ბიოსტიმულატორული ნივთიერების გამომუშავება მოხდეს. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ხორცის საკეპ მანქანაში უნდა გაატაროთ და მარლაში გაწუროთ. მიღებული წვენი დიდ ხანს რომ შეინახოს, 8 წილ წვენზე, 2 წილი სამედიცინო სპირტი უნდა დაამატოთ და მაცივარში მოათავსოთ დახურული მინის ჭურჭლით.
2016, 21 ივნისი, 14:05
სრულიად გეთანხმები. ასეთი ყვავილები ძალიან ბევრს აქვს. სწორედ გუშინ იყო ინფორმაცია ფეიზბუკზე: დიფენბახიამ 3 წლის ბავშვი მოკლა 15 წუთში.
2016, 21 ივნისი, 13:33
რა საინტერესოა...არადა როგორი გავრცელებული ყვავილებია.
0 1 3