x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იუნა შაფათავა:ბებიაჩემს რომ თვალი გაეხილა ახლა,გული გაუსკდებოდა, ამდენი თავაწეული ბოზის დანახვით

image



"ჩვენი ავლაბრის ეზოში ქურთი ზინა ცხოვრობდა. შვილი ყავდა, შალიკო. შალიკოს მამა
თვალით არ გვინახავს, ისე იზრდებოდა. იმ დროს უკვე იტალიური ეზოები ღამე
იკეტებოდა- რკინის ჭიშკარზე ჯაჭვს კლიტით კეტავდნენ
მეზობლები, რიგრიგობით, ღამე.
იმ საღამოს ზინა საყვარელს (კლიენტს) ელოდა. ზაფხული იყო და ბებიაჩვენს 10 წუთში ერთხელ მორიდებით ეკითხებოდა:
- Тёть Соня, спать не хотите?
Тёть Соняს არ ეძინებოდა, მე და დეას კი გვიხაროდა ეზოში ჯდომა და ჭორების მოსმენა.

იმ საღამოს ზინას დეკოლ'ტე ეცვა, ვიწრო კაბა, ღაჟღაჟად ღაწვები
შეღებილი, თვალის ქუთუთოებზე ცისფერი "ტენები", შავად შეღებილი თმა ჰქონდა,
მყვირალა წითელი ტუჩსაცხი... ზინა ეკლებზე იჯდა - საღამოს თერთმეტი
ხდებოდა, ეზოს ჭიშკარს იმ დღეს ის კეტავდა და იმ საღამოსთვის დაიბარა
საყვარელი (კლიენტი).
Тёть Соня კარგ ხასიათზე იყო, იცოდა ეს ამბავი და
აქეზებდა, კიდევ ჩაი დავლიოთო -ტრადიცია გვქონდა, ეზოში ხოს ქვეშ სამეზობლო
ჩაის ერთად ვსვამდით....საწყალი ზინა უკვე გიჟს გავდა, როცა тёть Соня
მოგვიტრიალდა და - ცოდოა ზინა, შევიდეთო სახლში...


ქურთი ზინა შეეცოდა ბებიაჩვენს. საყვარელი კლიენტი კი იყო, მაგრამ ზინა ყველა კლიენტს იმედის თვალით უყურებდა- იქნებ შემიყვაროს, ცოლად წამიყვანოსო...ქურთი
ზინა, ლამაზი ქურთი ქალი, ლამაზი შავი თვალებით, შავი თმებით, იტალიური ეზოს
ორმეტრიან გაკრიალებულ ნაქირავებ ოთახში მცხოვრები მარტოხელა დედა, ქუჩებს
გვიდა დილაობით. იშვიათად საღამოობით კი, საყვარლებს (კლიენტებს)
ეგებებოდა, ისე, რომ სხვა არ შეეწუხებინა.
ისე მაინტერესებს, სად არის ახლა ზინა.ან მისი უმამოდ გაზრდილი შალიკო.
რატომ გამახსენდი?

ბოზობა სულ არსებობდა. იგივე ჩვენ ეზოში, ოს მერისაც ყავდა საყვარელი. ის
ცალკე თავია, სხვა დროს მოვყვები. სომეხ როზასაც. ქართველი მერიკოს
შვილიშვილსაც- ულამაზესი გოგო იყო.
მაგრამ არც ერთი მეზობლებთან თავაწეული არ დადიოდა- თითოეული მათგანი, ავლაბრის კინოთეატრში მორიგი კინოსეანსის ყურების შემდეგ, საკუთარ ბედნიერებაზე ოცნებობდა, პატიოსანი ქალის ბედნიერებაზე. არც მეზობლები აყვედრიდნენ რამეს- ზოგს საყვარელი არჩენდა, ზოგი გულს აყოლებდა...ზოგსაც თავი მოუკლავს საჯაროდ, თავი რომ ვერ დაუღწევია ცხოვრების მახეებისთვის.


მე ასეთ ისტორიებზე გავიზარდე.



ბებიაჩემის ეზოში, სადაც ბედნიერების მოლოდინში, ქალებს, სოფი ლორენის
მონაწილეობით ავლაბრის ზაფხულოს კინოთეატრში კინოების ყურების შემდეგ, ზოგს
ჯოვანას არქმევდნენ, ზოგს ლოლიტას...ჩემ ბაბუშკას тёть Соняს, ადელინას
ეძახდნენ...გვერდზე ეზოებთან ვმეგობრობდით...ძალიან მომენატრა ის დრო.

ბებიაჩემს რომ თვალი გაეხილა ახლა, გული გაუსკდებოდა, ამდენი თავაწეული
ბოზის დანახვით. ჩემ თავისუფლებას კი თმებიანად მითრევდა და ისეთ კაცს
მომიძებნიდა, რომ ვეყვარებოდი ხელის გულზე ტარებით...
ეეჰ, სად ხარ, ქურთო ზინა? ერთ კაცს ეძებდი ბედნიერებისთვის და თავჩახრილი დადიოდი, გერიდებოდა ყველასი...
რა ჯანდაბა დაემართა ამ ქვეყანას, უბედურებით გაბოზებულები აჭრილმა უნამუსო ნაშებმა შეცვალეს...
სილამაზე გაიაფდა და სიმახინჯე დაფასდა...
როგორ დაგვემართა ეს, როგორ...
***
image

ყოველ ჯერზე ელენე ახვლედიანის "პრიჩესკით" და მუნჯი კინოს სტილში
ჩაცმული, წითელ ტუჩსხწასმულ ფემინისტკების "დედის", ბაიკოს პოსტებს რომ
ვაწყდები, ჩემში ქალი ათიათასჯერ ბუნტდება....
ქალი, მამაკაცთან
ბრძოლისთვის არ არის გაჩენილი. არც ნაღდი მამაკაცის ბუნებაშია, ქალთან
შეჯიბრი...ორივე ეძებს, ბედნიერებას, ერთმანეთის შევსებით...
ნუ ამახინჯებთ ბუნების კანონებს. აცალეთ ადამიანებს ბედნიერების ძებნა. სხვისი გამოცდილებით, ჭკუას როდის სწავლობდნენ.

ბედნიერება ფასდება ტკივილის შემდეგ.გამოცდილების შემდეგ.ამ 25 წლის
გრანტზე დამოკიდებულმა გოგოებმა სხვას რა უნდა ასწავლონ? იცხოვრეთ, ჯერ,
მერე წერეთ დოგმებით, ქალის ცხოვრების...და...ქალური ბედნიერების."-წერს სოციალურ ქსელში იუნა შაფათავა.

6
428
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
428
  
2016, 30 ნოემბერი, 13:24
ქალაქელები არ იკადრებდნენ ალბათ?! ;)
2016, 30 ნოემბერი, 11:56
არა, კაცო, ეგ გავიგე, მაგრამ ეს რატომ ნერვიულობს, ეს ვერ გავიგე))
2016, 30 ნოემბერი, 5:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 29 ნოემბერი, 23:50
თვითკრიტიკა კარგი რამეა ხშირაად... :)))
2016, 29 ნოემბერი, 23:17
რაო და ბოზებიც შეიცვალნენო..ახლა თავაწეულები დადიაონო..გეგონება სამააყო იყოსო
2016, 29 ნოემბერი, 23:08
რაოოო? ვერ გავიგე ))))
0 1 6