x
image
alex999
ბროწეულის წვენი, სიცოცხლის ელექსირია - მეცნიერთა უახლესი კვლების შედეგი!

ბროწეული (Punica granatum) არის ბროწეულისებრთა ოჯახიდან, ფოთოლმცვივანი ეკლიანი მცენარე. აქვს კიდემთლიანი ტყავისებრი ფოთლები, რომელთაგან ზოგი დიდია, სურისებრი; ნორმალურად განვითარებული ნასკვი, ბუტკო და სამტვრე აქვს, იძლევა ნაყოფს. ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებმომთხოვნია, ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში. საქართველოში ბროწეული გაშენებულია უმთავრესად კახეთში, ქართლში, იმერეთსა და აჭარაში. ბროწეულის წვენი შეიცავს: 8-19% შაქარს, 0, 3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს.


image

image


გაფრთხილება: - პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ! თუ ბროწეულის წვენის, მურაბის ან კიდევ მჟავას შეძენას დააპირებთ, ყურადღება მიაქციეთ ადგილს, საიდანაც შეიძენთ(უნდა იყოს სისუფთავე და დამოწმებული სოფლის მეურნეობის მიერ)


image


ბროწეული არის ერთ-ერთი ძირძველი ანტიკური პერიოდის ხილის სახეობა(კენკრა). აღმოჩენის პერიოდიდან დღემდე ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს ანტიოქსიდანტად. ძირითადად მწიფდება სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში. მეცნიერთა კვლევების შედეგად, დადგინდა ამჯერად ბროწეულის წვენის სასარგებლო თვისებები! უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ბროწეულის წვენი სიცოცხლის ელექსირია!


image


ქართულ ხალხურ მედიცინაში ბროწეულის წვენს იყენებენ ყელის დაავადებების სამკურნალოდ, გაციებისთვის, დაბალწნევიანთათვის(წნევის მოსამატებლად) და სისხლში ქოლესტერინის შესამცირებლად.

image


ბროწეულის წვენი აგრეთვე წარმოადგენს, პროსტატისა და ძუძუს კიბოს მტერს. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბროწეული და მისი წვენი იწვევს პროსტატის კიბოს უჯრედების კვდომას. იგი ასევე მოისაზრება მკერდის კიბოს პრევენციულ საშუალებად. როგორ გაირკვა ბროწეული ეფექტური საშუალებაა სიმსივნური სტადიების პროგრესირების დასაბრკოლებლად.


image




ბროწეულის წვენის უკუჩვენება...


ვინაიდან ბროწეული ბევრ მჟავას შეიცავს, მისი კონცენტრირებული წვენის მიღება კბილის მინანქარს აზიანებს. ამიტომაც, ბროწეულის წვენი სჯობს, წყალში გაზავებული მივიღოთ, ხოლო მისი დალევის შემდეგ პირში წყალი გამოვივლოთ. ბროწეულის მჟავე წვენის მიღება რეკომენდებული არ არის 3-8 ლამდე ბავშვებისთვის. მაღაზიაში შეძენილ ბროწეულის წვენს არანაირი სასარგებლო თვისება არ გააჩნია(იშვიათად თუ იშოვნება სასარგებლო). ბროწეულის წვენის მიღება უკუნაჩვენებია ჰემოროისა და ქრონიკული ყაბზობის მქონე პირებისთვის.


imageimageimage




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი





იხილეთ ასევე:


1 - ბროწეული - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

2 - 5 საკვები, რომელიც ქოლესტერინს ამცირებს!

3 - საკვები, რომელიც ნოემბერში უნდა მივირთვათ!

4 - 10 საკვები, რომელიც ზრდის სპერმის ხარისხს! (+13)

5 - საკვები პროდუქტები, რომელიც ღვიძლს იცავს!

0
4376
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
4376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0